გამოგივათ ნაკრები, რომელიც ერმიტაჟის „მარგალიტების“ კოლექციის ღირსი იქნება. ჩემი ხელნაკეთით მთელი ოჯახი ამაყობს.

2029
გამოგივათ ნაკრები, რომელიც ერმიტაჟის „მარგალიტების“ კოლექციის ღირსი იქნება. ჩემი ხელნაკეთით მთელი ოჯახი ამაყობს.
გამოგივათ ნაკრები, რომელიც ერმიტაჟის „მარგალიტების“ კოლექციის ღირსი იქნება. ჩემი ხელნაკეთით მთელი ოჯახი ამაყობს.

ნივთებსა და მოვლენებში ფარული პოტენციალის დანახვას შეიძლება ნიჭი ვუწოდოთ. სწორედ ეს წარმოადგენს შემოქმედების საფუძველს. კრეატიული აზროვნების განვითარება ყველასთვის სასარგებლოა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ფულის დაზოგვა, მაგრამ ამავდროულად ლამაზი და უჩვეულო ნივთების ქონა სურს.

ერთხელ ინტერნეტში ვნახე საქორწილო ღვინის მოზრდილი ფეხიანი სასმისის სურათი, რომლის ძირშიც რამდენიმე ყვავილის თავი იყო. აქ კი, ასეთი ჭიქის ყვავილებად გადაქცევის იდეა მომივიდა, რადგან მისი ფეხი ყვავილის ღეროს ძალიან ჰგავს, ხოლო თასი ყვავილის კოკორს. ამის გაკეთებაში დამეხმარა საღებავები: აკრილის და ვიტრაჟის.

სასმისის მოხატვა

მალე ჩემი დის საქორწილო იუბილე ახლოვდებოდა და მისთვის განსაკუთრებული საჩუქრის გაკეთება გადავწყვიტე. შედეგად მოხატული ჭურჭლის მთელი ნაკრები შევქმენი, რომლითაც ახლა მთელი ოჯახი ამაყობს, ხოლო და თავის სტუმრებს უყვება, რომ ჩემ მიერ მოხატული ჭურჭელი ერმიტაჟის მარგალიტის კოლექციის ღირსია!

ამ შედარების ყოველთვის მრცხვენია, მაგრამ ასეთი შექება წარმოუდგენლად სასიამოვნოა. რაც მთავარია, ასეთი ნივთების შექმნა მარტივი და ძალიან საინტერესოა.

დღეს, ვივიენი საქორწილო, დაბადების დღის და უბრალოდ შთაგონებისთვის სასმისის მოხატვის 11 იდეას გიზიარებთ.

1. სანამ სამუშაოს შეუდგებით, მოიფიქრეთ, რისი დახატვა გსურთ – რომელი ყვავილი შთაგაგონებთ ყველაზე მეტად, შემდეგ კი ქაღალდზე ესკიზი დახატეთ.

უფრო მარტივი გამოსახულებით დაიწყეთ და შემდეგ ნელ-ნელა უფრო რთულზე გადადით.

2. ასეთი სილამაზის შესაქმნელად დაგჭირდებათ: ცხიმგამცლელი საშუალება, ბამბის დისკები და ბამბის ჩხირების ცხიმის მოსაშორებლად და სურათის კორექციისთვის,  სხვადასხვა ზომის სინთეტიკური ფუნჯები, ასევე აკრილის საღებავი და კერამიკა. ასევე შეგიძლიათ ვიტრაჟის საღებავი გამოიყენოთ.

3. თუ ჭიქის მოხატვა თქვენთვის ან საჩუქრად, ქორწილისთვის ან თემატური წვეულებისთვის გსურთ, დარწმუნებული იყავით, რომ შემოქმედებისგან უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ, რადგან მისი შექმნას ძალიან ადვილად, სწრაფად და დანახარჯის გარეშე შეძლებთ.

4. სურვილის შეთხვევაში ნახატი შეგიძლიათ კონტურის და ვიტრაჟული საღებავებით, მარკერით და ბრჭყვიალებით შეავსოთ.

5. სანამ ყვავილის მოხატვას დაიწყებთ, ჭიქის ზედაპირს ცხიმი მოაშორეთ. საღებავი თეფშზე ან პალიტრაზე აურიეთ, რომ საჭირო ფერი მიიღოთ. მოხატვა ცენტრალური ნაწილიდან დაიწყეთ, მტვრიანიდან ფოთლებისკენ გადადით. დაელოდეთ, სანამ მტვრიანა გაშრება. შემდეგ კი ფოთლებზე გადადით. ბოლო ეტაპი – ყვავილების და ღეროების გაფორმება. შემდეგ მინის ყვავილი ღუმელში 15 წუთით უნდა შედგათ, რომ საღებავმა დიდხანს გაძლოს.

6. ასეთი დეკორის გაკეთებას ერთ დღეში შეძლებთ.

7. გასაოცრად შთამბეჭდავი!

8. საქორწილო ჭიქები ქორწილის მნიშვნელოვანი ნაწილია. ყვავილებით მოხატვის შემთხვევაში ექსკლუზიური და ლამაზი შესახედაობა ექნებათ. ჩემი დის და დაქალების ასეთი ჭიქებით გახარება შევძელი.

9. ყვავილების გარდა ჭიქებზე ლამაზი იქნება: ფრინველები, პეპლები, ჭიამაიები, ასევე ზღვის ბინადრები და შორეული კუნძულების ეგზოტიკა. 2019 წელს მოდაშია საფარის (ველური კატის, ზებრის, ძროხის, ფარშევანგის ბუმბულის და ცხოველების თათების ანაბეჭდის იმიტაცია) გამოსახულება.

10. სასაჩუქრე ან საქორწილო ჭიქები შეგიძლიათ მორთოთ ძვირფასის ქვების იმიტაციით, ბუმბულებით, მარგალიტებით და სხვა დეკორით.

11. ღვინის და მარტინის მოხატული ჭიქები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

მოხატული სასმისები უნიკალური, იაფი და შემოქმედებითი საჩუქარია მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის. მათთვის, ვისაც უყვარს შემოქმედება და სახლის ხელნაკეთი ნივთებით მორთვა, ეს იდეა საღებავების ხელში აღების სტიმული იქნება.

საღებავების საკუთარი ხელით შექმნა რომ ისწავლოთ, ამ ვიდეოს უყურეთ.

ყვავილებით შეგიძლიათ მორთოთ როგორც ღვინის, შამპანურის და მარტინის ჭიქები, ასევე სანაყინე კერამიკა, წვენის ჭიქა ან ლარნაკი.