ისტორიაში პირველი ფოტო, სელფი და ჯგუფური სელფი – სად და როგორ გადაიღეს

1808
ისტორიაში პირველი ფოტო, სელფი და ჯგუფური სელფი - სად და როგორ გადაიღეს
ისტორიაში პირველი ფოტო, სელფი და ჯგუფური სელფი - სად და როგორ გადაიღეს

პირველი ფოტოსურათი 190 წლის წინ ფრანგმა გამომგონებელმა, ჯოზეფ ნისეფორ ნეპსმა 1826 ან 1827 წლებში გადაიღო. მასზე აღბეჭდილია ფანჯრის ხედი ბურგუნდიაში (საფრანგეთში). ნეპსმა სურათის გადაღება კამერა-ობსკურას დახმარებით შეძლო, რომელიც კალის ფირფიტაზე მიმართა. მთელ პროცესს დაახლოებით 8 საათი დასჭირდა.

პირველი სურათი ისტორიაში
პირველი სურათი ისტორიაში

როგორი იყო სხვა პირველი სურათები ისტორიაში?

პირველი სურათი ხალხით

პირველი სურათი ხალხით
პირველი სურათი ხალხით

1838 წელს, ლუი დაგერის მიერ გადაღებულ სურათზე კამერით ადამიანები პირველად აღბეჭდეს. 10 წუთიანი ექსპოზიციით (დაყოვნებით) პარიზში, დიუ ტემპლის ბულვარში მხოლოდ ორი მამაკაცის (ქვედა, მარცხენა კუთხეში) გადაღება მოახერხეს. ითვლება, რომ ამ სურათზე ერთი მამაკაცი მეორის ფეხსაცმელს წმენდს და არცერთს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ ისტორიის ნაწილი ხდებოდნენ.

პირველი სელფი ისტორიაში

პირველი სელფი ისტორიაში
პირველი სელფი ისტორიაში

1839 წელს, ამერიკელმა ფოტოგრაფმა რობერტ კორნელიუსმა ისტორიაში ადამიანის პორტრეტის პირველი სურათი გადაიღო. მან ფოტო საკუთარ თავს გადაუღო. კორნელიუსმა ობიექტივს თავი ახადა, კადრში გაიქცა და 10 წუთი გაუნძრევლად იდგა, სანამ თავსახურს საწყის მდგომარეობას დაუბრუნებდა. მას უბრალოდ ადამიანის პირველი სურათის გადაღება სურდა და არ იცოდა, რომ ტექნიკის დასაწყისს ჩაუდგამდა საფუძველს, რასაც 170 წლის შემდეგ სელფს უწოდებდნენ.

პირველი ჯგუფური სელფი

პირველი ჯგუფური სელფი
პირველი ჯგუფური სელფი

იმ დროს, როცა ეს სურათი 1920 წელს გადაიღეს, კამერა მექანიკური მოწყობილობა გახდა, რომელმაც ამ ადამიანებს პირველი ცნობილი ჯგუფური სელფის გადაღების საშუალება მისცა.

გვერდიდან ასე გამოიყურებოდნენ:

ბონუსი: ყველაზე ძვირადღირებული სურათი

გერმანელი მხატვრის, ანდრეასა გურსკოვის ფოტო „რეინ 2“ 2011 წელს, აუქციონზე 4,3 მლნ დოლარად გაიყიდა.