შეუფასებელი საშუალებები მეჭეჭებისა და პაპილომები სამკურნალოდ.

0
24452

აბუსალათინის ზეთი ფლობს გასაოცარ და ეფექტურ მახასიათებლებს. შეიფასებელია აბუსალათინის ზეთით გარეგანი მკურნალობები. აბუსალათინის ზეთი იაფფასიანი ნატურალური მცენარეული წამალია, შენახვის ვადის დიდი ხანგრძლივობით. ის ნებისმიერ აფთიაქში იყიდება.

  • ის შედეგიანია პაპილომებისა და მეჭეჭების მკურნალობისას. ყოველდღე, ძილის წინ, წარმონაქმნებში შეიზილეთ აბუსალათინის ზეთი იმდენ ხანს ვიდრე ზეთი მთლიანად არ შეიწოვება. მკურნალობის კურსი – პაპილომის სრულ გაქრობამდე.
  • ასაკის მატებასთან ერთად სახესა და ხელებზე ჩნდება პიგმენტური ლაქები. ყოველდღე შეიზილეთ აბუსალათინი მათ საბოლოო გაქრობამდე. ოღონდ ამას ზაფხულში ნუ გააკეთებთ.
  • კარგია ეს ზეთი გამხმარი ბებერების ( მაზოლები ), გარქოვანებული ფეხისგულებისა და ქუსლების დროს. კვირაში 2 – ჯერ ძილის წინ, აბუსალათინი შეიზილეთ და ბამბის წინდები ამოიცვით. ნელ – ნელა ისინი დარბილდება და ბოლოს სულ გაქრება.
  • აბუსალათინი კარგად კურნავს გაჭრილს, ნახეთქს, დიდი ხნის შეუხორცებელ ჭრილობებს. ოდნავ და მსუბუქად შეეხეთ ჭრილობას, დაიტანეთ ზეთი და გადაიხვიეთ მომდევნო დღემდე.
  • გაციებითი დაავადებების დროს, განსაკუთრებით ძლიერი ხველისას, მკერდსა და ზურგზე კარგად შეიზილეთ აბუსალათინისა და სკიპიდარის ნაზავი, შეფარდებით – 2:1. ეს კომპონენტები აურიეთ ფინჯანში, შეათბეთ წყლის აბაზანაში ( ნაზავი არ უნდა იყოს ძალიან ცხელი ) და შეიზილეთ ძილის წინ.
  • აბუსალათინის ზეთი ხელს უწყობს თმის ზრდას. შეურიეთ ერთმანეთს ზეთი და 70% – იანი სპირტი (1:1), კვირაში ერთხელ შეიზილეთ თავის კანზე ( წინასწარ ფლაკონში ათქვიფეთ ემულსიის მიღებამდე), თავზე დაიფარეთ ცელოფანი და გაიჩერეთ 1 სთ. შემდეგ თავი დაიბანეთ შამპუნით და გადაივლეთ მჟავაგარეული წყლით (ლიმონი, ლიმონის მჟავა ან ძმარი ). თმები სწრაფ ზრდას დაიწყებს.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი