უკონტროლო სიცილით გამოწვეული სიკვდილის რეალური შემთხვევები სხვადასხვა პერიოდში

1468
უკონტროლო სიცილით გამოწვეული სიკვდილის რეალური შემთხვევები სხვადასხვა პერიოდში
უკონტროლო სიცილით გამოწვეული სიკვდილის რეალური შემთხვევები სხვადასხვა პერიოდში

სიცილი სხეულის ერთ-ერთი რეაქციაა, რომელიც ადამიანს პოზიტიური ემოციის გამოხატვაში ეხმარება. ცხოველებს სიცილი არ შეუძლიათ. ამის გაკეთება მხოლოდ ადამიანს შეუძლია. სიცილის და იუმორის გრძნობის დახმარებით ადამიანი დაძაბულობისგან თავისუფლდება. ჩვენი წინაპრები სიცილის სახეობას (დაკრეჭილ კბილებს და გარკვეული ხმების გამოცემა) ახალი ადამიანების გასაცნობად, ან ხალხში გასარევად იყენებდა. ასე ადამიანისთვის თავის მოწონებას ან საკუთარი მეგობრული განწყობის ჩვენებას ცდილობდნენ. როგორც აღმოჩნდა, სიცილს მხოლოდ დადებითი მხარე არ აქვს და მას ზიანის მოყენებც შეუძლია, რაც შეიძლება სიკვდილით დასრულდეს.

ისტორიაში სიცილით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები დაფიქსირებულია. მაგალითად, ანტიკურ საბერძნეთში ფილოსოფოსმა ქრისიპემ საკუთარი ვირი ღვინით დაათრო და სიცილით გარდაიცვალა, როცა უყურებდა როგორ ცდილობდა მთვრალი ვირი ლეღვის ჭამას. ხოლო აღორძინების ხანის მწერალი, პიეტრო არეტინო ხარხარით გამოწვეული სუნთქვის შეკვრით გარდაიცვალა. დანიელი ოლე ბენტსენი და ბრიტანელი ალექს მიტჩელი სხვადასხვა წლებში საყვარელი კომედიის ყურებისას უკონტროლო სიცილის გამო გარდაიცვალნენ. სიცილმა გულის შეტევა გამოიწვია.

ფერმერი უესლი პარსონი ხუმრობის გამო გარდაიცვალა, რომელიც მან ინდიანას შტატში მოისმინა. ის საათზე მეტხანს იცინოდა. 2003 წელს, ბანგკოკში ნაყინის დამტარებელი ძილში სიცილის გამო გარდაიცვალა. ის 2 წუთის განმავლობაში იცინოდა, რის შემდეგ ცოლმა მისი გაღვიძება სცადა, მაგრამ უკვე ვეღარ შეძლო. გაკვეთამ აჩვენა, რომ მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.

როგორ უკავშირდება ერთმანეთს სიცილი და გულის შეტევა? საქმე იმაშია, რომ სიცილის დროს გულის რიტმი იზრდება. სიცილს მიოკარდიუმში ჟანგბადის უკმარისობა და შედეგად, გულის მუშაობის დარღვევა მოჰყვება. გარდა ამისა, სიცილს ისეთი მწვავე და პოტენციურად სასიკვდილო მდგომარეობის გამოწვევა შეუძლია, როგორიცაა დახრჩობა ან ინსულტი.