თავის დაბანა ყოველდღე აღარ არის საჭირო! ნახეთ ტრიქოლოგის რჩევები თმის შესახებ

8210

ტრიქოლოგები ამტკიცებენ, რომ თავის ყოველდღიური დაბანა ხშირად გამოუსწორებელ ზიანს აყენებს თქვენს თმას. იხილეთ მათი რჩევები და შეინარჩუნეთ ჯანმრთელი თმა.

საქმე იმაშია, რომ თმის საფარს არ აქვს თავისი სისხლძარღვი, რითაც სისხლი უნდა მიეწოდოს. ის მხოლოდ კანის მიერ გამომუშავებული სეკრეტით იკვებება..

ყოველდღიურად შამპუნებით ამ სეკრეტის ჩამობანით თქვენ თმას ტოვებთ “საკვების” გარეშე, ამიტომაც ის სწრაფად შრება და უსიცოცხლოდ გამოიყურება. თუ თქვენ თავის მშრალი კანი გაქვთ, ყოველდღიური ბანაობა ქერტლს გაგიჩენთ.

რატომ ცხიმიანდება თმა სწრაფად?

გასაოცარია, მაგრამ მათთვისაც, ვისაც ცხიმიანი თმა აქვს, ხშირი დაბანა საზიანოა: დაბანისას მთელი მკვებავი ნივთიერება ჩამოიბანება, ამიტომაც თმის საფარის უჯრედები იწყებენ უფრო და უფრო დიდი რაოდენობით ცხიმის გამოყოფას. თუ გსურთ, რომ თმა ასე სწრაფად აღარ გიცხიმიანდებოდეთ, გაითვალისწინეთ ეს რჩევები:

1. ნელ-ნელა გაზარდეთ ბანაობებს შორის ინტერვალი. თუ თმა ცხიმიანია, შეიკარით ან დაიფარეთ თავშალი. არ გაცდუნოთ შამპუნმა, რომელიც თმებს აშრობს.

2. ეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლებად შეეხოთ თმებს და ვარცხნილობის შესწორებებს მოეშვით.

3. გარკვეული დროით უარი თქვით გელებზე, ლაკებზე, ქაფებსა და სხვა საშუალებებზე თმის დასამაგრებლად.

4. ბანაობის შემდეგ ეცადეთ მაქსიმალურად კარგად ჩამოიბანოთ შამპუნი და ბალზამი, თორემ შესაძლოა, თმა საღამომდე ისევ გაგიცხიმიანდეთ.

5. ბანაობისას გამოიყენეთ შამპუნი, რომელიც თქვენს თმას იდეალურად უხდება, მინიმუმ ორჯერ. თქვენ ასევე შეგიძლიათ სახლში დაამზადოთ შამპუნი თქვენი თმის ტიპისათვის.

6. თავის დასაბანად გამოიყენეთ მხოლოდ რბილი, გაჩერებული წყალი და ყოველ ჯერზე დაუმატეთ სოდა.

7. ყურადღება მიაქციეთ წყლის ტემპერატურასაც! წყალი უნდა იყოს გრილი, ვინაიდან თმის უჯრედები მაღალ ტემპერატურაზე სტიმულირდებიან და იწყებენ ცხიმის გამოყოფას უფრო დიდი რაოდენობით!

8. თავის დაბანის შემდეგ შეიზილეთ თმაში ცოტაოდენი გვირილის, ასფურცელას ან ჭინჭრის ნახარში.

9. შესაძლოა, თმის სწრაფი და ხშირი გაცხიმიანება უკავშირდებოდეს არასწორ კვებასაც. ეცადეთ, მოერიდოთ ისეთ საკვებს, რომელიც ასტიმულირებს სეკრეციას: ცხიმიანი და შემწვარი საკვები, შაქარი და ცომეულობა.

10. თმის კიდევ ერთი გამაჯანსაღებელი საშუალებაა ლიმონის წვენი. შეაზავეთ ნახევარი ლიტრი წყალი და ერთი ლიმონის წვენი.

თუ ჩვენი რჩევების 1 თვის განმავლობაში გულმოდგინედ შესრულებამ შედეგი არ გამოიღო, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ვინაიდან თმის სწრაფი დაბინძურების მიზეზი შეიძლება ფარული დაავადებაც იყოს.

ვივიენი გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!