აი, ყველაზე სასარგებლო კაკლის 5 სახეობა, გირჩევთ მხოლოდ ისინი შეიძინოთ.

4428
აი, 5 ყველაზე სასარგებლო კაკლის სახეობა. მხოლოდ ისინი შეიძინეთ.
აი, 5 ყველაზე სასარგებლო კაკლის სახეობა. მხოლოდ ისინი შეიძინეთ.

აკაჟუ, მიწის თხილი, ბერძნული კაკალი, ფსტა და სხვა კაკალი ყველას უყვარს. კაკლის ყველა სახეობა კალორიულია, მაგრამ ეს ამ პროდუქტებში უფრო უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს, ვიდრე ნაკლად. მათში შემავალი ცხიმები, განსაკუთრებით ომეგა 3, ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

ზოგადი სარგებლობის გარდა თითოეული კაკლის სახეობა თავისებურად უნიკალურია. აი, 5 ყველაზე მკვებავი კაკალი:

1. აკაჟუ ან ინდური კაკალი

გასაოცარია, მაგრამ აკაჟუ შხამიანი სუროს ოჯახს მიეკუთვნება. ის ძალიან სასარგებლოა, რადგან შეიცავს ფიტატებს ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, ასევე შეუცვლელ მინერალებს, როგორიცაა ფოსფორი, მაგნიუმი, სპილენძი და მანგანუმი. კვლევამ აჩვენა, რომ ზომიერად მომატებული LDL (ცუდი) ქოლესტერინის მქონე ქალებსა და მამაკაცებს, რომლებიც დღეში 16-დან 36 აკაჟუს მიირთმევდნენ,  ზოგადი ქოლესტერინის და LDL ქოლესტერინის დონე 1 თვეში შეუმცირდათ.

Moleculad Nutrition and Food Research-ის განცხადებით, ამ კაკლის ნაერთები გლუკოზაზე უჯრედების ზემოქმედებას აუმჯობესებს, რაც დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის ძალიან სასარგებლოა.

კაკალ აკაჟუს ხშირად იყენებენ:

  • კბილების და ღრძილების გასაძლიერებლად;
  • როგორც ზოგადი გამაძლიერებელი საშუალება გაციების დროს;

2. მაკადამიას კაკალი

ცნობილი, როგორც „კაკლის დედოფალი“, მაკადამია წარმოშობით ავსტრალიიდან არის და თიამინის და მანგანუმის კარგ წყაროდ ითვლება. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კაკალია, რადგან მისი მოყვანა ძალიან რთულია. ხე ნაყოფის გამოღებას მხოლოდ 8-10 წლის შემდეგ იწყებს და სხვადასხვა მავნებლებისგან თავდასხმებით ხშირად იტანჯება.

საკვებში ამ კაკლის რეგულარული მოხმარება ენერგიით აგავსებთ, თავის ტკივილს მოგიხსნით, კანის პრობლემებს გაგიქრობთ, მის ფერსა და ცხიმიანობას დაარეგულირებს. კაკლის ნივთიერებებს ორგანიზმიდან ჭარბი ქოლესტერინის გამოდევნა შეუძლია, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადების შესანიშნავ პროფილაქტიკას წარმოადგენს. ასევე სახსრების და ძვლების დაავადების დროს დაგეხმარებათ. კაკალს ანგინის, მენინგიტის და ართროზის დროს დანამატის სახით ღებულობენ.

ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც კალორიების 15% მაკადამიის კაკლიდან ღებულობდნენ, ანთების და მჟავე სტრესის ბიომარკერი შეუმცირდათ, რაც გულის იშემიური დაავადების შესაძლო პროფილაქტიკაზე მიუთითებს.

3. ფსტა

ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ერთი მუჭა ფსტას მირთმევა მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვებთან ერთად (მაგალითად, პური) სისხლში შაქრის დონეს და „შიმშილის ჰორმონს“ ამცირებს. ამრიგად, ფსტა მადას არეგულირებს, რაც დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის კარგი სიახლეა.

ფსტა 90%-ით „კარგ“ ცხიმებს შეიცავს, რომლებიც სისხლში ქოლესტერინის დონეს და გულის დაავადებების განვითარების რისკს ამცირებენ. პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დღეში 2 მუჭა ფსტას მიღება ქოლესტერინის დონეს 9-12%-ით ამცირებს.

4. ნუში

ნუშს ხშირად კაკლის სახეობას მიაკუთვნებენ, თუმცა სინამდვილეში მისი ნაყოფი კურკაა. ჟურნალმა Nutrition-მა გამოაქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჭარბი წონის პრობლემის მქონე ადამიანებს, რომლებიც 12 კვირის განმავლობაში 15% კალორიას ნუშიდან ღებულობდნენ, სხეულის მასა, მუცლის ცხიმი და არტერიული წნევა შეუმცირდათ.

ნუშის თესლი 35-დან 675-მდე უშრობელ ცხიმოვან ზეთს შეიცავს. ნუში ცილების ერთ-ერთი საუკეთესო მცენარეული წყაროა და იმდენი რაოდენობით შეიცავს, რამდენსაც მჭლე ხორცი – 30%-მდე.

კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ნუში არეგულირებს გლუკოზის დონეს, ტრიგლიციდების და ქოლესტერინსის დონეს აუმჯობესებს და დიაბეტის მქონე ადამიანებში წელის ზომას ამცირებს. ნუში E ვიტამინის, კალციუმის, მაგნიუმის და ფოლატის შესანიშნავი წყაროა. ნუში მეხსიერებას აუმჯობესებს.

5. ბერძნული კაკალი

ბერძნული კაკალი შეიცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. კაკალი მდიდარია ალფა-ლინოლენური მჟავით, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავით, რაც აუმჯობესებს ძვლების ჯანმრთელობას და გულ-სისხლძარღვთა დაავადების და დიაბეტის პროფილაქტიკას წარმოადგენს.

რამდენიმე წლის წინ ამერიკაში მოხალისეების ჯგუფში ექსპერიმენტი ჩატარდა. მათი დღიური რაციონის 20%-ს ბერძნული კაკალი შეადგენდა. როგორც აღმოჩნდა, საცდელ სუბიექტებში ქოლესტერინის დონე საშუალოდ 12%-ით შემცირდა, ხოლო ე.წ. „ცუდი“ ქოლესტერინის დონე კიდევ უფრო მეტად შემცირდა.

ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებების გამო, ბერძნული კაკლის ცილები მკერდის, მსხვილი ნაწლავის, პროსტატის და თირკმლის კიბოს უჯრედებს ებრძვის.

ამიტომ, ყოველდღე ერთი მუჭა კაკალი მიირთვით და ამ ბუნების საჩუქრიდან სარგებელს მაქსიმალურად მიიღებთ!