ასპირინის ნიღბები – ახალი სასწაულმოქმედი აღმოჩენა კოსმეტოლოგიაში.

14144

თუ თვლით, რომ ყველა სახის ნიღაბი სცადეთ შინაურ პირობებში – ცდებით! სცადეთ სუპერ ეფექტური ნიღბები ასპირინით. თანამედროვე კოსმეტოლოგიამ ძალზედ შეიყვარა ეს ნიღბები მისი თვისებების გამო: ანთებების სწრაფად ჩაცხრობა, აკნესთან ეფექტური ბრძოლა, კანის დეფექტების მოცილება. დღეს ჩვენ ნიღბის რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ.

რას მოგიტანთ ეს პროცედურა

  • გაწმენდს კანს
  • შეავიწროვებს ფორებს
  • შეამცირებს ცხიმის გამოყოფას
  • ხელს შეუშლის გამონაყარისა და მუწუკების წარმოშობას
  • ასპირინის ნიღბები სახისთვის

რეცეპტი #1.კლასიკური ნიღაბი.

სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად, დაფქვით 6 აბი ასპირინი, დაასხით 1 ჩ.კ. წყალი, კარგად მოურიეთ. მიღებული მასა ფრთხილად შეიზილეთ კანზე და გაიჩერეთ 5 წუთით. ჩამოიბანეთ მასაჟის მოძრაობებით ცივი წყლით. რეცეპტი უფრო ეფექტური რომ გამოდგეს, გაიმეორეთ პროცედურა 10 დღის განმავლობაში დღეგამოშვებით. შემდეგ დაასვენეთ კანი 7 დღით და კვლავ გაიმეორეთ კურსი.

რეცეპტი #2. სახის გამწმენდი ნიღაბი ასპირინით.

ასეთი ნიღაბი უხდება ყველა ტიპის კანს. ძირითადი ინგრედიენტები – 4 აბი ასპირინი და 1 ს.კ. თაფლი. მშრალი კანისთვის დაამატეთ ½ ჩ.კ. ჟოჟობას ზეთი, ცხმინიანისთვის – ½ ჩ.კ. წყალი.
კარგად მოურიეთ ინგრედიენტები და დადგით წყლის აბაზანაზე, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება.

  • გაიწმინდეთ კანი და წაისვით მიღებული მასა ფრთხილად.
  • გაიჩერეთ 20 წუთით და დაიბანეთ თბილი წყლით.
  • გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ერთხელ.

რეცეპტი #3. ნიღაბი-სკრაბი ანთების ჩასაცხრობად

შეურიეთ 4 აბი ასპირინი და 1 ს.კ. წყალი. კომბინირებული ტიპის კანისთვის დაამატეთ ცოტაოდენი თაფლი.

  • წაისვით მიღებული მასა და შეიზილეთ 5 წუთის განმავლობაში.
  • შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.

შედეგად:

  • შესანიშნავად გაწმინდავთ ფორებს.
  • დაამშვიდებთ გაღიზიანებულ კანს.
  • დააცხრობთ ანთებებს.