ნაპოვნია იესო ქრისტეს უნიკალური გამოსახულება. ის ჩვენთვის ჩვეულ სახეს არ ჰგავს

3768
ნაპოვნია იესო ქრისტეს უნიკალური გამოსახულება. ის ჩვენთვის ჩვეულ სახეს არ ჰგავს
ნაპოვნია იესო ქრისტეს უნიკალური გამოსახულება. ის ჩვენთვის ჩვეულ სახეს არ ჰგავს

იესო ქრისტეს ისტორიული სურათების უმრავლესობა ერთი და იმავე სქემით არის შედგენილი, რომლითაც ქრისტეს ხატის გამოსახულება იქმნება.

ქალაქ შივტაში (თანამედროვე ისრაელის სამხრეთ ნაწილში) ნაპოვნი სურათი იესოს სულ სხვა გამოსახულებას გვაძლევს.

არქეოლოგებმა ის ჯერ კიდევ 1920-იან წლებში აღმოაჩინეს, მაგრამ ნახატი იმდენად ცუდად იყო შენახული, რომ დღემდე ყურადღებას არ იპყრობდა. სინამდვილეში, სურათი იმდენად გაცვეთილია, რომ თანამედროვე ხელოვნების შემფასებლებსაც კი მისი დანახვა გაუჭირდებოდათ.

„მე იქ, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი, როცა სინათლე სწორი კუთხით ეცემოდა, მოულოდნელად თვალი დავინახე. ეს იესოს სახე იყო, რომელიც მისი ნათლობის დროს გვიყურებდა“ – ჰყვება ჰაიფას (ისრაელის) უნივერსიტეტის დოქტორი ემა მაიანა-ფანარი.

მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სურათზე ნამდვილად ნათლობის დროს იესოს სახეა გამოსახული, რადგან ის აფსიდის ნაწილში (ტაძრის ერთ-ერთი ნაწილი) აღმოაჩინეს. ნახატი იესო ქრისტეს გარდაცვლებიდან ზუსტად 2 საუკუნის შემდეგ არის შექმნილი, ამიტომ მას ზუსტს ვერ ვუწოდებენ. მიუხედავად ამისა, ის ისტორიკოსებისთვის საკმაოდ ღირებულია, რადგან დღესდღეობით არსებულ ყველაზე ადრეულ ნათლობის ხატის გამოსახულებას წარმოადგენს, რომელიც კი წმინდა მიწაზეა ნაპოვნი.