ეს მარტივი საშუალება ნებისმიერი სახის ჭუჭყს უკვალოდ გააქრობს ფილებიდან .

4038

მე დიასახლისი ვარ და ძალიან მიყვარს, როდესაც სახლში იდეალური სისუფთავეა. სამწუხაროდ, არსებობს ისეთი საკითხები, რომლებიც მთელ ჩემს დროსა და ენერგიას იწირავს.

ერთ-ერთი ასეთი რთული საკითხი – კერამიკული ფილების გაპრიალებაა. ყოველთვის მინდოდა, მიმეგნო ისეთი საშუალებისთვის, რომელიც ამ დავალებას შემიმსუბუქებდა. ხანგრძლივი ძიების შემდეგ ინტერნეტ სივრცეში გამოცდილი დიასახლისის სტატიას გადავაწყდი, რომელიც მკითხველს საკმაოდ ეფექტური საშუალების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. გადავწყვიტე, ეს მარტივი რეცეპტი პირადად გამომეცადა და სიმართლე გითხრათ, მიღებულმა შედეგმა სასიამოვნოდ გამაოცა. ახლა ჩემი სამზარეულოსა და აბაზანის ფილები სისუფთავისგან ყოველთვის ბზინავს!

როგორ გავწმინდოთ ფილები

რა თქმა უნდა, თანამედროვე ბაზარი გვთავაზობს მრავალ სპეციალურ საშუალებას, რომელიც მოცემული პრობლემის გამკლავებაში გვეხმარება, თუმცა მავნე ქიმიური ნივთიერებებით გაჟღენთილი ეს პროდუქტები აზიანებს ჩვენს კანსა და ჯანმრთელოას. სწორედ ამიტომ, გთვაზობთ, დახმარებისთვის ჩვენი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ინგრედიენტებისგან შემდგარ ამ საშუალებას მიმართოთ, რომლის შესახებაც დღეს დეტალურად გიამბობთ [b]ვივიენი[/b].

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 5 ლიტრი წყალი;
  • 1/2 ჭიქა საკვები სოდა;
  • 1/3 ჭიქა ლიმონის წვენი;
  • 1/4 ჭიქა თეთრი ძმარი.

მომზადებისა და გამოყენების წესი:

1.5 ლიტრ წყალში ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით საკვები სოდა და ურიეთ მის სრულ გახსნამდე.

2.მიღებულ ხსნარში მუდმივი მორევის პირობებში ჩაამატეთ ჯერ ლიმონის წვენი, ხოლო შემდეგ თეთრი ძმარი. ქაფის წარმოქმნის შემდეგ მიღებული საშუალების ნაწილი მოათავსეთ სპრეი-ბოთლში, რათა ის უფრო მოსახერხებელი იყოს გამოსაყენებლად.

3.მიაპკურეთ ეს საშუალება ფილების დაბინძურებულ ზედაპირს დიდი რაოდენობით და დატოვეთ სამოქმედოდ 30 წუთით. შემდეგ გააპრიალეთ ფილები ღრუბლის ან ძველი ჯაგრისის გამოყენებით.

4. სიბინძურე, ჭუჭყი და ლაქები უკვალოდ გაქრება! საოცარი ეფექტი მყისიერად თვალსაჩინოა.

გამოცადეთ ეს საშუალება თავად და პირობას გაძლევთ, მისი ეფექტურობა სასიამოვნოდ გაგაოცებთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის.