მან უსახლკაროს საშუალება მისცა კაფეში ემუშავა. 2 კვირის შემდეგ, ის უფრო დიდი სიკეთის მომსწრე გახდა.

5160

ჩვენი ცხოვრების ბედი უკეთესობისკენ, შესაძლოა ერთმა შემთხვევამ შეცვალოს. დღევანდელი სტატიის გმირი აბიგეილ ცეზიუმია, რომელიც მინესოტაში პატარა კაფეს ფლობს.

ცოტა ხნის წინ, გოგონამ კაფეში ერთი უსახლკარო შენიშნა, რომელსაც საჭმლის ფული არ გააჩნდა და კაფეში მჯდომებს თხოვდა. აბიგეილმა ის საჭმელზე დაპატიჟა და კაფეში სამუშაოც შეთავაზა.
თავდაპირველად, უსახლკარო ადამიანს არ ჯეროდა, რომ აბიგეილს მისთვის სამუშაო ქონდა. მისი თქმით, უსახლკაროს გამოჩენა არავის, არცერთ რესტორანს თუ კაფეს არ სურდა, არადა მას სამუშაო ძალიან ესაჭიროებოდა.

აბიგეილმა თავდაპირველად ის ნარჩენების გამტანად დაასაქმა, ცოტა ხანში კი ჭურჭლის მრეცხავად გადაიყვანა. 2 კვირის შემდეგ კაფის მფლობელი გაოცებული იყო იმით, რომ ჭურჭლის მრეცხაობიდან აღებული ფულით, ის მთლიანად ყიდულობდა საჭმელს და უსახლკაროებს ურიგებდა.

ამ ფაქტმა, აბიგეილს ცრემლი მოგვარა და გადაწყვიტა, შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოექვეყნებინა. მისი თქმით, დახმარების ხელის გაწოდებით იქმნება ჯაჭვი, რომლითაც შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ.