ტესტი ლოგიკასა და ერუდიციაზე: ვის უკავია მაღალი თანამდებობა?

1267
ტესტი ლოგიკასა და ერუდიციაზე: ვის უკავია მაღალი თანამდებობა?
ტესტი ლოგიკასა და ერუდიციაზე: ვის უკავია მაღალი თანამდებობა?

დრესკოდი საოფისე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ თანამშრომლის ტანსაცმელმა სამუშაო ატმოსფერო არ უნდა დაარღვიოს. მაგალითად, ნათელი ფერები, ღრმად ჩაჭრილი მაისური ან დახეული ჯინსები თანამშრომლებს ყურადღებას უფანტავენ და დასახულ ამოცანაზე კონცენტრირებას ვერ ახერხებენ. ეს კი ზოგად უკმაყოფილებას და სუბორდინაციის გრძნობის არარსებობას გამოიწვევს.

სწორედ ამიტომ, ბევრი კომპანია გარკვეულ წესებს იცავს, რის მიხედვითაც თანამშრომლებმა უნდა ჩაიცვან. რა თქმა უნდა, რაც უფრო მაღალია თანამდებობა, მით უფრო მკაცრია მოთხოვნები. მკაცრი კოსტიუმი, საათი, გაპრიალებული ფეხსაცმელი – მხოლოდ ერთი შეხედვით ცხადი ხდება, რომ „ბატონი მოვიდა“.

თქვენ შეგიძლიათ, ლოგიკის და ერუდიციის ჩართვით, განსაზღვროთ, ქვემოთ მოცემული მამაკაცებიდან რომელს უკავია ყველაზე მაღალი თანამდებობა?

უკვე განსაზღვრეთ? სანამ პასუხს გაგვცემთ, ჩვენს მოსაზრებებს გაეცანით. ვივიენმა სურათი განიხილა და მივიდა დასკვნამდე, რომ კონკრეტული სწორი პასუხი აქ არ არის და ნებისმიერი ვარიანტი შეიძლება ხელმძღვანელ პოზიციაზე განვიხილოთ. რას ეყდრნობა ჩვენი მოსაზრება?

1. მამაკაცი ჯინსის შარვალსა და სვიტერში

დიახ, მისი გარეგნული მხარე დრესკოდს არღვევს. მაგალითად, ფინანსურ ორგანიზაციაში ეს ადამიანი შეიძლება იყოს ფრილანსერი ან… პროგრამისტი. IT კომპანიებში დრესკოდი უფრო მარტივია და ისეთი გამორჩეული ხელმძღვანელები, როგორებიცაა სტივ ჯობსი ან მარკ ცუკერბერგი, უფრო ყოველდღიური სტილის ტანსაცმელს ირჩევენ. სწორედ ამიტომ, თანამედროვე სამყაროში მამაკაცი ჯინსის შარვალსა და სვიტერში შეიძლება იყოს დეპარტამენტის, ან მთელი კომპანიის ხელმძღვანელი.

2. მამაკაცი დიაგრამასთან

პირველი შთაბეჭდილება პიროვნული ზრდის მწვრთნელი ან მასწავლებელი. მას საკმაოდ მკაცრად აცვია, მაგრამ აუდიტორიას რაღაცას აჩვენებს. ნუთუ „დიდი ბოსები“ ასე იქცევიან? თანამედროვე სამყაროში – კი. ბევრ კომპანიაში პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ჩატარება მიღებულია და გამოცდილი ხელმძღვანელი თანამშრომლებს აწვდის ინფორმაციას, თუ როგორ იმუშაონ უკეთ, რომ სერვისი ან პროდუქტი უფრო კარგად გაიყიდოს. მის გარდა ბიზნესის შესახებ უკეთ ვინ იცის?

3. მამაკაცი ფანჯარასთან

აქ უკვე პოზა და პირადი კაბინეტი, ასევე სკამზე გადაკიდებული კოსტიუმი მიგვანიშნებს, რომ მას მაღალი თანამდებობა უკავია. უფრო მეტიც, უკვე საკმაოდ გვიანია, მაგრამ ის თითქოსდა გლობალურ საკითხზე სწორი გადაწყვეტილების ძიებაზეა კონცენტრირებული. შესაძლოა, ახლა თავისი კომპანიის პრობლემებზე ფიქრობდეს… ან საერთოდ მთელი ქვეყნის.

კომუნიკაციების და ტექნოლოგიების საუკუნეში, ბევრი ძველი წარმოდგენა მეორეხარისხოვანი ხდება და ადგილს პროფესიონალიზმსა და მიზანდასახულობას უთმობს. მიუხედავად ამისა, ერთი რამ უცვლელი რჩება – ურთიერთპატივისცემა და სუბორდინაციის დაცვა. ამ საკითხზე სხვა არგუმენტი გაქვთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში, ჩვენთვის თქვენი მოსაზრება საინტერესოა!