არქეოლოგებმა 500 წლის წინანდელი ბიუსჰალტერი აღმოაჩინეს. მისი გამოყენება ხალხმა ჯერ კიდევ მაშინ იცოდა.

1694
არქეოლოგებმა 500 წლის წინანდელი ბიუსჰალტერი აღმოაჩინეს. მისი გამოყენება ხალხმა ჯერ კიდევ მაშინ იცოდა.
არქეოლოგებმა 500 წლის წინანდელი ბიუსჰალტერი აღმოაჩინეს. მისი გამოყენება ხალხმა ჯერ კიდევ მაშინ იცოდა.

მერი ფელფსი იაკობსი ქალის ტანსაცმლის ისტორიაში ცნობილი სახელია. ის თანამედროვე ბიუსჰალტერის გამომგონებლად ითვლება, რადგან პატენტი ჯერ კიდევ 1914 წელს გააფორმა. მანამდე ქალებისთვის ერთადერთი ვარიანტი კორსეტი იყო, უფრო სწორად ასე ეგონათ.

ცოტა ხნის წინ ავსტრალიის უძველეს ციხეში გაკეთებულმა აღმოჩენამ დაამტკიცა, რომ ბიუსჰალტერი მე-19 საუკუნის გამოგონება ნამდვილად არაა. ციხესიმაგრეში დაახლოებით 500 წლის წინ შექმნილი ბიუსჰალტერი იპოვეს.ის იმ პერიოდით თარიღდება, როცა დედამიწაზე ჯერ კიდევ ლეონარდო და ვინჩი დადიოდა.

აღმოჩენამ აჩვენა, რომ ბიუსჰალტერი არა თუ უფრო ადრე შეიქმნა, არამედ „სექსუალურიც“ იყო. ძველი სკოლის ბიუსჰალტერი მაქმანით იყო გაფორმებული.

ლანგბერგის ციხესიმაგრის ხედი აღმოსავლეთ ტიროლში, ავსტრალიაში. ადგილი, სადაც ცოტა ხნის წინ სასიამოვნო აღმოჩენა გაკეთდა.

აქ, ფარულ სამალავში 500 წლის წინ დამზადებული ბიუსჰალტერი აღმოაჩინეს.

ნივთი უკვე შელახულია, მაგრამ ნათლად ჩანს რომ თანამედროვე ბიუსჰალტერს ძალიან ჰგავს.

ქვედა საცვლის რთული ნივთი არც ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ის კარგად გაფორმებული იყო, რომ მფლობელისთვის სექსუალური მიმზიდველობა მიენიჭებინა.

ბიუსჰალტერთან ნაკრებში ეს ტრუსი მოდიოდა და მისი მაქმანებიანი დეტალი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.

„პრევიქტორიანული საიდუმლო“

ასევე დიდი ზომის შარვალი აღმოაჩინეს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია ეს ნივთი ქალს თუ კაცს ეკუთვნოდა.

თეთრეულის ქსოვილის ოთხი ბიუსჰალტერის აღმოჩენამ ისტორიაში ცვლილებები შეიტანა, რადგან ადრე ითვლებოდა რომ ბიუსჰალტერების გამოყენება მხოლოდ საუკუნის წინ დაიწყეს.

ინტერნეტ სივრცის ზოგიერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ ქვედა საცვლების ეს ნივთები რაქელ უელჩის ჩაცმის სტილს აგონებთ ფილმიდან „მილიონი წელი ჩვენს ერამდე“.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აქ ნივთები 1480 წელს ციხესიმაგრის რესტრუქტურიზაციის დროს შეინახეს.

საინტერესო, რომ ჯერჯერობით მსგავსი არაფერი ნაპოვნი არ იყო. რას ფიქრობთ, ეს პანტალონი (შარვალი) ვის ეცვა?