ქალბატონი რომელმაც შვილი კინაღამ დაკარგა გვირჩევს მოვიშოროთ სახლიდან ეს ქოთნის მცენარე.

3879

მე ქალიშვილი კინაღამ დავკარგე: მან ამ მცენარის ფოთოლი პირში ჩაიდო, რის შემდეგაც ენა გაუსივდა და იგუდებოდა! ეს მცენარე ძალიან სახიფათოა, მაგრამ არსებობს სხვა მცენარეებიც, რომლებსაც მზგავსი ტოქსიკური თვისებები აქვთ! იყავით ძალიან ფრთხილად, როდესაც ბავშვს მარტო ტოვებთ სახლში. მას აუცილებლად ესაჭიროება თვალყურის დევნება. გაუვნებელყვეთ ადგილი სადაც მას სძინავს ან თამაშობს.

ამ მცენარემ კინაღამ შეიწირა ჩემი შვილის სიცოცხლე! ის საკმაოდ ბევრ ოჯახში ან ოფისში შემხვედრია. ადამიანები კი ვერ აცნობიერებენ მისგან მომდინარე ხიფათს! ამ მცენარეს დიფენბახია ქვია. მისი ყოველი ფოთოლი უზარმაზარი რაოდენობით შეიცავს ტოქისნებს – კალციუმის ოქსალატს. რაც ჩვილებში სიკვდილს მომენტალურად იწვევს, უფროსებში კი 15 წუთში.

თუ სახლში დიფენბახია გაქვთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ ისიც, რომ მისი წვენი საკმაოდ შხამიანია და ზოგ ადამიანში ალერგიას ან კანის გაღიზიანებას იწვევს. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს, მცენარის რომელიმე ნაწილი შემთხვევით პირში არ ჩაიდონ. მცენარესთან მუშაობა რეკომენდებულია ხელთათმანებით, ხოლო სამუშაოების დამთავრების შემდეგ ხელები აუცილებლად საპნით უნდა დაიბანოთ.
ისე არ გაიგოთ, თითქოს დიფენბახიას მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია. იგი ძალიან საჭირო თვისებითაც გამოირჩევა და ოთახის ჰაერს მავნე ნივთიერებებისგან ასუფთავებს. ამიტომ დიფენბახიის მოშენება განსაკუთრებით სასურველია, თუ თქვენ მსხვილი სამრეწველო ქალაქების, ქარხნების ან სამანქანო გზების სიახლოვეს ცხოვრობთ.

თუ თქვენ სალში გაქვთ ეს მცენარე და გყავთ პატარა ბავშვები რომელთა გაკონტროლებსაც მუდმივად ვერ ახერხებთ, გირჩევთ სასწრაფოდ გადააგდოთ ეს მცენარე. არავითარ შემთხვევაში არ მიიკაროთ მისი ფოთოლი თვალებზე, არსებობს დიდი რისკი, რომ ამის შემდეგ მხედველობას დაკარგავთ.