20 ნივთი, რომელთაც როგორც წესი სარეცხ მანქანაში არავინ რეცხავს და ძალიან ცდება.

1892
20 რამ, რომელთაც სარეცხ მანქანაში არავინ რეცხავს და სულ ტყუილად
20 რამ, რომელთაც სარეცხ მანქანაში არავინ რეცხავს და სულ ტყუილად

იცით თუ არა, რომ სარეცხ მანქანას სახლის დალაგებაში უფრო მეტად შეუძლიათ დაგეხმაროთ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს? მაგალითად, მასში შეგიძლიათ გარეცხოთ საშხაპე ფარდა, რეზინის ხალიჩა და ტყავის ჩანთაც კი.დღეს ამ და უფრო მოულოდნელი ნივთების შესახებ გიამბობთ, რომელთა სარეცხ მანქანაში გარეცხვა შეგიძლიათ.

სპორტული მოწყობილობა

დამცავი აქსესუარები ყოველი ვარჯიშის შემდეგ ჭუჭყიანდება და ოფლს იწოვს. ბევრმა მისი სწორად გარეცხვა არ იცის. ყველაზე მარტივია სარეცხი მანქანა გამოიყენოთ: წინასწარ შეკარით, ან თხელ ტომარაში მოათავსეთ, რბილი სარეცხი საშუალება და დელიკატური რეჟიმი გამოიყენეთ. სარეცხ მანქანაში სპორტული ჩანთის გარეცხვაც შეგიძლიათ.

იოგის და სააბაზანოს ხალიჩა

რეზინის ხალიჩა მუდმივად გარეცხვას საჭიროებს. რამდენიმე პირსახოცთან ერთად მოათავსეთ, დელიკატური რეჟიმი ჩართეთ და სარეცხი საშუალება არ გამოიყენოთ. მთავარია – არ დაგავიწყდეთ, ასეთი ნივთები მხოლოდ ცივ წყალში უნდა გარეცხოთ და მხოლოდ სუფთა ჰაერზე გააშროთ.

რბილი და პლასტმასის სათამაშოები

ბაქტერიების დიდი ნაწილი ბავშვების საყვარელ სათამაშოებზე მდებარეობს, ამიტომ მათი გარეცხვა არ დაგავიწყდეთ. შემადგენლობა შეისწავლეთ:  თუ შიგნით სინთეტიკური ბამბაა, შეგიძლიათ სარეცხი მანქანა თამამად გამოიყენოთ. ამისთვის სათამაშო სარეცხ ტომარაში მოათავსეთ, 2-ჯერ ნაკლები სარეცხი საშუალება გამოიყენეთ და დელიკატური რეჟიმი ჩართეთ. იგივე პლასტმასის და სილიკონის სათამაშოებს ეხებათ.

ტყავის და მრავალჯერადი პროდუქტების ჩანთა

ეკოლოგიაზე ბევრი ადამიანი ზრუნავს. ისინი ერთჯერადი ცელოფნის ნაცვლად მრავაჯერადი გამოყენების პროდუქტების ჩანთას იყენებენ. ქსოვილის და ვინილის პროდუქტია შეგიძლიათ სარეცხ მანქანაში გარეცხოთ: რბილი სარეცხი საშუალება, დელიკატური რეჟიმი და დაბალი ტემპერატურა გამოიყენეთ. ამ პრინციპით ტყავის ჩანთა გარეცხეთ.

საშხაპე ფარდა და ნეჭა

სარეცხ მანქანაში შეგიძლიათ სააბაზანოს ღრუბელი, ნეჭა და საშხაპე ფარდა გარეცხოთ. უმჯობესია ეს ნივთები დიდ პირსახოცთან ერთად გარეცხოთ. მცირე რაოდენობის სარეცხი საშუალება და სტანდარტული რეჟიმი გამოიყენეთ.

ცხოველების საწოლი და თასმა

გარეცხვის წინ შინაური ცხოველის საწოლი მტვერსასრუტით გაწმინდეთ, თასმა კი ტომარაში უნდა მოათავსოთ. რეცხვისთვის სტანდარტული რეჟიმი გამოიყენეთ.

უგები და კეტები

უგები დელიკატურ რეჟიმში, ცივ წყალში გარეცხეთ. სარეცხ მანქანაში მოთავსებამდე კეტები გაწმინდეთ, ჭუჭყი მოაშორეთ, თასმები მოხსენით და ტომარაში მოათავსეთ. საუკეთესო ეფექტისთვის სპორტული ფეხსაცმელი ცივ წყალში, რამდენიმე პირსახოცთან ერთად დელიკატურ რეჟიმში გარეცხეთ.

ქუდები და თმის აქსესუარები

ასეთი ნივთები ცივ წყალში, დელიკატურ რეჟიმში გარეცხეთ. აუცილებლად სარეცხ ტომარაში მოათავსეთ. გამონაკლისი: არ გარეცხოთ ქუდი, მისი წინა ნაწილი მუყაოსგან არის დამზადებული.

მაუსის დასაფენი და ღილაკები

კლავიატურის ღილაკები სპეციალურ ტომარაში მოათავსეთ. ასევე მაუსის დასაფენიც არ დაგავიწყდეთ – ის ყველაზე ბინძური ადგილია. დელიკატური რეჟიმი და თბილი წყალი გამოიყენეთ, ღია სივრცეში, სუფთა ჰაერზე გააშრეთ.

სამზარეულოს მოწყობილობები

სილიკონის დასადები და დამჭერი შეგიძლიათ სარეცხ მანქანაში ჩვეულებრივ რეჟიმში გარეცხოთ – თბილ წყალში და რამდენიმე პირსახოცთან ერთად.

ამ სიამ გაგაოცათ თუ უკვე იცოდით, რომ მათი სარეცხ მანქანაში გარეცხვა შეიძლებოდა?