4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ურთიერთობის დაწყება ეჩქარებათ

1381
4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ურთიერთობის დაწყება ეჩქარებათ

როცა თავს ნამდვილად კარგავთ, თქვენ რაციონალურად აზროვნებას ფაქტიურად წყვეტთ. სიყვარული ისეთი რამის კეთებას გაიძულებთ, რასაც ადრე არ აკეთებდით. გსურთ იცოდეთ, რომელ ნიშნებს უყვარდებათ სწრაფად და სპონტანურად და ხართ თუ არა თქვენც მათ სიაში? ეს ადამიანები, როგორც წესი, ყველაზე უიმედო რომანტიული ზოდიაქოს ნიშნები არიან და როგორც კი თითქოსდა შესაფერის პარტნიორს ნახულობენ, დაუყონებლივ ქორწილის დაგეგმვას იწყებენ. სიყვარულის გამო ყველანაირ რისკზე წასვლა შეუძლიათ და სიფრთხილეს საერთოდ ივიწყებენ.

1. ვერძი
ვერძს გულში ბევრი დაუხარჯავი სიყვარული აქვს და მისი ცხოვრების ერთ-ერთი მიზანია – საუკეთესო მეწყვილის მოძებნა. როცა ვერძი ვინმესთან შეხვედრებს იწყებს, მისი ურთიერთობა ძალიან სერიოზული ხდება და მზადაა ქორწილი ერთ კვირაზე ნაკლებ დროში გადაიხადოს. ეს ნიშანი საკმაოდ იმპულსურია, თუმცა არ იფიქროთ რომ თავი მხრებზე არ აბადია. დიახ, მას შეუძლია ქორწილების რეგისტრაციისთვის რეესტრში სპონტანურად წავიდეს, რომ შემდეგ ინანოს, მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ ვერძის სიყვარული იმდენად ცეცხლოვანი არიას, რომ ლოდინი არ შეუძლია.

2. ტყუპები
ტყუპებს ურთიერთობის დაწყება უყვართ, რადგან ეს ახალი ადამიანების გაცნობის და ახალი შთაბეჭდილებებისა და ემოციების მიღების მეთოდია. ამ ნიშნისთვის ყველა პაემანი მხიარული და უზრუნველი უნდა იყოს. ტყუპები ძალიან აქტიურები, ენერგიულები და არა სერიოზულები არიან. ისინი ნამდვილად ღებულობენ სიამოვნებას იმით, რაც იმ მომენტში აქვთ და დაფიქრების გარეშე ძალიან სწრაფად მოქმედებენ. ტყუპები – ის ადამიანები არიან, რომელთაც შეუძლიათ სწრაფად დაქორწინება, რადგან მათი გული სიყვარულით არის სავსე, მაგრამ შემდეგ გრძნობა ნელდება, იმედი უცრუვდებათ და გაქცევა სურთ.

3. სასწორი
თქვენ მოსმენილი გაქვთ მენდელსონის მარში? სასწორის თავში მუდმივად ეს მარში გაისმის. როგორც კი ახალ ადამიანთან ურთიერთობას იწყებს, იმწამსვე მასთან მომავალს წარმოიდგენს. მაშინაც კი თუ საყვარელ ღამის კლუბში ბარმენი უბრალოდ თვალს ჩაუკრავს, სასწორი უკვე ფიქრობს და ფანტაზიორობს მასთან ურთიერთობის შემდეგ ნაბიჯებზე. სასწორს პლანეტა ვენერა მართავს, ამიტომ შეყვარებულების მდგომარეობაში ყოფნა – ეს უბრალოდ მათი პიროვნების ნაწილია! სასწორს ძალიან სურს ვინმეს პოვნა, ვისაც უზარმაზარ სიყვარულს გაუზიარებენ, სწორედ ამიტომ პირველივე ურთიერთობას პრაქტიკულად დაფიქრების გარეშე იწყებენ.

4. თევზები
თევზები სამყაროს ყოველთვის ვარდისფერი სათვალით უყურებენ. ამ ნიშანს თავად სიყვარულის იდეა უყვარს, ამიტომ ნებისმიერ ადამიანს ებღაუჭება, რომელიც მის მიმართ ყურადღებას იჩენს. როცა თევზები მარტო არიან და პარტნიორის მოძებნას ვერ ახერხებენ, ისინი დისკომფორტს და არასრულფასოვნებას განიცდიან. თევზებს შეუძლიათ იმდენად იყვნენ რჩეულით გატაცებულნი, რომ ბევრ შეცდომას უშვებენ, შემდეგ კი გულგატეხილნი რჩებიან. უიღბლო რომანზე ცოტა ხნით ცრემლებს ღვრიან, მაგრამ მალევე ვნების ახალ ტალღაში ეშვებიან.