ვინ ხართ – რომანტიკოსი თუ ბიზნესმენი? განსაზღვრეთ ხელისგულით თქვენი ძლიერი მხარე.

1269
ვინ ხართ - რომანტიკოსი თუ ბიზნესმენი? ხელისგულით თქვენი ძლიერი მხარეები განვსაზღვრეთ
ვინ ხართ - რომანტიკოსი თუ ბიზნესმენი? ხელისგულით თქვენი ძლიერი მხარეები განვსაზღვრეთ

ბევრი ადამიანისთვის საკუთარი ნიჭის პოვნა ცხოვრების მიზანი ხდება. რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, როცა რისკზე წასვლის და რაღაც ახლის ცდის დრო არ გაქვთ? გირჩევთ ექსპერიმენტული მეთოდი სცადოთ, რომელიც ხელისგულით განსაზღვრავს, ცხოვრებაში თქვენს ნიჭის მიხედვით მოქმედებთ თუ არა.

იღბლიანი ადამიანი

იღბლიანი ადამიანი ყველაფერში იღბლიანია. რასაც არ უნდა აკეთებდეს წარმატების უფრო მეტი შანსი აქვს.

  • 1.იღბლის კუთხე
  • 2. მზის ხაზი – ფართო მსოფლიო აღიარების შანსი
  • 3. წვრილი ხაზი – მსხვილი თანხის მიღების ალბათობა.
  • 4. მემკვიდრეობის ხაზი
  • 5. წარმატების ხაზი, რომელიც ვენერას ბორცვიდან აპოლონის თითამდე გადის – მოულოდნელი წარმატება და ბედნიერება.
  • 6. წარმატების ხაზი, რომელიც ვენერას ბორცვიდან იწყება და იუპიტერის თითთან სრულდება – სამსახურში ფულადი კეთილდღეობა.
  • 7. ფულადი სამკუთხედი – ნიშნის ზომა ფულადი წარმატების პროპორციულია.
  • 8. დიდი სამკუთხედი – ასეთი ხალხი წარმატებას იზიდავს.
  • 9. სამკუთხედი ცხოვრების ხაზზე – იღბლის წყალობით ფინანსური კეთილდღეობა.

გამომგონებელი ადამიანი

ასეთი ადამიანები ელექტროობას და სხვადასხვა მოწყობილობას იგონებენ. მათი წყალობით სამყარო წინ მიიწევს. ასეთ ადამიანს ნებისმიერი პროფესია შეესაბამება, სადაც რაღაცის შექმნა არის საჭირო.

  • 1.ინტუიციის ხაზი
  • 2. შემოქმედებითი ხვეული
  • 3. გონების ხაზი – არაორდინალური აზროვნება და კრეატიული იდეები.
  • 4. ფართოდ დაშორებული თითები -ინოვაცია კონსერვატიულობის გარეშე.
  • 5. წრეები თითებზე – კრეატიულობა
  • 6. განიერი თითები – საქმიანობა
  • 7. კვანძოვანი სახსრები – მაღალი კონცენტრაცია და სერიოზული დაგეგმარება
  • 8. გონების და ცხოვრების ხაზი დასაწყისში ერთ ხაზით იწყება – ყველაფრის მიმართ რაციონალური მიდგომა.
  • 9. დიდი კუთხე ცერა თითთან – ყველაფერი ინოვაციურის მიმართ ცნობისმოყვარეობა.
  • 10. ძლიერი ფალანგა – კარგი ლოგიკა
  • 11. პრაქტიკულობის კუთხე – ცხოვრებაში გეგმების განხორციელება.

რომანტიული ადამიანი

ეს ადამიანები რომანების და ლექსების გმირები არიან. ცხოვრებაში ასეთი ადამიანის შეხვედრისას შემოქმედებით პიროვნებას და სიყვარულში წარმატებულ ადამიანს დაინახავთ.

  • 1.ფართო ოთხკუთხედი – ემოცია ლოგიკაზე ბატონობს.
  • 2. გულის მკაფიო ხაზი – თანაგრძნობის და სიყვარულის ნიჭი
  • 3. წვრილი ვენერას სარტყელი – ემოციურობა და მგრძნობელობა
  • 4. გაყოფილი ემოციური ხაზი – რომანტიკიდან მიღებული სიამოვნება
  • 5. გრძელი ზედა მერკურის ფალანგა – ლამაზად საუბრის უნარი
  • 6. გრძელი ნეკა თითი – კომუნიკაბელურობა
  • 7. პირველი ფალანგა მეორეზე გრძელია – სიყვარულში ინტუიციურად სწორი არჩევანის გაკეთების უნარი.
  • 8. დამატებითი ხაზი გულის ხაზის ბოლოს – საყვარელ ადამიანთან ხანგრძლივი ცხოვრება.
  • 9. გულის მრუდე ხაზი – საკუთარი გრძნობების გამოხატვის ნიჭი.
  • 10. ცერა თითის წვრილი კუთხე – მიზნის დაუბრკოლებლად მიღწევა.
  • 11. ვენერას მაღალი ბორცვი – მოვარვარე ვნება.

ამბიციური ადამიანი

ეს ადამიანები გამორჩეული ბიზნესმენები და სპორტსმენები არიან. კარგი ფიზიკური თვისებები აქვთ და ამბიციურ წყურვილს მარტივად იკლავენ.

  • 1.ხელისგული – დიდი გამძლეობა
  • 2. შთამბეჭდავი ბედის ხაზი – წარმატება და იღბალი
  • 3. ხელსაყრელი ფულის ნიშანი
  • 4. თითები სწორ ხაზად არის განლაგებული – მშვიდი ბუნება
  • 5. მერკურის თითის გრძელი ზედა ფალანგი – საქმიანი ურთიერთობის ნიჭი
  • 6. ძლიერი ხელი – ძლიერი ჯანმრთელობა და ძალა.
  • 7. საჩვენებელი თითი უსახელოზე გრძელია – ქედმაღლობა
  • 8. კარგად განვითარებული იუპიტერის ბორცვი – კარიერიზმი
  • 9. გონების და ცხოვრების ხაზი დასაწყისში ერთმანეთს არ უერთდება – თავისუფლების სიყვარული და საკუთარი თავის რწმენა
  • 10. ცერა თითის პირველი ფალანგა მეორეზე გრძელია – ნება რაციონალიზმს ოდნავ აჭარბებს.
  • 11. მსხვილი ცერა თითი – დასახული მიზნის მიღწევა.
  • 12. ცხოვრების ხაზი დიდ ნახევარ წრეს ქმნის – ძლიერება და მოთმინება.

რა თქმა უნდა, ამას ძალიან სერიოზულად არ უნდა მიუდგეთ, მაგრამ საინტერესოა, ეს ექსპერიმენტული მეცნიერება რეალობასთან ახლოს რამდენად არის. თქვენ როგორი ხელისგული გაქვთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.