პირველი სტომატოლოგები ნეანდერტალელები იყვნენ

2494
პირველი სტომატოლოგები ნეანდერტალელები იყვნენ
პირველი სტომატოლოგები ნეანდერტალელები იყვნენ

კანზასის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ნეანდერტალელების, ადამიანის უშუალო წინაპრის, ქვედა ყბის 4 ქვედა კბილი (ერთი პრემოლარი და 3 მოლარი) შეისწავლეს. ნეანდერტალელები 130 ათასი წლის წინ თანამედროვე ხორვატიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. თავად ნეანდერტალელების ნაშთები 100 წლის წინ იქნა აღმოჩენილი.

მიკროსკოპის დახმარებით, ექსპერტებმა ნეანდერტალელების კბილებსა და ღრძილებზე ბასრი ობიექტისგან მიყენებული ნაკაწრები და ღარები აღმოაჩინეს. მეცნიერების ვარაუდით, ეს იყო „კბილის ჯაგრისი შუა პალეოთინის ხანიდან“.

კვლევის ხელმძღვანელის, დევიდ ფრაიერის სიტყვებით, მათი დახმარებით ისინი „კბილის პრობლემის“ მოგვარებას ცდილობდნენ. „ნეანდერტალელი პირში რაღაცას იდებდა, რომ პრემოლარს მისწვდენოდა“ – ამბობს ფრაიერი.

სავარაუდოდ, ნეანდერტალელები „კბილის ჯაგრისს“ ხის ტოტების ან ძვლებისგან ამზადებდნენ.