12 მიზეზი, თუ რატომ არის ლომი საუკეთესო მშობელი და მეუღლე

3267
12 მიზეზი, რატომ არის ლომი საუკეთესო მშობელი და მეუღლე
12 მიზეზი, რატომ არის ლომი საუკეთესო მშობელი და მეუღლე

ლომი ზოდიაქოს განსაკუთრებული ნიშანია. ერთი შეხედვით, ძლევამოსილი ადამიანია, რომელსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს, მაგრამ მას მეორე მხარეც აქვს, რომლის შესახებ ცოტამ თუ იცის…

ერთგული, საიმედო, თავდაჯერებული და სიცოცხლის მოყვარული ლომი შესანიშნავი მშობელი და მეუღლე ხდება. ლომი საკუთარ მოვალეობას თავს შესანიშნავად ართმევს.

აი, რატომ უნდა გიყვარდეთ ლომი:

ისინი ერთგულები არიან

ლომი ძალიან ერთგული და ლოიალურია. არავისთან მეგობრობს მოგების მისაღებად ან პრობლემის გასაჭრელად. ამასთან, ლომი ხანგრძლივ და ნამდვილ მეგობრობას აფასებს, რომელთან ერთადაც „დაზვერვაზე“ წასვლა შეუძლია. მათ პირზე ენის დაჭერა შეუძლიათ, როცა ეს საჭიროა.

ლომი მეგობრის ცილისწამების უფლებას არავის მისცემს. თავისი „სიამაყის“ წევრებს ყოველთვის დაიცავს, განსაკუთრებით იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც მათ წრეს არ ეკუთვნიან.

ისინი ამბიციურები არიან

ლომი წარმოუდგენლად ამბიციურია. ბრძოლაზე გიჟდება. ყოველთვის ოდნავ არარეალურ მიზნებს ისახავს და სასურველის მიღწევამდე იბრძვის. რაც მთავარია, იცის თუ რა სურს და საბოლოო მიზანს რა წარმოადგენს.

ლომისთვის საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ თავის გრძნობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არ გაუმართლებს, კიდევ ერთხელ ცდის. თუ კვლავ არ გაუმართლებს, მცდელობას კვლავ უფრო მეტი ძალისხმევით გააგრძელებს. ამასთან ყოველთვის ახსოვს, თუ ვინ დაეხმარა და მადლიერების გრძნობა ახასიათებს.

ლომი საიმედოა

ამბიციურობა ადამიანის მნიშვნელოვანი თვისება არაა. მათი მთავარი თვისება საიმედოობაა. ლომთან ნებისმიერი ადამიანი თავს დაცულად იგრძნობს.

ლომი სხვებს თავდაჯერებულობას ანიჭებს

ლომი ადამიანია, ვისაც რჩევისთვის უნდა მიმართოთ, როცა რაიმე საკითხში ეჭვი გეპარებათ. როცა მეგობარი ორჭოფობს საკუთარი საქმე დაიწყოს, თუ კომპანიაში მუშაობა გააგრძელოს, ლომი ურჩევს ორივე გამოსცადოს, რადგან არავინ იცის, თუ რა მოხდება. ეს მარტივი ჭეშმარიტება ლომის მეგობრებს სამსახურის პოვნაში ეხმარება.

ლომს სურს, რომ მისი ახლობლები ბედნიერები იყვნენ. ლომი საკმაოდ შეუპოვრად მეგობრებს მოქმედებისკენ უბიძგებს. მათ სურთ, რომ მეგობრებმა საკუთარ ოცნებებზე უარი არ თქვან და წინსვლა გააგრძელონ.

ლომთან ყოველთვის მხიარულებაა

ლომის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნილება ყურადღება ცენტრში ყოფნაა. თუ ოთახში შესვლის დროს ყურადღებას არავინ აქცევს, ძალიან იმედგაცრუებული იქნება.

სწორედ ამიტომ, ლომი ყოველთვის შთამბეჭდავ ისტორიებს ჰყვება და ადამიანების გაცინებაზე გიჟდება. დროის კარგად გატარება უყვარს ადამიანებთან, რომელთაც ლომი არ უყვარს, მაგრამ პატივსცემენ.

ლომი ცხოვრებაზე გიჟდება

ლომს ცხოვრების მიმართ იმხელა სიყვარული აქვთ, რომ ახალი რამეების გამოსაცდელად და ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად ყველაფრისთვის მზადაა. ლომს ქუჩის ახალი უცნაური საკვების გასინჯვა, მთაზე ფეხით ასვლა, ვისკის დალევა და ღამით მოციმციმე ვარსკვლავების ყურება უყვარს.

მისი ნება რომ იყოს, ყოველდღე იმოგზაურებდა. სურს, რომ ცხოვრება იმდენად ფერადი იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია.ლომს კომფორტის ზონის დატოვება არ აშინებს. ფინანსური უსაფრთხოება არ სჭირდება.

ნათელი მხარის არსებობის ყოველთვის სჯერა

ლომი უიმედო ოპტიმისტია. ის ზაფხულის ცხელ წერტილში დაიბადა, ანუ იდეალურ დროს იმისთვის, რომ უზრუნველი, მგრძნობიარე და მხიარული იყოს. ასე რომ, იცოდეთ ლომი საკუთარი თავის მიმართ რწმენას არასდროს დაკარგავს.

ლომი ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალს იპოვის

ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშანი შეიძლება უფრო ორგანიზებული იყოს. დაგეგმვა ლომს არ უყვარს. მაგრამ ყოველგვარი სცენარის გარეშე „ცხოვრების“ თამაშზე უარს არ იტყვის.

მტკიცედ სწამს, რომ სწორი არჩევანის აქ და ახლა გაკეთება, მთავარია. სპონტანურობაზე გიჟდება. თუ არაორგანიზებულობის გამო პრობლემები შეხვდებათ, იციან, რომ როგორმე გამოძვრებიან.

ლომი გულახდილია

ლომი იშვიათად იტყუება. ახლობლებს კი საერთოდ არასდროს ატყუებს. და რაც მთავარია: ლომი საკუთარ თავს არ ატყუებს. სწორედ ამიტომ, ზურგს უკან თქვენზე არასდროს იჭორავებს. თუ რამე არ მოსწონს, სახეში ამას პირდაპირ გეტყვით.

ლომს შესანიშნავი კავშირები აქვს

ლომმა ყველა ადამიანი იცის და ახალ ნაცნობებს ადვილად იძენს. ლომი ნამდვილი სოციალური პეპელაა. ნებისმიერ ადამიანთან საუბრის დაწყება ადვილად შეუძლია. შემდეგ კი მათთან ღრმა და ხანგრძლივ ურთიერთობას მარტივად ამყარებს.

სწორედ ამიტომ, თუ პრობლემები გაქვთ, ლომს დახმარებისთვის მიმართეთ. შეიძლება ჰყავდეთ „ნაცნობი“, რომელიც პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.

ლომს მთელი გულით უყვარს

ლომის გული არის ადამიანის გული, რომელსაც მხოლოდ გულწრფელად, ვნებიანად, ულაპარაკოდ და უკან მოხედვის გარეშე უყვარს.

მტკიცედ სწამს, რომ თუ უნდა შეიყვაროს მხოლოდ დედოფალი, თუ უნდა მოიპაროს, მხოლოდ მილიონი. სწორედ ამიტომ, თუ თქვენი პარტნიორი ლომია, შეგიძლიათ არ კითხოთ, უყვარხართ თუ არა მას. რომ არ უყვარდეთ, სიყვარულის ფანტაზიორობას არ დაიწყებდა.

უბრალოდ არ შეუძლია იმ ადამიანის გვერდით ყოფნა, ვინც მის გულში ცეცხლს ვერ ანთებს. სამწუხაროდ, ყოველთვის სწამს, რომ თავგანწირული სიყვარული ორმხრივია.

დაბადების დღის აღსანიშნავად, შესანიშნავ დროს დაიბადნენ

დაბადების დღის აღსანიშნავად ივლისის ბოლო და აგვისტოს შუა რიცხვამდე უკეთესი დრო არ არსებობს. ქუჩაში სითბო და მზიანი ამინდია, მეგობრები მოუთმენლად ელოდებიან, რომ ქალაქგარეთ მწვადების შესაწვავად წავიდნენ. ამაზე უკეთესი დრო არსებობს?

წვეულების ორგანიზებას ლომი საკუთარ თავზე იღებს და ყველაფერს წინასწარ გეგმავს.

ასე რომ, თუ გაგიმართლათ და თქვენი მეგობარი, შეყვარებული, მეუღლე, მშობელი ან თანამშრომელი ლომია, უბრალოდ ისიამოვნეთ. თქვენ საიმედო ხელში ხართ.