მსჯავრდებული, რომელმაც წიგნი WhatsApp-ის შეტყობინებებით დაწერა და პრესტიჟული ჯილდოც მიიღო

1092

ბეხრუზ ბუჩანმა ავსტრალიის საპატიმროში ერთი წელი გაატარა და ამ პერიოდში მიიღო ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემია ქვეყანაში. მანამდე, ეს მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქეებს გადაეცემოდათ, მაგრამ მათ გამონაკლისი დაუშვეს.

ირანელა ბეხრუზმა, დაწერა წიგნი, ,,მეგობრების გარეშე, მხოლოდ მთები” WhatsApp-ის მეშვეობით გაგზავნილ შეტყობინებებით, რომელსაც უგზავნიდა მთარგმნელ ომიდ თოფიგიანს. ის თავად პაპუა-ახალ გვინეაში იმყოფებოდა.

მან მიიღო ლიტერატურული პრემია და 100,000 ავსტრალიური დოლარი. მისმა ნამუშევარმა ასევე მიიღო არამხატვრული ლიტერატურული პრემია 25,000 ავსტრალიის დოლარის ოდენობით.

მწერალს წიგნი შეაფასეს, როგორც “განუმეორებელი ხელოვნების ნიმუში და კრიტიკული თეორია, რომელიც მიდის მარტივი აღწერილობებიდან”. “არ არსებობს მეგობრები, მაგრამ მთები” – ჟურნალისტის ავტობიოგრაფია, რომელიც აღწერს ციხეში ყოფნას, ცხოვრებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას.

2013 წელს ბეხრუზი გაიქცა ირანში, ხელისუფლების მხრიდან დევნის შიშით. იგი ნავით ავსტრალიაში წავიდა, მაგრამ დაიჭირეს და მანუსში საპატიმროს ცენტრში მოათავსეს. გასაკვირია, რომ ცენტრი დაიხურა 2017 წელს და პატიმრები მაინც დარჩნენ თავიანთ ადგილას, რადგან ვერ დატოვებენ კუნძულს. ეს ავსტრალიის მკაცრი პოლიტიკაა.

მიუხედავად მისი პატიმრის სტატუსისა, ბუჩანი რეგულარულად აქვეყნებდა სტატიებს The Guardian-სა და CNN-ში, წერდა წიგნებს.

ნაწყვეტი წიგნიდან “მეგობრების გარეშე, მხოლოდ მთები”:

,,ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მანუსში გადამასახლეს. მე ვარ ხორცის ნაჭერი უცნობ მიწაზე; ტალახი და სითბო. ვცხოვრობ ხალხის ზღვაში ხალხთან ერთად, რომლებიც შეშფოთებულნი არიან და ავრცელებენ რისხვასა და მტრობას.”