საკმარისია ეს სასმელი ძილის წინ მიირთვათ და მთელი დღის მანძილზე აკრეფილ კალორიებს დაწვავთ.

20781

წელიდან ზედმეტი სანტიმეტრების და ცხიმოვანი ფენების მოსაშორებლად მრავალი მეთოდი არსებობს, თუმცა მათგან ეფექტურობით მხოლოდ რამდენიმე გამოირჩევა. დღესდღეობით ადამიანების ერთი ნაწილი სხვადასხვა ცხიმწველი კოქტეილების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი, თუმცა უამრავი ადამიანი, რომელმაც მსგავსი საშუალებების ძალა საკუთარ თავზე გამოცადა, მათ ეფექტურობას ადასტურებს.

ცხიმწველი კოქტეილი, რომლის დამზადებასაც დღევანდელ სტატიაში გასწავლით, არა მხოლოდ ეფექტურად აჩქარებს ცხიმის წვის პროცესს, არამედ აქვს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქრონიკული ყაბზობისგან იტანჯებიან.

სასმელი, რომელიც სტიმულირებს წონის კლების პროცესს

მოცემული საშუალების მიღება რეკომენდებულია საღამოს საათებში, დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე. ასე საკვები, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში იღებთ, გაცილებით სწრაფად გადამუშავდება, რაც სასარგებლოა წონის კლებისთვის.

ინგრედიენტები:

  • 250 მლ ანადუღარი წყალი
  • ნახევარი ლიმონი
  • ოხრახუშის რამდენიმე ღერო
  • 1 მწიკვი დარიჩინი
  • 1 ჩ.კ. ვაშლის ძმარი
  • 1 ჩ.კ. თაფლი

მომზადების წესი:

ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალში ჩაამატეთ რგოლებად დაჭრილი ლიმონი და დაქუცმაცებული ოხრახუში. რეკომენდებულია ნარევის დამზადება დილის საათებში და მისი დაყოვნება საღამომდე. ამის შემდეგ ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით თაფლი, დარიჩინი და ძმარი. კარგად გადაურიეთ.

წონის შესამცირებლად, მიიღეთ მზა სასმელი ვახშმობიდან 2 საათის შემდეგ და გაემზადეთ დასაძინებლად. ეს საშუალება ეფექტურად აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და უწყობს ხელს ორგანიზმს გაწმენდაში, რის ხარჯზეც ეფექტურად ვუმკლავდებით ზედმეტ კილოგრამებს და ცხიმოვან ფებეს სხეულის პრობლემურ მონაკვეთებზე.

რა თქმა უნდა, მეტი ეფექტურობისთვის, აუცილებელია გარკვეული ცვლილებების შეტანა კვებაში და საკუთარი თავის ფიზიკურად დატვირთვა.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ სტატია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!