აი რა მოხდება, თუ მზესუმზირას ყოველდღიურად მიირთმევთ. ფანტასტიკური შედეგი.

3100

მზესუმზირასთან დაკავშირებით საზოგადოებაში უამრავი მოსაზრებაა გავრცელებული. ითვლება, რომ მზესუმზირის ჭამა საზოგადოებრივი თავშყერის ადგილებში არაესთეტიკურია. მეტიც, ზოგიერთი ადამიანი ამ ფაქტს პროვინციალიზმად აღიქვმას.

მრავალი ადამიანი ამ მისწრაფებას მალავს და ურჩევნია მზესუმზირით პირი სახლში, ტელევიზორის წინ კომფორტულად მოკალათებულმა ჩაიტკბარუნოს. დღეს ვივიენი მოგაწვდით გასაოცარ ინფორმაციას უამრავი ადამიანისთვის საყვარელი ამ პროდუქტის შესახებ.

რა სარგებლობა მოაქვს მზესუმზირის მარცვლებს

ა. საქმე იმაშია, რომ ამ პროდუქტისთვის მაღალი საკვები ღირებულებაა დამახასიათებელი. 100 გრამი მზესუმზირის გული 602,1 კკალს შეიცავს.

ბ. მზესუმზირის ჭამა ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ეს პროცესი არაფრით ჩამოუვარდება სხვა დამამშვიდებელ საქმიანობებს.

გ. მზესუმზირის მარცვლები არეგულირებს მჟავა-ტუტოვან ბალანს კუჭში. უამრავი გამოცდილი ექიმი საკუთარ პაციენტებს, რომლებიც კუჭის მომატებული მჟავიანობისგან იტანჯებიან, რეგულარულად მზესუმზირის მირთმევას ურჩევს.

დ. ყველასათვის საყვარელ ამ პროდუქტს სასარგებლო გავლენა აქვს მამაკაცის პოტენციაზე და ქალბატონების რეპროდუქციულ სისტემაზე.

ე. მზესუმზირის მარცვლები – შესანიშნავი საშუალება ათეროსკლეროზისა და მიოკარდიული ინფარქტის შესაფერხებლად.

როგორც სტატიის დასაწყისში ვახსენეთ, მზესუმზირა საკმაოდ მაღალკალორიული პროდუქტია, რის გამოც აუცილებლად უნდა მივირთვათ ის გონივრული რაოდენობით. არ შეიძინოთ მზესუმზირის გარჩეული მარცვლები, რადგან ასეთ შემთხვევაში მას გაცილებით დიდი რაოდენობით მივირთმევთ. გარდა ამისა, მზესუმზირის გარჩეულ მარცვლებში სწრაფად იჟანგება ცხიმები. გამოცდილი ექიმების რჩევით, ყოველდღიურად უნდა მივიღოთ მზესუმზირა არაუმეტეს 100 გრამისა. განსაკუთრებით სასარგებლოა უმი მზესუმზირის მირთმევა.

მზესუმზირა უკუჩვენებითია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც კუჭის წყლულოვანი დაავადებები, პოდაგრა და ენტეროკოლიტი აწუხებთ.