დედის წერილი: ვიცი, რომ შენთვის ზედმეტი ტვირთი გავხდი და ელოდები, როდის წავალ

3
10056
დედის წერილი: ვიცი, რომ შენთვის ზედმეტი ტვირთი გავხდი და ელოდები, როდის წავალ
დედის წერილი: ვიცი, რომ შენთვის ზედმეტი ტვირთი გავხდი და ელოდები, როდის წავალ

დამაფიქრებელი წერილი შვილს დედისგან, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს:

„ოდესღაც ჩემს მკლავებში ნუგეშს ეძებდი, შიშის დროს ხელებში მივარდებოდი და სახეს ჩემს თმაში მალავდი. ამბობდი, რომ ძალიან გიყვარვარ და ჩემი დაკარგვის გეშინია.

აკანკალებული ხმით მეკითხებოდი: „დედიკო, შენ ხომ არასდროს მიმატოვებ?“

ერთად ვხატავდით პეპლებს, ვრთავდით სახლს, ვაცხობდით ორცხობილას. ლამაზი, მოხდენილი, ახალგაზრდა დედით ამაყობდი.

დამპირდი, რომ გაიზრდებოდი და ჩემზე ისე იზრუნებდი, როგორც მე შენზე. დღეს ჩემი არსებობაც კი გაღიზიანებს. ბრაზდები, რადგან უსუსური და ბებერი გავხდი.

შენს სახლში ჩემი დანახვა არ უხარიათ. ერთი სული გაქვს, როდის წავალ.

უკვე ვეღარ ვგრძნობ, რომ გიყვარვარ. მგონია, რომ შენთვის ტვირთად გადავიქეცი. მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ, როცა დახმარება გჭირდება, მაგრამ როცა მე მჭირდება დახმარება, შენ ათასობით მიზეზს ეძებ…

შენი შეწუხება, საკუთარი პრობლემებით თავის მობეზრება არ მინდა, მაგრამ მე დავბერდი, ძველებური ძალა დავკარგე, მარტოსული ვარ და მეშინია.

დიდი ხნის განმავლობაში ჩემი პრობლემისა და საზრუნავისგან შენს დაცვას ვცდილობდი, მაგრამ დრო მოვიდა, როცა მათთან გამკლავება მიჭირს.

მსურდა, რომ თავი უსაფრთხოდ გეგრძნო, რომ ზრდასრული სამყაროს პრობლემები რაც შეიძლება გვიან შეგხებოდა, რომ უზრუნველი ბავშვობა, ახალგაზრდობა დიდხანს გაგრძელებულიყო.

ცრემლებს, დარდს, გაღიზიანებას ვმალავდი. ვიცოდი, ერთხელ საკუთარ ოჯახს შექმნიდი და შენი ცხოვრება შეიცვლებოდა, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ საკუთარი შვილისთვის ტვირთი გავხდებოდი.

ღმერთს ჯანმრთელობას ვთხოვ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა შევძლო და ჩემი არსებობით შენი ყოფა არ დავამძიმო.

გრძნობა, რომ ყველაზე ახლობელი და სანუკვარი ადამიანისთვის ტვირთი ხარ, ყველაზე დიდ ტკივილს მაყენებს, ვიდრე ნებისმიერი დაავადება. თითქოსდა, სიბერესთან ერთად არა მხოლოდ ძალას და ჯანმრთელობას კარგავ, არამედ ყველაზე ძვირფას ადამიანებსაც.

მაპატიე, რომ ხშირად ვწუწუნებ. სიბერე და მრავალი დაავადება მაშინებს და წყობიდან გამოვყავარ. მაპატიე, რომ ვტირი, როცა დახმარებას ვითხოვ და სტუმრად დაუპატიჟებლად მოვდივარ.

მაპატიე, თუ თავს უხერხულად გაგრძნობინებ, შენს გეგმებს ვარღვევ, შენს ცხოვრებას არ შევესაბამებები. ძალიან მინდა ის დრო დაბრუნდეს, როცა ახალგაზრდა, ლამაზი, სიცოცლით და ენერგიით აღსავსე ვიყავი. მაგრამ, არ შემიძლია.

სიყვარულით, შენი დედა!”

თქვენზე ამ შეტყობინებამ როგორი შთაბეჭდილება მოახდინა?

3 კომენტარები

  1. დედაჩემი 85 წლისა, როგორც ყველა ამ ასაკში რათქმა უნდა დახმარებას საჭიროებს, რომ დაიინებს სულგანაბული ვუსმენ მის სუნთქვას ღAმის განმავლობაში რამოდენიმეჯერ. არ მინდა გაუჭირდეს რამე და მე არ ვიყო ან მეძინოს. მინდა დიდხანს მყავდეს ის შემთვის დღესაც ყველაზე ლამაზი და საყვარელია.

  2. ,,თავსაფრიანი დედაკაცი” გამახსენდა. დედის სიყვარული არ ისწავლება, ამას უნდა გრძნობდე. იმაზე მეტი ბედნიერება რა არის, დედა რომ ცოცხალი გყავს… შარშან დედაჩემი 82 წლის გახდა, დილით მივულოცე,,დედა, გილოცავ დაბადების დღეს…” მან მიპასუხა: ,,შენც გილოცავ, დედა, დედა რომ გყავსო” მივხვდი, რომ ჩემთვის მოსალოცი უფრო იყო. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს მშობლები. ისე, ჩვენც დავბერდებით!

    ]

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი