ხის საცურაო კოსტუმი, გალია ბავშვებისთვის და XX საუკუნის სხვა გამოგონებები, რომლის შესახებაც არც კი გსმენიათ

0
27

პირველი და მეორე მსოფლიო ომების ისტორიული პერიოდი შეიძლება დიდი დანაკარგების პერიოდი ყოფილიყო, თუმცა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენების, შემოქმედებისა და ახალი იდეების ეპოქა. პენიცილინის, ვერტმფრენის და ტელევიზიების პარალელურად, ამ წლების გამომგონებლებმა მსოფლიოს ძალიან ექსცენტრული და სასაცილო ნივთები აჩუქეს, რომელთაგან ზოგიერთს დღეს განვიხილავთ.

სათვალეები საწოლშ კითხვისთვის (1936)

ჰამბლინ სათვალე იმ ადამიანებისთვის იყო რომლებსაც უყვარდათ საწოლში კითხვა, ან მათთვის, ვინც ამას მჯდომარე პოზიციაში ვერ აკეთებდა. ერთი შეხედვით, ყველაფერი ძალზედ მარტივია – სარკეების დახმარებით გვერდებზე სიტყვები აისახა. მკითხველმა შეიძლება ისიამოვნოს წიგნის კითხვისას და არ დაეძაბება კისერი. საინტერესოა, რატომ არ მოაღწია ჩვენამდე?

გაზისგან დამცავი ბავშვის ეტლი (1938)

მეორე მსოფლიო ომის დროს, დიდი ბრიტანეთის ქალაქების ქუჩებში ასეთი ნივთები არ ყოფილა გასაკვირი, ეს აუცილებელი იყო უსაფრთხოებისთვის.

გალია იმ ბავშვებისთვის, რომლების მშობლებსაც დრო არ აქვთ მათ გასასეირნებლად (1937)

ერთის მხრივ, გალიაში ბავშვების ჩასმის იდეა არ ჩანს კარგად, მეორეს მხრივ – რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც ბავშვს სჭირდება სუფთა ჰაერზე გასეირნება და დედას ამის დრო არ აქვს?

მოსაწევი ორისთვის

სავარაუდოდ ეს რომანტიულად ითვლებოდა. გარდა ამისა, მწეველთა რიცხვი ორჯერ ნაკლები იყო.

რადიო-ქუდი (1931)

ქუდი აღჭურვილი იყო არა მხოლოდ რადიოთი, არამედ დინამიკით. ის გახლდათ თანამედროვე პორტატული მიმღები ყურსასმენებით.

ერთადგილიანი მოტოციკლი (1931)

იტალიელი გამომგონებლის გოვენტტოს დე უდინეის  ექსპერიმენტის შედეგი იყო ეს ავტომანქანა.

ათბორბლიანი ავტომანქანა (1936)

ამ მანქანას შეძლო ძალიან ცუდ გზებზე და  ფერდობებზე სიარული.

დასაკეცი ხიდი (1926)

ეს გამოიგონა ჰოლანდიელმა ლ.დეზოვმა. ხიდი 10 ადამიანს იტევდა, მაგრამ დიზაინი იმდენად რთული იყო, რომ იგივე 10 ადამიანი სჭირდებოდა მის დაშლას და აკეცვას.

გასაჭიმი ავტობუსის ქარავანი (1934)

ეს იყო ნამდვილი ფრანგული ინჟინერიის სასწაული, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით იგი საერთოდ ვერ გამოიყენებოდა.

გასაბერი ნავი ჩექმებით (1915)

ჰოლანდიელ გამომგონებლებს სურდათ მეთევზეებისა და მონადირეების სურვილები დაეკმაყოფილებინათ და სწორედი ასეთი რამ გამოიგონეს.

ავტომობილი ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის (1924)

გამოგონება პარიზიდან მოდის. მასზე მიმაგრებული ბადე მთვრალ ადამიანებს იცავდა.

დამცავი პლასტიკური კონუსი (1939)

სიცივეში ასეთი რამ იდეალურად იცავდა სახეს. ეს შექმნეს კანადელმა დიზაინერებმა.

ხის საცურაო კოსტუმები (1929)

ვაშინგტონის დიზაინერებმა სცადეს საცურაო აუზი უსაფრთხო ადგილი გამხდარიყო და შეიმუშავეს ხის საცურაო კოსტუმები.

ბავშვის დამჭერი (1937)

საოჯახო ფასეულობა ყოველთვის პრიორიტეტულია და არ არის გასაკვირი, რომ ამას, ახალგაზრდა მშობლების გაერთიანება შეეძლო.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი