პოზები და ვარჯიშები რომელიც სქოლიოზის სამკურნალოდ გამოიყენება.

8388

ბევრი ადამიანი შეცდომით ფიქრობს, რომ ზრდასრულ ასაკში სქოლიოზის გასწორება შეუძლებელია. ეს პათოლოგია მხოლოდ ახალგაზრდობაში უნდა გამოსწორდეს. მათი აზრით, ზრდასრული ადამიანის ძვლები დიდი ხანია უკვე ჩამოყალიბდა და მყარი გახდა. მაგრამ ასე ნამდვილად არაა. ჩონჩხის შეცვლა მთელი ცხოვრების მანძილზე შესაძლებელია!

ვარჯიშები სქოლიოზის დროს

კარგი დგომით თავის შექება ბევრს არ შეუძლია! სამწუხაროა, მაგრამ გამრუდებული ხერხემლის პრობლემა სულ უფრო ხშირად გვხვდება. პათოლოგიურ მდგომარეობას ტკივილი, დისკომფორტი და გარეგნული ცვლილებები მოჰყვება. ამასთან თავის ტკივილები ხშირდება, მხედველობა უარესდება, ზურგი და ფეხები დეფორმირებული ხდება, შინაგანი ორგანოები იტანჯება, ხოლო დაღლილობა ნორმალური ხდება.

დარწმუნებული ვარ, რომ ხერხემლის კორექცია ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია. მთავარია, პრობლემა თავის ნებაზე არ უნდა მიუშვათ. დღეს სქოლიოზის სამკურნალოდ მანუალური თერაპევტის, ვიტალი გიტის რეკომენდაციებს გიზიარებთ.

სქოლიოზის დროს ხერხემალი ერთ მხარეს არის გამრუდებული. კუნთების ერთი მხარე ჰიპერტროფიულია, ხოლო მეორე თითქმის უხილავი. ასიმეტრია ხერხემლის დაუბალანსებელი დატვირთვით არის გამოწვეული. ვერტიკალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად, კუნთების ერთი ჯგუფი მუდმივი სტრესის ქვეშ იმყოფება.

მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი დგას თუ ზის, ერთ მხარეს მყოფი კუნთები უფრო გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ. ნებისმიერი დატვირთვის დროს, იქნება ეს სიარული, ცურვა თუ სპორტით დაკავება, დატვირთვა ძლიერება და პრობლემები მწვავდება. ამ დროს ყველა ოსტეოპათს, მანუალურ თერაპევტს და მასაჟისტს ერთი დასკვნა გამოაქვს: სქოლიოზის სპორტით და ჩვეულებრივი ფიზიკური ვარჯიშით გამოსწორება შეუძლებელია, უფრო მეტიც საზიანოა! გამრუდება უფრო გაიზრდება!

სქოლიოზის სამკურნალოდ ტრადიციული მეთოდები არსებობს: სამკურნალო ტანვარჯიში, მასაჟი, სპეციალური კორსეტი, მწოლიარე რეჟიმი და ქირურგია. ზოგჯერ მანუალურ თერაპევტსრამდენიმე პროცედურის შემდეგ ხერხემლის გასწორება შეუძლია, მაგრამ მცირე პერიოდში პრობლემა კვლავ ბრუნდება. მეთოდი არ მუშაობს, რადგან ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში ცვლილებები არ შეაქვს. დადებით შედეგს მიიღებთ, თუ ხერხემლის ჩვეულ პირობებ შეცვლით.

საქმე ორ აუცილებელ პროცედურას ეხება. პირველ რიგში, ისე გააკეთეთ, რომ ხერხემალი დროის დიდი ნაწილი მოღუნული არ იყოს. მეორე მხრივ, კუნთოვანი კორსეტი მაქსიმალურად გაასწორეთ. სამკურნალო პოზები და ვარჯიშები ფრთხილად უნდა შეასრულოთ. ექიმების აზრით, ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი ხერხემალი ნებისმიერ ასაკში გასწორდება.

რეკომენდაციები მემარცხენე სქოლიოზის მაგალითზე განვიხილოთ. მარჯვენა მხარეს გამრუდების შემთხვევაში ყველაფერი ვარჯიში საპირისპირო მხარეს უნდა შეასრულოთ. ექიმთან კონსულტანციის გავლა არ დაგავიწყდეთ.

სამკურნალო პოზები სქოლიოზის დროს

1. სამუშაო ადგილზე ჯდომის დროს მარცხენა დუნდულის ქვეშ მყარი საგანი დაიდეთ. ამისთვის წიგნი ან პენოპლასტის ფილა გამოდგება. სისქე ინდივიდუალურად განისაზღვრება. აქ მთავარ როლს დეფორმაცია, ასაკი, წელის სიგანე და დუნდულებზე ცხიმოვანი დაგროვება თამაშობს. საშუალო სიმაღლე ბავშვებისთვის 1-1,5 სმ-ს, ხოლო მსუქანი ადამიანისთვის 5-6 სმ-ს შეადგენს.

სკოლის მოსწავლეები და უფროსები სამსახურში, სახლში ან საერთოდ ყველგან და ყოველთვის მუდმივად ასე უნდა ისხდნენ. დასადები ხმარებიდან მხოლოდ სრული გამოჯანმრთელების შემდეგ ამოიღეთ. მცირე გამრუდების შემთხვევაში ბავშვები 5 წლამდე ასეთ მყარ საგანზე მაქსიმუმ 1 საათი სხდებიან.

2. როცა ხელთ მყარი საგანი არ გაქვთ, ფეხზე უნდა დაჯდეთ. მარცხენა მხარეს სქოლიოზის შემთხვევაში ფეხი მარცხენა დუნდულის ქვეშ უნდა დაიდოთ. მარჯვენა ხელით შეგიძლიათ სკამის საზურგეს, ან კედელს დაეყრდნოთ.

3. მოღუნვის საწინააღმდეგო მხარეს გადახრას უნდა მიეჩვიოთ. ეს საკმაოდ მარტივია: მარჯვენა ფეხი მოხრილია, მარჯვენა წელის მხარე ქვემოთ დახრილია, მთელი სხეულის დატვირთვა კი მარცხენა ფეხზე ხდება.

ხერხემლის გამრუდების დროს ადამიანი ქვეცნობიერად კომფორტულ პოზას ღებულობს. სამკურნალო პოზა კი საპირისპირო მხარეს უნდა იყოს. ყოველთვის ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორ ზიხართ, დგახართ და საჭირო პოზა მიიღეთ.

ხერხემლის გასწორება ეს საქმის ნახევარია. სქოლიოზი კვლავ რომ არ დაბრუნდეს, კუნთოვანი ასიმეტრია უნდა მოიშოროთ. ატროფირებული კუნთების აღსადგენად, შემდეგი ვარჯიშები რეგულარულად შეასრულეთ.

სამკურნალო ვარჯიშები სქოლიოზის დროს

1. ხელით (მოდუნებული კუნთის მხარეს) უმოძრაო საგანს დაეყრდენით. ზურგის გვერდითა კუნთები და წელი უნდა დაიჭიმოს. დღეში 2-5 წრე 10 დაჭიმვა საკმარისია: 2 წამი დაჭიმვა, 1 წამი დასვენება.

2. დივანზე გვერდზე მოდუნებული მხრიდან დაწექით. ფეხი, რომელიც დივანზე დევს, ოდნავ მოხარეთ, ამავე მხარეს ხელი თავის ქვეშ დაიდეთ. მოდუნებული მხარის ხელით დივანს დაეყრდენით. სხეული ოდნავ წინ გადაწეულია. ფეხი დაღლილობის გაჩენამდე ასწიეთ. შეგიძლიათ დამატებითი დატვირთვა გამოიყენოთ ან შესაწინააღმდეგებლად დამხმარეს ფეხზე ზეწოლა სთხოვოთ.

მთავარ რეკომენდაციას ექიმთან პროფილაქტიკა წარმოადგენს. თვითმკურნალობით შეიძლება გადააჭარბოთ და გამრუდება მეორე მხარეს გადავიდეს.

კომენტარებში თქვენი გამოცდილების შესახებ გვიამბეთ, თუ სტატია მოგეწონათ, თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

იხილეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული სიუჟეტი სქოლიოზის სამკურნალო ვარჯიშების შესახებ.