ავსტრალიაში ახალმა გათხრებმა კონტიტენტზე ადამიანების ისტორია თავიდან გადაწერა

1102
ავსტრალიაში ახალმა გათხრებმა კონტიტენტზე ადამიანების ისტორია თავიდან გადაწერა
ავსტრალიაში ახალმა გათხრებმა კონტიტენტზე ადამიანების ისტორია თავიდან გადაწერა

არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ავსტრალიაში აბორიგენები ჯერ კიდევ 65,000 წლის წინ დასახლდნენ. აღმოჩენა აჩვენებს, რომ კონტინენტზე ადამიანები 18 ათასი წლით უფრო ადრე დასახლდნენ, ვიდრე აქამდე ამტკიცებდნენ.

ასეთი დასკვნა მას შემდეგ გამოიტანეს, რაც მეცნიერებმა ჩრდილოეთ კონტინენტის გამოქვაბულში არტეფაქტები იპოვეს. მათ აღმოაჩინეს ქვის ცულები და ცარცები, რომლებსაც, სავარაუდოდ, კედლებზე სახატავად იყენებდნენ.

რას ცვლის ეს აღმოჩენა

ავსტრალიელი აბორიგენები მსოფლიოს უძველეს უწყვეტ ცივილიზაციად ითვლება. კონტინენტზე მათი დასახლების დროზე მეცნიერებს შორის ყოველთვის დავა მიმდინარეობდა. მოსაზრებები 47000-დან 60000 ათას წლებში მერყეობდა. ავსტრალიელი აბორიგენები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კუნძულებზე მოგზაურობდნენ, როცა წყალი შემცირდა.

„ჩვენ ავსტრალიაში მოსახლეობის პირველი დასახლების ახალი თარიღის განსაზღვრა შევძელით და დაახლოებით 18000 წლით შევამცირეთ იმასთან შედარებით, რაც წინა კვლევით იყო დადგენილი (დაახლოებით 47 ათასი წლის წინ)“ – აღნიშნავს კრის კლარკსონი, კვლევის ხელმძღვანელი და ქვინსლენდის უნივერსიტეტის წევრ-კორესპოდენტი.

ეს ფაქტი ადასტურებს, რომ აქ ადამიანები ჯერ კიდევ ავსტრალიური მეგაფაუნის, გიგანტური ვომბატის და გიგანტური მტაცებელი გოანნას, განადგურებამდე დასახლდნენ.

რა მეთოდები გამოიყენეს ახალი კვლევის ჩასატარებლად

რადიონახშირბადის მეთოდი ხის ნახშირის ნიმუშებზე გამოიყენეს, მაგრამ მას თარიღის განსაზღვრის ლიმიტი აქვს, მაქსიმუმ 50 000 წლამდე. ამ თარიღის ჩარჩოებიდან რომ გამოსულიყვნენ, კვლევის ჯგუფმა ლუმინესცენციის ოპტიკური სტიმულაციის (OSL) მეთოდი გამოიყენეს. ის გამოიყენება არტეფაქტებზე, რომლებიც მიწაში დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა და თარიღს განსაზღვრავს იმ დრომდე, როცა მინერალების მარცვლები მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ უკანასკნელად იყვნენ. ეს მეთოდი უფრო ზუსტ შედეგს იძლევა.

1970 წლიდან კონტინენტზე არქეოლოგიური გათხრები ოთხჯერ ჩატარდა და ქვედა ფენებში დაახლოებით 10 ათასზე მეტი არტეფაქტი იქნა აღმოჩენილი.