ჩემი მეგობარი სახლში მესტუმრა და შეძრწუნებული დარჩა. აი, რატომ არ შეიძლება სახლში მონსტერას და აზალიას ქონა

4242
ჩემი მეგობარი სახლში მესტუმრა და შეძრწუნებული დარჩა. აი, რატომ არ შეიძლება სახლში მონსტერას და აზალიას ქონა
ჩემი მეგობარი სახლში მესტუმრა და შეძრწუნებული დარჩა. აი, რატომ არ შეიძლება სახლში მონსტერას და აზალიას ქონა

ოთახის მცენარეები ნებისმიერ სახლს ამშვენებს. როცა გარეთ ზამთარია, ხოლო ფანჯარასთან თოვლი, ცოტა გაზაფხულის ჰაერის შეგრძნება ძალიან გვსურს. ახალი მცენარის ქოთნის შეძენა ბინაში სიახლეს და სინათლეს შემოიტანს. სასიამოვნოა, როცა ირგვლივ ბევრი მწვანე და ნაზი არომატის მქონე ლამაზი ყვავილია.

ოთახის მცენარეების სამყარო

თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ ყველა მცენარის, რომლებიც ყვავილების მაღაზიაში იყიდება, სახლში ქონა არ შეიძლება. დღეს ვივიენი სახლის მცენარეების მავნებლობის და მისი სასარგებლო ალტერნატივის შესახებ გიამბობთ.

1. დიფენბახია

ეს მცენარე წარმოშობით სამხრეთ ამერიკიდან არის. მას დიდი ღია მწვანე ფერის ფოთლები აქვს. ელეგანტურობის მიუხედავად, დიფენბახია სახიფათო მცენარეთა სიას მიეკუთვნება, რადგან მისი წვენი შხამიანია. კანზე მოხვედრის შემთხვევაში მწვავე გაღიზიანებას იწვევს, ხოლო ლორწოვანში მოხვედრისას ენის და სანერწყვე ჯირკვლების შეშუპებას. შედეგად, ადამიანმა შეიძლება მეტყველების უნარი დაკარგოს. სწორედ ამ მიზეზით დიფენბახიას ხალხში „მუნჯ წკეპლას“ უწოდებენ.

2. პრიმულა ან ფურისულა

პრიმულა გაყიდვაში ზამთრის ბოლოს ჩნდება, როცა მათ აყვავების პერიოდი ეწყებათ. ბევრი დიასახლისი ყვავილს ყიდულობს, რომ ზამთრის ერფეროვან და ნაცრისფერ პერიოდში თვალი გაახაროს. ასევე ყვავილს ხშირად 8 მარტს ქალებს ჩუქნიან. ასეთ საჩუქართან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან პრიმულას ძლიერი ალერგიის გამოწვევა შეუძლია. თუ ალერგიული ადამიანი ხართ, ახლობლებს სხვა ყვავილის ჩუქება სთხოვეთ.

3. მონსტერა

ეს სამხრეთ ამერიკის ტროპიკული ტყის ქალიშვილი უბრალოდ ხელოვნების ნიმუშია. ბუნებამ ბევრი იმუშავა, როც მისი ლამაზი სხვადასხვანაირად მოჩუქურთმებული ფოთლები შექმნა. მაგრამ ფრთხილად იყავით! ეს მცენარე საშინელი ენერგეტიკული ვამპირია, რომელსაც ადამიანის სასიყვარულო ცხოვრების განადგურება და მისი აურის მოწამვლა შეუძლია. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ცრურწმენაა, მაგრამ ამ ოთახის მცენარეს ნამდვილად საშინელი სახე აქვს. რაც მთავარია, მონსტერას წვენს ძლიერი გამაღიზიანებელი ეფექტი აქვს და ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში ძლიერი სისხლდენის გამოწვევა შეუძლია. სწორედ ამიტომ ფრთხილად იყავით, თუ მისი შეძენა სახლში შინაური ცხოველების არსებობის დროს გსურთ.

4. ბენჯამინის ფიკუსი

ეს სუბტროპიკული მცენარე ძალიან პოპულარულია და მას თითქმის ყოველ მეორე ბინაში შეხვდებით. საქმე იმაშია, რომ მცენარე ჰაერს ასუფთავებს ფორმალდეჰიდისა და გაზისგან, რომლებიც თავის ტკივილს და გულისრევას იწვევენ. ფიკუსი ჰაერის გამწმენდ ათ საუკეთესო მცენარეს შორის შედის. ამასთან მისი მოვლა საკმაოდ მარტივია და გასაზრდელად განსაკუთრებულ პირობებს არ მოითხოვს. თუმცა ალერგიის მქონე ადამიანებმა სჯობს არ შეიძინონ. მცენარე სპეციფიკურ რძის მსგავს წვენს გამოყოფს, რომელიც რეზინის მაღალ პროცენტს შეიცავს. ეს ნივთიერება ძლიერ ალერგიას იწვევს.

5. აზალია

შინაური ცხოველების ყოლის შემთხვევაში ამ მშვენიერი ყვავილის შეძენისგან თავი შეიკავეთ. ბევრი ყვავილების მოყვარული აზალიას ყიდულობს იმის მიუხედავად, რომ მოსავლელად ძალიან პრეტენზიულია. ეს ჯუჯა მცენარე როდოდენდრონის ჯგუფს მიეკუთვნება და წარმოშობით ჩინეთიდან და იაპონიიდან არის. აზალია არა მხოლოდ დახვეწილი სახელით, არამედ მეფური სახით გვაოცებს. აზალიას ლამაზი ფოთლები ორ შხამიან ნივთიერებას, გლიკოზიდს და ანდრომედოტოქსინს, შეიცავს. ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში დამბლის ან სიკვდილის გამოწვევა შეუძლია. ეს მცენარე შინაური ცხოველების მოყვარულებმა არ უნდა შეიძინონ.

შინაური მცენარეების სამყარო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. აქ ნებისმიერი გემოვნების და ფერის ყვავილს შეხვდებით. რაც მთავარია – არ დაგავიწყდეთ ბევრი ინფორმაციის მოძიება იმ ყვავილზე, რომლის შეძენაც გსურთ. ეს ინფორმაცია თქვენს, თქვენი ბავშვის და შინაური ცხოველების სიცოცხლეს გადაარჩენს.

ბევრი სახიფათო მცენარეების გარდა, ბევრი სასარგებლო მცენარეც არსებობს, რომლებიც თქვენს სახლს დაამშვენებენ და ზოგიერთ უსიამოვნებას განკურნავენ. აი, რამდენიმე მაგალითი:

1. ბეგონია

ბეგონიაზე უფრო ლამაზი მცენარის პოვნა ძნელია. მისი დაახლოებით ათასი სახეობა არსებობს და მისი ყვავილების დეტალურად აღწერა ძალიან რთულია. ყველა სახეობა საკმაოდ ნაზი და დახვეწილია. ბეგონიას ფოთლები დიდი რაოდენობით მჟაუნმჟავას შეიცავს, რომელსაც ჭრილობის შეხორცების და ანტისეპტიკური თვისებები აქვს. ბეგონიას წვენი წყლულების, გველის ნაკბენის და დამწვრობის სამკურნალოდ გამოიყენება. ბეგონია სტრეპტოკოკებს წარმატებით ებრძვის.

2. აგლაონემა

უჩვეულო სახელის მქონე მცენარე არც თუ ისე ლამაზად გამოიყურება, მიუხედავად ამისა, მოსავლელად უპრეტენზიო და გამძლეა. მას ბევრი სინათლე არ სჭირდება. მისი სახიფათო ნათესავის, დიფენბახიისგან განსხვავებით წარმოუდგენლად სასარგებლოა. ის წარმატებით კლავს სტრეპტოკოკის ინფექციას და ჰაერს ბენზოლისგან წმენდს.

3. ლავანდა

ლავანდას ყვავილები პარფიუმერიაში ფართოდ გამოიყენება, მაგრამ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ ცოტამ თუ იცის. ლავანდა ბევრ დაავადების გამომწვევ ბაქტერიას კლავს. ამასთან წარმოუდგენელი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

გისურვებთ, ოთახის მცენარეების სამყაროში მოგზაურობა ამ სტატიით არ დასრულდეს, რადგან ძალიან ბევრი უჩვეულო და ლამაზი ოთახის მცენარე არსებობს, რომლებიც თქვენს სახლს დაამშვენებენ და დადებით ენერგეტიკას შემოიტანენ.