8 მარტივი ვარჯიში, რომლებიც საჯდომის ნერვის მოშორებაში დაგეხმარებათ

5529
8 მარტივი ვარჯიში, რომლებიც საჯდომის ნერვის მოშორებაში დაგეხმარებათ
8 მარტივი ვარჯიში, რომლებიც საჯდომის ნერვის მოშორებაში დაგეხმარებათ

საჯდომის ნერვის ანთება – პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ოსტეოქონდროზის, თიაქარის, დაზიანებების გამო, ასევე გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვის გამო ჩნდება.

ძლიერი ტკივილი წელის არეში


ამ დაავადების სიმპტომებია: წელის არეში ტკივილის შეგრძნება (შეიძლება გადავიდეს დუნდულებზე, თეძოებზე, ფეხზე), კანის ქავილი, გართულებული სიარული და მომატებული ტემპერატურა. სანამ პრეპარატებით ან სპეციალური ტანვარჯიშით მკურნალობას დაიწყებთ, საჯდომის ნერვის გაჩენის მიზეზი უნდა გაარკვიოთ.

იმ პაციენტებს, რომელთაც ექიმმა ვარჯიში არ აუკრძალა, გთავაზობთ სპეციალურ ვარჯიშების სიას. ისინი მთავარი მკურნალობის შესანიშნავ დანამატს წარმოადგენენ და გამოჯანმრთელების პროცესს აჩქარებენ.

ვარჯიში 1
ვარჯიში ზურგზე დაწოლილმა შეასრულეთ. მარჯვენა ფეხი მუხლში მოხარეთ, ხელებით დაიკავეთ და მაქსიმალურად მუცლისკენ მიიზიდეთ. ეცადეთ ფეხი ძლიერად არ დაჭიმოთ და საკუთარ თავს ტკივილი არ მიაყენო. ამ მდგომარეობაში 10-15 წამით გაჩერდით. ვარჯიში მარცხენა ფეხით გაიმეორეთ.

ვარჯიში 2
ზურგზე დაწოლილმა, მარცხენა ფეხი მუხლში მოხარეთ, ხოლო მარჯვენა ფეხი მარცხენას დაადეთ. ასეთ მდგომარეობაში 10-15 წამით გაჩერდით. ვარჯიში გაიმეორეთ, ფეხებს ადგილები შეუცვალეთ.

ვარჯიში 3
ვარჯიში საწყისი მდგომარეობიდან ზურგზე დაწოლილმა შეასრულეთ. ფეხები მუხლებში მოხარეთ და ორივე ხელით დაიკავეთ, ეცადეთ რომ თეძოები მაქსიმალურად მუცელზე იყოს მიკრული. ამ მდგომარეობაში 10-15 წამით გაჩერდით.

ვარჯიში 4
ფეხი ფეხზე გადაიდეთ და ამ მდგომარეობაში 10-15 წამით გაჩერდით. ფეხებს ადგილები შეუცვალეთ და ვარჯიში გაიმეორეთ.

ვარჯიში 5
ფეხები შეატყუპეთ, მუხლებზე ჩაიჩოქეთ, შემდეგ კი სხეული წინ გადასწიეთ, რომ შუბლით იატაკს ან სპეციალურ როლიკს შეეხოთ. ამ მდგომარეობაში 10-15 წამით გაჩერდით.

ვარჯიში 6
მუხლებზე დაწოლილმა ვარჯიშის შესრულება დაიწყეთ. მარჯვენა ფეხი გამართეთ, ეცადეთ თითები დაჭიმოთ. ამ მდგომარეობაში 10-15 წამით გაჩერდით, შემდეგ კი ვარჯიში მარცხენა ფეხზე გაიმეორეთ.

ვარჯიში 7
მუხლებზე დაწოლილმა ვარჯიშის შესრულება დაიწყეთ. კორპუსი მაქსიმალურად დახარეთ, ეცადეთ მუცლით თეძოებს შეეხოთ. მარჯვენა ხელი ისე გამართეთ, როგორც სურათზე არის ნაჩვენები. ამ მდგომარეობაში 10-15 წამით გაჩერდით, შემდეგ ვარჯიში მარცხენა ხელზე შეასრულეთ.

ნახეთ ვიდეოში სპეციალური ვარჯიშების შესრულების მასტერ-კლასი:

თუ უკვე გაქვთ წელის არეში ტკივილის გაქრობის გამოცდილება, აუცილებლად კომენტარებში გაგვიზიარეთ.