როდის უნდა გავესინჯოთ შაქრიან დიაბეტზე: პირველი სიმპტომები

1522

მუდამ გშიათ? მოიმატეთ წონა მიუხედავად იმისა, რომ შეამცირეთ ყოველდღიურად მიღებული კალორიების რაოდენობა? განიცდით კუჭთან დაკავშირებულ პრობლემებს? თუ რომელიმე ამ შეკითხვას პასუხად ”კი” გაეცით, აუცილებლად შეიმოწმეთ სისხლში შაქრის შემცველობა.

ნუ იქცევით იმ სიცრუის მსხვერპლად, რომ სისხლში შაქრის მაღალ შემცველობაზე მხოლოდ დიაბეტიკები უნდა ნერვიულობდნენ. სინამდვილეში, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იქცეს ამაღლებული შაქრის შემცველობის მსხვერპლად, რის მიზეზსაც გარკვეული პროდუქტების სიყვარული წარმოადგენს.

ძალზედ საშიში და სახიფათოა, როდესაც სისხლში შაქრის შემცველობა ხანგრძლივი პერიოდით აგვეღნიშნება. ამ ფაქტმა შეიძლება მიგვიყვანოს შაქრიან დიაბეტამდე ან სხვა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებამდე.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ამ საშინელი პრობლემის სიმპტომებს რეგულარულად განიცდით, დროა მიიღოთ გარკვეული ზომები სისხლში შაქრის შემცველობის რეგულირებისთვის.

სისხლში შაქრის შემცველობის ზრდის მიზეზები

  • ცუდი კვება;
  • რეგულარულად ფიზიკური ვარჯიშების არ შესრულება;
  • სტრესი;
  • ჯანმრთელობის კონკრეტული მდგომარეობა;
  • ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის მოხმარება;

როგორია ამ პრობლემის სიმპტომები?

სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ დიაბეტი გაქვთ. ცნობისთვის, ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც იტანჯება ჰიპერგლიკემიისგან (შაქრის მაღალი შემცველობა სისხლში), სავსებით შესაძლებელია, საერთოდ ვერ განიცდიდეს რაიმე სახის სიმპტომს.

  • წყურვილის გახშირებული განცდა;
  • პირის სიმშრალე;
  • მუდამ შიმშილი;
  • გახშირებული შარდვა;
  • კანის სიმშრალე;
  • ქრონიკული დაღლილობა;
  • პრობლემები კონცენტრაციასთან დაკავშირებით;
  • წონის უმიზეზოდ მომატება და მუცლის არეში ცხიმების დაგროვება;
  • განმეორებითი ინფექციები;
  • დაბინდული მხედველობა;
  • იმპოტენცია;
  • ჭრილობების ნელი მოშუშება;
  • ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • კუჭთან დაკავშირებული პრობლემები;

პროდუქტების გლიკემიური ინდექსები:

  • მაღალი გლიკემიური ინდექსი = 70+ (მოეშვით ასეთი პროდუქტებით კვებას).
  • საშუალო გლიკემიური ინდექსი = 55-69 (შეამცირეთ ასეთი პროდუქტები თქვენი კვების რაციონში).
  • დაბალი გლიკემიური ინდექსი = 0-54 (მიირთვით განუსაზღვრელი რაოდენობით).

პროდუქტებს დაბალი გლიკემიური ინდექსით:

  • კვერცხი (1 კვერცხი) – 0;
  • ჰუმუსი (1 ჭიქა) – 6;
  • ბროკოლი (1 ჭიქა) – 10;
  • კაკალი (1 ჭიქა) – 22;
  • ალუბალი (1 ჭიქა) – 22;
  • გრეიფრუტი (ნახევარი) – 25;
  • იოგურტი (1 ჭიქა უშაქრო) – 23;
  • ვაშლი (1 საშუალო) – 28;
  • ლობიო (1 ჭიქა) – 34;
  • ტომატის წვენი (1 ჭიქა) – 38;
  • სპაგეტი (1 ჭიქა) – 42;
  • მწვანე ყურძენი (1 ჭიქა) – 42;
  • ანანასის წვენი (1 ჭიქა) – 46;
  • სტაფილო (1 დიდი) – 47;
  • ფორთოხალი (1 საშუალო) – 48;
  • ბანანი (1 დიდი) – 52;
  • ბარდა (1 ჭიქა) – 54;

პროდუქტები საშუალო გლიკემიური ინდექსით:

  • ყავისფერი ბრინჯი (1 ჭიქა) – 55;
  • თაფლი (1 ჩ.კ) – 55;
  • ლავაში (1 ნაჭერი, თეთრი) – 57;
  • შვრიის ფაფა (1 ჭიქა) – 58;
  • მაკარონი ყველთან ერთად (1 პორცია) – 64;
  • თეთრი ბრინჯი (1 ჭიქა) – 64;

პროდუქტები მაღალი გლიკემიური ინდექსით:

  • თეთრი პური (1 ნაჭერი) – 70;
  • პოპკორნი (2 ჭიქა) – 72;
  • თეთრი ბუბლიკი – 72;
  • ბრინჯის ნამცხვარი (1 ცალი) – 78;
  • გამომცხვარი კარტოფილი (1 ცალი) – 85;
  • სიმინდის ფანტელები – 92;
  • გლუკოზა (50 გრამი) – 100;

თითოეული ადამიანის ორგანიზმი განსხვავებულად რეაგირებს სხვადასხვა პროდუქტებზე. საუკეთესო საშუალება იმის გასაგებად, თუ როგორ მოქმედებს სხვადასხვა სახის საკვები თქვენს ორგანიზმზე – შეიმოწმეთ გლუკოზის დონე სისხლში ჭამამდე და ჭამის შემდეგ.

იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევთ, რომ ეს ინფორმაცია სასარგებლოა, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. ვივიენი გისურვებთ ჯანმრთელობას.