პარკინსონის დაავადების გლობალური ეპიდემია. ის შესაძლოა აგერ უკვე 2040-ში.

2342
2040 წელს პარკინსონის გლობალური ეპიდემია გვემუქრება
2040 წელს პარკინსონის გლობალური ეპიდემია გვემუქრება

ფარმაკოლოგიასა და სამედიცინო ტექნოლოგიაში თანამედროვე რევოლუცია, კვებისა და ჯანდაცვის დაცვის გაუმჯობესება მთელ მსოფლიოში ადამიანების უფრო ხანგრძლივ და ჯანმრთელ ცხოვრებას გულისხმობს. მაგრამ რა გველოდება სინამდვილეში?

ჩვენ ვცხოვრობთ მოახლოებული ისეთი ასაკობრივი ნევროლოგიური დაავადების პანდემიის ჩრდილში, როგორიცაა პარკინსონის დაავადება. ამ დაავადებისადმი მიძღვნილი ჟურნალის რედაქტორის თქმით, გლობალური ეპიდემია შეიძლება უკვე 2040 წელს დაიწყოს, როცა დაავადებულთა რიცხვი 2-3-ჯერ გაიზრდება.

მზარდი პრობლემა მხოლოდ პარკინსონის დაავადებით არ შემოიფარგლება. დემენცია (მათ შორის ალცჰაიმერის დაავადება) ასაკოვან ადამიანებში ასევე ხშირად გვხვდება.

პარკინსონის დაავადება

პარკინსონის დაავადების ნიშნებს მიეკუთვნება კიდურების კანკალი, მოძრაობის აქტიურობის შემცირება, სიარულის და წონასწორობის დაცვის გართულება, ფსიქიკური დარღვევები. დიაგნოზის დასმის შემდეგ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 7-დან 14 წელია.

2016 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მთელ პლანეტაზე 6,1 მლნ ადამიანი ამ დაავადებით იტანჯება, რაც 1990-იანი წლების მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ყოველწლიურად დაახლოებით 200 ათასი ადამიანი პარკინსონის დაავადების გამო ნაადრევად იღუპება.

რატომ გაიზრდება დაავადებულთა რიცხვი?

სპეციალისტების პროგნოზით, 20 წლის შემდეგ დაავადებულთა რიცხვმა მხოლოდ დემოგრაფიული ცვლილებების მიხედვით შეიძლება 12 მილიონს მიაღწიოს.

დაამატეთ მტკიცებულება იმის შესახებ, რომ პარკინსონის დაავადება ნაწლავებში მიკრობების ცვლილებით იწყება, რომელიც ჩვეულებრივ გარე სამყაროს მავნე ნივთიერებების, პესტიციდების და მედიკამენტების ზემოქმედებით ზიანდება. ამ ფაქტის გათვალისწინებით დაავადებულთა რიცხვი შეიძლება გაცილებით მეტი იყოს.

რა უნდა გავაკეთოთ?

„გასულ საუკუნეში საზოგადოებამ პოლიმიელიტის (ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების ანთება), ძუძუს სიმსივნის და აივ-ინფექციის სხვადასხვა ხარისხის პანდემიის განვითარების შეფერხება წარმატებით შეძლო“ – ამბობს რეი დორსი, როჩესტერის სამედიცინო ცენტრის (აშშ) ნევროლოგი.

ის მკვლევარებს, დაავადებასთან დაკავშირებულ პაციენტებს, ასევე რისკის ჯგუფის მქონე ადამიანებს მოუწოდებს პრევენციულ საშუალებებზე ცნობიერება აიმაღლონ, ფინანსები მოიზიდონ, მკურნალობის და ზრუნვის ახალი მეთოდების კვლევასა და განვითარებაზე იზრუნონ.