ტესტი: აირჩიეთ ერთი კარი და გეტყვით, რას მალავს თქვენი ქვეცნობიერი

1756
ტესტი: აირჩიეთ ერთი კარი და გეტყვით, რას მალავს თქვენი ქვეცნობიერი
ტესტი: აირჩიეთ ერთი კარი და გეტყვით, რას მალავს თქვენი ქვეცნობიერი

ოდესმე დაფიქრებულხართ იმაზე, რომ გარკვეული ფერები კონკრეტულ გრძნობებსა და ემოციებს უკავშირდება? მაგალითად, როგორ გაჩნდა სიტყვათშეთანხმება „სიბრაზით გამწვანებული“, „დარდისგან გაშავებული“ ან „რისხვით აწითლებული“? მეცნიერები ადამიანების მიერ ფერების აღქმასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას შორის კავშირს დიდი ხანია იკვლევენ. დროთა განმავლობაში ამ თემის შესახებ საინტერესო თეორიები გაჩნდა.

ვივიენმა ერთ-ერთი თეორია პირადად შეამოწმა და ახლა მის გავლას თქვენ გთავაზობთ.

მეოცე საუკუნის შუა წლებში ადამიანების ემოციებსა და სხვადასხვა ფერებს შორის კავშირი აღმოაჩინეს. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მსგავსი მიდგომა მოგონებებთან დაკავშირებულ გრძნობებთან აქტუალურია. მკვლევარების აზრით, მაშინაც კი, თუ ადამიანს მომხდართან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულება ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვს, მისმა ქვეცნობიერმა უკვე იცის, ეს მოგონება დადებითია თუ უარყოფითი.

გთავაზობთ თეორია საკუთარ თავზე გამოცადოთ. თქვენი ცხოვრების რომელიმე შემთხვევა გაიხსენეთ და აირჩიეთ ფერი, რომელიც მასთან ყველაზე მეტად ასოცირდება.

წითელი

თუ თქვენ წითელი ფერი აირჩიეთ, მეცნიერების აზრით, თქვენ ძლიერი და აუცილებლად დადებითი მოგონება გაგახსენდათ. განვლილი აღფრთოვანება, სიხარული, სიყვარულის წუთები – ყველაფერი ეს შეიძლება წითელმა ფერმა გაგახსენოთ.

ყვითელი

ამ ფერს ირჩევენ ნაკლებად ნათელი მოგონების დროს, რომლებიც დადებით განწყობას მაინც ატარებენ. ეს შეიძლება იყოს რაღაც მსუბუქი და ნათელი ფიქრები, გამვლელი ადამიანის ღიმილი, თანამშრომლის დახმარება ან თაროზე აყვავებული ყვავილი. მსგავსი განცდები ყვითელ ფერს უკავშირდება. სავარაუდოდ, საქმე მის მზიანობაშია.

მწვანე

თუ არჩევანი მწვანე კარზე გააკეთეთ, შემთხვევა, რომელიც გაგახსენდათ, დარდს მოიცავს: მცირე უიღბლობა და წყენა, მიყენებული სულიერი დისკომფორტი. ქვეცნობიერი შერჩეულ მოგონებას არც თუ ისე სასიამოვნოდ აღიქვამს.

ცისფერი

ცისფერი კარი ბნელ მოგონებებს ინახავს, რომლის ერთი გახსენებაც კი ტკივილს გაყენებთ. მსგავსი ფიქრები ფსიქიკას აზიანებს და შეიძლება უძილობის მიზეზი გახდეს. ასეთ შემთხვევაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ მოვლენის რაც შეიძლება სწრაფად დავიწყებაა.

სიტყვაზე, მსგავსი დასკვნები სხვა ექსპერიმენტითაც მიიღეს. ბავშვებს ფანქრების ნაკრები მისცეს და რაღაც ლამაზის და უშნო სურათის დახატვა სთხოვეს. სხვადასხვა ქვეყნის ბავშვების მიერ ფერების არჩევანი ერთმანეთს დაემთხვა: ლამაზი სურათის შესაქმნელად თბილ და სუფთა ფერებს იყენებდნენ, ხშირად წითელს და ყვითელს.

თქვენს შემთხვევაში თეორიის დადასტურება მოხდა? თქვენთვის რომელი ფერები ასოცირდება დადებითან და რომელი უარყოფითთან?