ჯადოსნური მეთოდი ძველი ტაფების გასაწმენდად.

3830

სავარაუოდ ყველას მოგვეპოვება სახლში ბებიებისდროინდელი ტაფები, რომელთა გამოყენებაც ფაქტიურად შეუძლებელია მიმწვარი ჭუჭყის უზარმაზარი ფენის გამო. ჩვენი რჩევა იქნებოდა არ გეჩქარათ მათი გადაყრა! ჩვენ შემოგთავაზებთ ხერხს, რომელიც მათ პირვანდელ სახეს დაუბრუნებს.

დაგვჭირდება:

  • 1 ქილა წებო (პევეა)
  •  ჩვეულებრივი 72%-იანი სარეცხი საპონი

როგორ გამოვიყენოთ:

  1. გავხეხოთ საპონი მსხვილ სახეხზე
  2. დიდ ქვაბში (იმ ზომის ქვაბი რომელშიც ტაფა თავისუფლად ჩაეტევა) ვაცხელებთ წყალს. ადუღებულ წყალში ვასხავთ დახეხილ საპონს და წებოს. ვურევთ მანამ საპონი ბოლომდე არ გადნება.
  3.  ვათავსებთ ამ ხსნარში ტაფას და ვხარშავთ მას საშუალო ცეცხლზე, მუდმივად ვუმატებთ წყალს.
  4. 2 საათის შემდეგ გადავღვაროთ ეს სითხე და თბილი წყლით გავაგრილოთ ტაფა. ამ დროისთვის ტაფაზე გადროვილი ჭუჭის ფენა რბილი და მტვრევადი გახდება.
  5.  ვასუფთავებთ ტაფას ჩვეულებრივი რკინის სახეხით

თუ თვლით რომ ეს რჩევა სასარგებლოა და თქვენს მეგობრებს გამოადგებათ – გააზიარეთ ის! ასევე არ დაგავიწყდეთ კომენტარებში თქვენი აზრის დაფიქსირებაც!