გენიოსმა ზუსტად იწინასწარმეტყველა! ნიკოლა ტესლას ციფრების 3, 6 და 9 საიდუმლო საბოლოოდ ამოხსნილია

4587
გენიოსმა ზუსტად იწინასწარმეტყველა! ნიკოლა ტესლას ციფრების 3, 6 და 9 საიდუმლო საბოლოოდ ამოხსნილია
გენიოსმა ზუსტად იწინასწარმეტყველა! ნიკოლა ტესლას ციფრების 3, 6 და 9 საიდუმლო საბოლოოდ ამოხსნილია

დიდებული გამომგონებლის, ნიკოლა ტესლას პიროვნება დღემდე იდუმალებით და მისტიკით არის მოცული. გენიალური ინჟინერი ერთდროულად ცნობილი გახდა, როგორც წარმოუდგენლად ექსცენტრიული და ნამდვილი წინასწარმჭვრეტელი. თუნდაც რად ღირს ის ფაქტი, რომ მან მატარებლის ავარია იწინასწარმეტყველა და ამით ბევრი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

მეცნიერის ბიოგრაფები სხვა ყველაფერთან ერთად ნიკოლას 3, 6 და 9 ციფრებით შეპყრობას გამოყოფენ. ცნობილია, რომ ნიკოლა არასდროს რჩებოდა სასტუმროს ნომრებში, რომლის ოთახის ნომერიც სამზე არ იყოფოდა. მაგიდასთან დაჯდომის დროს, მის თვალწინ 18 სალფეთქთან ერთად სუფრის ჭურჭლის დაწყობას ითხოვდა, დღეში ზუსტად 18 პირსახოცს იყენებდა და ნაბიჯებს ითვლიდა, რომელთაც დღის ბოლოს სწორედ სამზე ყოფდა.

ნიკოლას გენიალურობა

ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ტესლა ცოტათი გიჟი იყო, მაგრამ მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, აღმოჩენების უმეტესობა სწორედ ასეთი „გაფრენის“ დროს კეთდებოდა. ზოგიერთი ისტორიკოსი ემხრობა მოსაზრებას, რომ გამომგონებელს ღვთაებრივი განჭვრეტის უნარი ჰქონდა, ხოლო მისი კვლევები კაცობრიობისთვის იმდენად სახიფათოა, რომ ეფბიაიმ მათი უმრავლესობა გაასაიდუმლოა.

„სამყაროს საიდუმლოს ამოხსნის გასაღები 3, 6 და 9 ციფრებშია. ისინი ძალიან მნიშვნელოვანია, მათში სამყაროს ნამდვილი ბრწყინვალება არსებობს“ – ირწმუნებოდა ნიკოლა.

ბუნების ჩანაფიქრი

გამომგონებელი ხვდებოდა, რომ არცერთ მეცნიერს არაფერი არ მოუფიქრებია. მან უბრალოდ აღმოაჩინა ის, რაც უმაღლესი ძალების მიერ უკვე შექმნილი იყო. მათემატიკა, ოქროს კავშირის წესი, გეომეტრიული ფიგურები ადამიანებს არ გამოუგონებიათ, მათ უბრალოდ ბუნების უნივერსალური კანონი აღწერეს. სამყარო ჩვენთან ციფრების ენაზე საუბრობს. მისი ნებისმიერი წერტილიდან 2+1=3, ხოლო 2+2=4.

ყველა კანონზომიერება ჩვენ გალაქტიკას და მილიონობით სხვას შეესაბამება. გასაოცარია, მაგრამ დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსებობა მათემატიკურ კანონს ემორჩილება. ცხოვრება უჯრედში იბადება, რომელიც 2, შემდეგ 4, 8, 16, 32 და ასე შემდეგ გრძელდება. ეს არაფერია, თუ არა ორობითი სისტემით დაანგარიშება ან ღვთის გეგმა, როგორც ამას განათლებულები უწოდებენ.

გასაოცარი კანონზომიერება

გრიგალურ მათემატიკაში (შეცნობისა და აზროვნების კანონი) გხვდება კანონზომიერება 1, 2, 4, 8, 7, 5, 1, 2, 4, 8, 7, 5, 1, 2, 4, 8, 7, 5, 1, 2, 4…. შეამჩნიეთ, რომ აქ არ არის 3, არც 6 და 9?

თანამედროვე მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს მეოთხე განზომილების ვექტორებია, რომელთა დამტკიცებას ტესლა მთელი ცხოვრება ცდილობდა (ეთერის თეორია, რომელიც უხილავ სფეროში ელექტრომაგნიტური იმპულსების მოძრაობას შეისწავლის). აქ მაღალი განზომილების საიდუმლო ენერგიის გასაღები იმალება, რომელიც მეცნიერებმა იპოვეს.

შაბლონების მიღმა

მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: 1 *2=2; 2*2=4, 4*2=8, 8*2=16, რაც ნიშნავს, რომ 1+7=8; 8*2=16; 16*2=32;. გამოდის, რომ 3+2=5. გამოიხატება მოდელი 1, 2, 4, 8, 7, 5, 1, 2….. აქ 3, 6 და 9 ციფრები კვლავ არ ფიგურირებს.

ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იცოდნენ, რომ ციფრი 9 განმანათლებლობის სიმბოლოა. გიზას პირამიდების კომპლექსში აღმოაჩენთ, რომ დიდი სტრუქტურები 3-ის ტოლია, რომლებიც ორიონის სარტყელში ვარსკვლავების განლაგებას ზუსტად ასახავს, შემდეგ 3 პატარა პირამიდას ვხედავთ.

ციფრი 3-ის მაგია

ციფრი 3-ის ძალა, რომელზეც 6 და 9 იყოფა, უძველესი დროიდან იცოდნენ. მითიური ჰერკულესის გმირობაც 12 იყო, რაც 3-ზე იყოფა. ძველმა ებრაელებმა თავის სიმბოლოდ ექვსქიმიანი ვარსკვლავი დავითი – ორი სამკუთხედი აირჩიეს.

ქრისტიანები სამეულს ეთაყვანებიან: იესო ქრისტე მე-3 დღეს აღდგა, გოლგოთაზე 3 ჯვარი იყო, იესოს დღეზე სამ ქებას ეუბნებიან, იესოს 3 წელი უნდა ემსახუროთ, მოციქულმა პეტრემ ქრისტე სამჯერ უარყო. ლოცვის შემდეგ სამჯერ პირჯვარს იწერენ, სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ ქრისტეშობას, ხოლო აღდგომის დღესასწაული სამი დღე გრძელდება.

ციფრი 9-ის მაგია

ციფრი ცხრის ძალა შეიძლება შემდეგი სქემით აღვწეროთ: როგორც ბუნებაში არის ორ საპირისპირო მხარე (ჩრდილოეთი და სამხრეთ პოლუსი), ასევე ადამიანებს შორის არიან იინები და იანები, როგორც ცა და ჯოჯოხეთი.

ერთ მხარესაა – 1, 2. 4 და მეორე მხარეს – 8, 7, 5. ზუსტად ისე, როგორც ელექტროობა, სამყაროში ყველაფერი, ამ ორი პოლარულ მხარეს შორის ნაკადი, ქანქარაზე ქანაობს: 1, 2, 4, 8, 7, 5, 1, 2….

მხარეები ციფრებს 3-სა და 6-ს ემორჩილება. 3 მართავს 1, 2, და 4. ხოლო 6 მართავს 8, 7, და 5. სურათს დეტალურად შეხედეთ, ასე უფრო ნათელი გახდება, რომ: 1 და 2=3, 2 და 4=6, 4 და 8=3, 8 და 7=6, 7 და 5=3, 5 და 1=6, 1 და 2=3…

თავად სამყარო

თუმცა ამ ორ მხარეს, სამსა და ექვსს მართავს 9! სურათს კიდევ ერთხელ შეხედეთ. 3 და 6=9, 6 და 3 =9, ყველა ციფრი 9-ის ტოლია. გამოდის, რომ ციფრი 9 თავად სამყაროა!

ზოგიერთი ირწმუნება, რომ 9 – ქრისტეს ციფრია, 6 – ანტიქრისტეს, ხოლო 3 – წმინდა სამეულის. ამაშია არაფერია წინააღმდეგობრივი, რადგან სამყარო როგორც კეთილის, ასევე ბოროტისაგან შედგება. ჰარმონიის მოპოვებას მხოლოდ ბალანსით შევძლებთ.