კატებს და ქვებს ჭამდა: ყველაზე გაუმაძღარი ადამიანის ტრაგედია

1298
კატებს და ქვებს ჭამდა: ყველაზე გაუმაძღარი ადამიანის ტრაგედია
კატებს და ქვებს ჭამდა: ყველაზე გაუმაძღარი ადამიანის ტრაგედია

ნარჩენები, ცოცხალი კატები, ცხედრები – ყველაფერი, რისი შოვნაც მე-18 საუკუნის საფრანგეთის ქუჩებში შეიძლებოდა, ტარრარის კუჭში ხვდებოდა. 17 წლის ასაკსი მისი სხეულის ტოლფასი საჭმლის მიღება შეძლო. ექიმები კვების ამ დარღვევას პოლიფაგს უწოდებენ. წარმოუდგენლად გაუმაძღარი ბიჭი საზოგადოების ყურადღების ობიექტი გახდა, მისით სამხედროებიც დაინტერესდნენ, მაგრამ ბედი ტრაგიკულად მოეწყო. ვივიენი გიამბობთ, რა გახდა ისტორიაში ყველაზე გაუმაძღარი ადამიანის სამუდამო შიმშილობის მიზეზი.

ტარრარი 1772 წელს რიონში დაიბადა. ბავშვობიდან გაუმაძღარი მადა ჰქონდა: ერთ დღეში ხარის მეოთხედი ჭამას ახერხებდა. მშობლებმა მისი გამოკვება ვერ შეძლეს და სახლიდან გააგდეს. მუდმივად მოშიმშილე ტარრარი საფრანგეთის ქუჩებში ქურდებთან და მეძავებთან ერთად დაძრწოდა, საჭმელს იპარავდა და მათხოვრობდა. 1788 წელს პარიზში ქუჩის გამოსვლებით ფულის შოვნა დაიწყო. ბიჭი საზოგადოებას ქვების და ცოცხალი ცხოველების ჭამით აოცებდა. ერთი გამოსვლის დროს ტარრარი რამდენიმე კალათა მთელ ვაშლს ჭამდა. განსაკუთრებით გველის ხორცი უყვარდა.

ერთ-ერთი წარმოდგენისას, ჩვეული ხრიკის ჩვენების დროს მსახიობი ცუდად გახდა. რამდენიმე ადამიანმა ტარრარი საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც მას ნაწლავების მწვავე გაუვალობა დაუდგინეს. ექიმები ძლიერ საფაღარათო საშუალებებს აძლევდნენ და თანდათანობით მისი ჯანმრთელობა აღდგა: ამის დასამტკიცებლად, ექიმის საათი კინაღამ გადაყლაპა, რომელმაც განაცხადა, რომ გაუმაძღარ პაციენტს მუცელს გაუჭრიდა, თუ თავის ხრიკებზე ხელს არ აიღებდა.

ნაჭამი საკვების რაოდენობა ტარრარის ფიზიკურ ფორმებზე გავლენას არ ახდენდა. ის სუსტი იყო (17 წლის ასაკში მისი წონა მხოლოდ 45 კგ იყო), მაგრამ ჭამის შემდეგ მისი მუცელი დიდი ბუშტივით იბერებოდა. ტარრარს თითქმის ტუჩების გარეშე დიდი გაჭიმული პირი, თხელი თმა, ჩამოწეული ყელი და ცუდი კბილები ჰქონდა. თავისი გამოსვლების შემდეგ ხშირად მუცლის გაწმენდა უწევდა, ამასთან გულისრევა თითქმის არ აწუხებდა. ღამით მწვავე შიმშილის გრძნობა აღვიძებდა.

გაუმაძღრობის დაავადების მიუხედავად, მან სამხედრო სამსახური დაიწყო. ჯარში მის გამოსაკვებად საკვები არ ყოფნიდათ, ამიტომ ტარრარი მათხოვრობდა, საკვების სანაცვლოდ თავისი კოლეგების დავალებებს ასრულებდა. ფიზიკური სისუსტის გამო ის სამხედრო საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქ გაოთხმაგებულ პორციას აძლევდნენ, მაგრამ მას შიმშილობა მაინც აწუხებდა.

საავადმყოფოს ექიმები უჩვეულო სამედიცინო ფენომენის გამოკვლევის შესაძლებლობას ჩაებღაუჭნენ და პაციენტის მონაწილეობით ექსპერიმენტები დაიწყეს. ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტის დროს ტარრარმა გერმანიის არტელებისთვის განკუთვნილი (2 დიდი ზომის ხორცის ღვეზელი და მარილიანი ცხიმიანი ქონის ორი კერძი) შეჭამა და 18 ლ რძე დალია, რის შემდეგაც მომენტალურად დაიძინა. სხვა ცდის დროს, მან ჯერ კიდევ ცოცხალი კატა გაგლიჯა, შეჭამა და სისხლი დალია.

სამხედრო ძალები მისი უჩვეულო შესაძლებლობით დაინტერესდნენ. გენერალმა ალექსანდრ დე ბოგარნმა ჯარისკაცს პრუსიის ციხეში დაპატიმრებული საფრანგეთის პოლკოვნიკისთვის შეტყობინების გაგზავნა უბრძანა. ტარრარმა ხის ფუტლარში ჩადებული დოკუმენტი გადაყლაპა, მაგრამ პრუსიელმა სამხედროებმა დაიჭირეს. მისიის შესრულების წინ დაარწმუნეს, რომ ამოცანა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ბოგარნეს ეშინოდა, რომ ტარრარი ფსიქიკურად დაავადებული იყო და მხოლოდ უმნიშვნელო შეტყობინება გაატანა. პრუსიის გენერალი აღშფოთებული იყო და მისი დასჯა მოითხოვდა, მაგრამ უკვე ეშაფოტთან მისული შეიწყალა და გაუშვა.

საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ, ტარრარმა სულცის საავადმყოფოს ექიმებს მტკივნეული ჭამისკენ მიდრეკილების მოშორება სთხოვა. მის მკურნალობს ოპიუმის ნაყენით ცდილობდნენ, დიეტაზე ყავდათ, მაგრამ ექიმებს არაფერი გამოუვიდათ.

საავადმყოფოში ცხოვრების დროს ტარრარი ცხედრებს ჭამდა, პაციენტების სისხლს სვამდა, რომელთაც სისხლის გამოდევნით მკურნალობდნენ. ამის გამო, საავადმყოფოს ბევრი თანამშრომელი მას ფსიქიურად დაავადებულად მიიჩნევდა, მაგრამ უჩვეულო პაციენტს სხვა დარღვეები არ აღენიშნებოდა, ამიტომ მთავარი ექიმი მას საავადმყოფოში ტოვებდა და ცდებს ატარებდა. 1974 წელს საავადმყოფოდან ერთი წლის ბავშვი უკვალოდ გაქრა. ტარრარი მკვლელობაში დაადანაშაულეს და ქუჩაში გააძევეს.

1798 წელს ტარრამა საავადმყოფოს მთავარ ექიმს დახმარებისთვის კვლავ მიმართა, ამჯერად თითქოსდა გადაყლაპული ოქროს ჩანგლის გამო, რომელიც მას ტკივილს აყენებდა. თუმცა ექიმებმა მას ტუბერკულოზის მწვავე ნიშნები აღმოუჩინეს. მალე ტარრარი გარდაიცვალა. ის მხოლოდ 26 წლის იყო. მისი სხეულის გაჭრის შემდეგ ექიმებმა ჩანგალი ვერ იპოვეს. ტარრარის საყლავი წარმოუდგენლად გაფართოებული იყო, ხოლო კუჭი წყლულებით იყო დაფარული და მუცლის ღრუს დიდ ნაწილს იკავებდა. ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი ასევე გაფართოებული იყო. ტარრარის მთელი სხეული ჩირქით იყო სავსე.

ტარრარის პერიოდში რადენიმე სხვა პოლიფაგიც იყო. ერთ-ერთ მათგანს ჩარლზ დომერი ერქვა და ის კილოგრამებით ბალახს და ხორცს ჭამდა. ერთხელ ცეცხსასროლი იარაღით გაგლეჯილი მეზღვაურის ფეხის ჭამაც სცადა. თუმცა მის სხეულში პათოლოგიები ვერ აღმოაჩინეს. ახალი დროის სამედიცინო ისტორიაში მსგავსი შემთხვევები არ არსებობს.

ექიმები თვლიან, რომ ტარრარის პოლიგაფია ენდოკრინოლოგიური სისტემის პათოლოგიით იყო გამოწვეული. მდგომარეობა, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ძლიერი ზემოქმედებით არის გამოწვეული, ჰიპერტერიოზს უწოდებენ. მას თან ახლავს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, სწორედ ამიტომ გაზრდილი მადის მიუხედავად ტარრარი გამხდარი იყო. ჰიპერტერიოზის დროს ადამიანებს თხელი თმა, ცხელი ან ოფლიანი კანი აქვთ და ხშირად დიარეა ან შეკრულობა აწუხებთ. მათ ღვიძლი უდიდდებათ. ყველა ეს ნიშანი ტარრარის შესახებ ექიმების აღწერილობას ემთხვევა. გარდა ამისა, ტარრარის და დომერის გაუმაძღრობა ნუშისებრი სხეულის ან ჰიპოთალამუსის ბირთვის დარღვევით შეიძლება იყოს გამოწვეული.