მეცნიერებმა 1300 წლიანი ეგვიპტური შელოცვა გაშიფრეს. მასში ადამიანისთვის თავის შეყვარებაზე წერია

1734
მეცნიერებმა 1300 წლიანი ეგვიპტური შელოცვა გაშიფრეს. მასში ადამიანისთვის თავის შეყვარებაზე წერია
მეცნიერებმა 1300 წლიანი ეგვიპტური შელოცვა გაშიფრეს. მასში ადამიანისთვის თავის შეყვარებაზე წერია

მეცნიერებმა უძველესი ეგვიპტური ტექსტი გაშიფრეს, რომელიც 1300 მეტი წლისაა. ტექსტი დაწერილია კოპტურ ენაზე, რომელიც ეგვიპტური ენის განვითარების ყველაზე მაღალ ეტაპად ითვლება. ვარაუდობენ, რომ ეს მაგიური შელოცვა ადამიანისთვის თავის შესაყვარებლად გამოიყენებოდა.

მკვლევარმა საფრანგეთში სტრასბურგის უნივერსიტეტიდან, კორში დოსომ ტექსტი პაპირუსის სხვა მსგავს არტეფაქტებს და იმ დროინდელ ცნობილ რიტუალებს შეადარა. მისი ვარაუდით, ეს ტექსტი სასიყვარულო რეცეპტი შეიძლება ყოფილიყო, ან შელოცვა ორი ადამიანის დასაცავად.

„გამოსახულებების და ტექსტური მტკიცებულებების ანალიზი გვაძლევს ვარაუდს, რომ მათ ორი შეყვარებული ადამიანის შესაერთებელი რიტუალისთვის იყენებდნენ“ – წერს კორში დოსო თავის სტატიაში. ექსპერტები ამ მაგიური ტექსტის გაშიფვრას უკვე მრავალი წელია ცდილობენ. ტექსტი შეიძლება შელოცვების წიგნის ნაწილი იყოს, რომლის ანალიზიც ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყეს.

„პაპირუსზე ორი მცირედით განსხვავებული ფიგურები საპირისპირო სქესის სიმბოლოებს წარმოადგენს“ – ამბობს დოსო. „მათ შორის კავშირი შეიძლება ფალოსი ან მათი დამაკავშირებელი ჯაჭვის სიმბოლო იყოს“ – აგრრძელებს კორში დოსო.

ასეთი მოკლე ტექსტები ჯადოქრების ცნობარს წარმოადგენს. მკვლევარი თვლის, რომ მისი ინტერპრეტაცია „ზოგადად სწორია“, მაგრამ სხვა მოსაზრებებიც არსებობს. რეცეპტი არა უბრალოდ ორ ადამიანს შორის სიყვარულის გასაღვივებლად, არამედ მათ შორის ბარიერების აღმოსაფხვრელად გამოიყენებოდა.

„დამკვირვებლის თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ გამოსახულება შელოცვის აღქმის ასპექტს აუმჯობესებს. სურათები ზოგადი ატმოსფეროს შთაბეჭდილებას ავსებენ და კლიენტს რიტუალისთვის უკეთ განაწყობდა. ქრისტიანულ ლიტერატურაში ეგვიპტურ ტექსტებში ხშირად ვარაუდობენ, რომ პრობლემა ერთად ყოფნის შეუძლებლობაში იყო და ადამიანი სიყვარულის სახელით შელოცვას იყენებდა“ – ამბობს დოსო.