12 მარტივი ფაქტი სამყაროს შესახებ, რომელთა არ ცოდნა უბრალოდ სირცხვილია

2540
12 მარტივი ფაქტი სამყაროს შესახებ, რომელთა არ ცოდნა უბრალოდ სირცხვილია
12 მარტივი ფაქტი სამყაროს შესახებ, რომელთა არ ცოდნა უბრალოდ სირცხვილია

ზოგადი განათლება ფართო კონცეფციაა. თუმცა არსებობს რაღაც, რაც ყველამ უნდა იცოდეს. სწავლა – სინათლეა, უსწავლელობა – სიბნელე, ამბობს ბრძნული გამონათქვამი. ზოგჯერ ცოდნას ჩვენი ცხოვრების გადარჩენა ნამდვილად შეუძლია.

აი, 12 ფაქტი სამყაროს შესახებ, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს. ზოგიერთი მათგანი სერიოზული უსიამოვნების დროს დაგეხმარებათ, ზოგი კი – ყოველდღიურ ცხოვრებას გაამარტივებს.

1.ოქროს თევზი სპეციალურ პატარა აკვარიუმში არ უნდა გყავდეთ.

ეს თევზები სახლის ნამდვილ გაფორმებას წარმოადგენენ, მაგრამ პატარა აკვარიუმი მათ ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევს. ასეთ სივრცეში საკმარისი სუფთა ჰაერი არ აქვთ. ამასთან თვითგაწმენდის პროცესისთვის ცოტა წყალია.

2.გულის შეტევის დროს ასპირინი რომ დაგეხმაროთ, ტაბლეტი უნდა დაღეჭოთ.

ასპირინი გულის შეტევის დროს პირველ დამხმარედ ფართოდ არის ცნობილი. ადამიანების უმეტესობა არ იცის, რომ მისი დაღეჭვა უფრო ეფექტურ შედეგს იძლევა, ვიდრე გადაყლაპვა. ასე ასპირინი სისხლში სწრაფად იხსნება და დაუყონებლივ მოქმედებს.

3.წყლის კოშკები არა მხოლოდ წყლის შესანახად, არამედ წნევის შესანარჩუნებლად გამოიყენება.

წყალსაწნევი კოშკი მოქმედებს როგორც ღია სახმელეთო რეზერვუარი, რომელიც ზეწოლის ხარჯზე წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს. სუფთა, გაწმენდილი წყალი კოშკში გროვდება, სადაც დიდ რეზერვუარში ინახება.

როცა ქალაქს წყალი სჭირდება, წყლის მილებს მაღალი წნევის უზრუნველსაყოფად სიმძიმის ძალად იყენებენ.

4.პოლაროიდის სურათების შენჯღრევა საჭირო არაა.

ამას სურათის სწრაფად გასაშრობად აკეთებენ. მაგრამ კომპანია ირწმუნება, რომ ახლა საღებავის ხარისხი მაღალია და დამატებითი ზემოქმედება არ სჭირდება. სურათი წამიერად შრება.

5.საჭირო არაა 24 საათს დაელოდოთ, რომ ადამიანზე ძებნა გამოაცხადოთ.

ასე მხოლოდ ფილმებში ხდება. ცხოვრებაში კი ყოველი წამი მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, პოლიციას თამამად მიმართეთ.

6.ანტიბიოტიკები ვირუსებზე არ მოქმედებენ.

ანტიბიოტიკი მნიშვნელოვანი მედიკამენტია, მაგრამ მისი უმიზეზოდ მიღება არ შეიძლება. ის მხოლოდ ბაქტერიებს კლავს და ვირუსით გამოწვეული გაციების და გრიპის დროს სრულიად უსარგებლოა.

7.ძირტკბილას გამოყენებამ შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული გართულება გამოიწვიოს.

2 კვირის განმავლობაში ყოველდღე 57 გრამზე მეტი ძირტკბილას გამოყენება არტერიულ წნევას ზრდის და გულის რიტმის დარღვევას იწვევს. ძირტკბილას შემადგენლობაში გლიცირიზინი შედის, რომელსაც ორგანიზმიდან კალიუმი გამოაქვს.

8.დახურულ შენობაში გრილის გამოყენება სახიფათოა.

ნახშირბადის მონოქსიდი (CO) უფერო, უსუნო გაზია, რომელიც გრილში შეწვის დროს იქმნება. მაშინაც კი, როცა გრილი მთლიანად გამორთულია, ნახშირბადის მონოქსიდის წარმოება კიდევ რამდენიმე საათი გრძელდება. უფერო გაზი ადამიანის სხეულში ჟანგბადის ნორმალურ მიმოქცევას ბლოკავს.

9.წყალში დახრჩობა ისე არ ხდება, როგორც ფილმებში.

სინამდვილეში არავინ ყვირის და ხელებს აქეთ-იქით არ ისვრის. აი, ძირითადი რეალური ნიშნები:

  • თავი ქვემოთ წყალში მდებარეობს, პირი წყლის დონეზე;
  • თავი უკან გადაწეულია, პირი ღია;
  • თვალები მინისებრი და ცარიელია, ფოკუსირებას ვერ ახდენს;
  • თვალები დახუჭულია;
  • თმა შუბლზე ან თვალებზე ჩამოყრილია;
  • გარკვეული მიმართულებით ცურვის მცდელობის მიუხედავად ადამიანი წინ ვერ მიიწევს;
  • ზურგზე გადაბრუნების მცდელობა;

10.მუცლის პრესის სტანდარტული ვარჯიშით პრესის დაყენებას ვერ შეძლებთ.

6 კუბი პრესის დანახვა გაგიჭირდებათ, თუ მხოლოდ მუცლის პრესის ვარჯიშებს შეასრულებს. აქ კომპლექსური მიდგომაა საჭირო.

11.ინსულტის ნიშნები ქალებსა და კაცებს სხვადასხვანაირი აქვთ.

ინსულტის ნიშნები ქალებში:

  • გონების დაკარგვა;
  • ზოგადი სისუსტე;
  • გართულებული სუნთქვა;
  • სიტყვების არევა ან დეზორიენტაცია;
  • ქცევის მოულოდნელი ცვლილება;
  • გულისრევა ან ღებინება;
  • კრუნჩხვები;
  • ბოყინი;

ინსულტის ზოგადი ნიშნები ორივე სქესისთვის:

  • მოულოდნელი დაბუჟება ან სახის, ხელის ან ფეხის სისუსტე, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეს;
  • მოულოდნელი მეტყველების ან აზროვნების პრობლემა;
  • ერთ ან ორივე თვალში მხედველობის მოულოდნელი პრობლემა;
  • სიარულის, თავბრუსხვევის, ბალანსის დაკარგვის ან კოორდინაციის მოულოდნელი პრობლემები;
  • მოულოდნელი ძლიერი თავის ტკივილი ყოველგვარი მიზეზის გარეშე.

12.გრენლანდიაში უფრო მეტი თოვლია, ვიდრე ისლანდიაში.

ეს შეიძლება მოულოდნელი რამ იყოს, მაგრამ გრენლანდიის 80% ფართობი ყინულით არის დაფარული. ისლანდიაში მიწა უფრო რბილია, ვიდრე გრენლანდიაში. სახელი ვიკინგებმა შეარქვეს იმის გამო, რაც პირველად დაინახეს, მაგრამ ეს რეალობას არ შეესაბამება.

ამ ფაქტებიდან თქვენ რომელი იცოდით?