თმის სწრაფი ზრდა და სიხშირე ერთ თვეში. ამ ამოცანის შესრულებაში მდოგვი დაგვეხმარება.

2084
ერთ თვეში თმა სქელი და გრძელი გექნებათ. ზედმეტი ლაპარაკის გარეშე, აიღეთ შაქარი
ერთ თვეში თმა სქელი და გრძელი გექნებათ. ზედმეტი ლაპარაკის გარეშე, აიღეთ შაქარი

დიდი ხანია ცნობილია, რომ მდოგვის ფხვნილი თმის ზრდის შესანიშნავი სტიმულატორია. გარდა ამისა, ის ზედმეტ ცხიმს შთანთქავს, კანის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას არეგულირებს.

თუმცა ეს ინგრედიენტი სწორად უნდა გამოიყენოთ, რომ თავის კანი არ გამოაშროთ, ქერტლი და თმის მტვრევა არ გამოიწვიოთ. თუ ალერგიის მიმართ მიდრეკილება ან მგრძნობიარე კანი გაქვთ, მდოგვი ფრთხილად უნდა გამოიყენოთ. ასეთ შემთხვევაში მას ზეითუნის ან ნუშის ზეთი, კვერცხის გული და კეფირი დაუმატეთ.

თმის ნიღბის რეცეპტი მდოგვით

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ მდოგვის ფხვნილი
  • 2 ს/კ ცხელი წყალი
  • 1 კვერცხის გული
  • 2 ს/კ ზეითუნის ან ნებისმიერი კოსმეტიკური ზეთი
  • 2 ჩ/კ შაქარი

მომზადება:

ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. თმის ზრდის ნიღაბი მდოგვით და შაქრით შეგიძლიათ კვერცხის გულის გარეშე მოამზადოთ, თუ მისი სუნი არ გიყვართ. კვერცხი შეგიძლიათ თაფლით ჩაანაცვლოთ.

გამოყენება

ნიღაბი წაისვით, თმა გაყავით, რადგან ძირითად თავის კანზე და თმის ძირებზე მოქმედება. ამასთან თმის ბოლოებზე ნიღბის მოხვედრას მოერიდეთ. ნიღბის წასმის შემდეგ პოლიეთილენის ქუდი დაიხურეთ და ბამბის პირსახოცით შეიხვიეთ.

ნიღაბი 15 წუთიდან 1 საათამდე გაიჩერეთ. მსგავსი ნიღბის პირველად გაკეთების დროს მინიმუმ 15 წუთი მაინც გაიჩერეთ, მაშინაც კი თუ თავის ძლიერი წვის შეგრძნება გექნებათ. ამ მცირე დროში დაზიანებას არ მიიღებთ, მაგრამ ნელ-ნელა შეეგუებით და ნიღბის უკვე 30 წუთამდე ან უფრო დიდხანს გაჩერებას შეძლებთ, რაც ბევრად უფრო ეფექტური იქნება.

თმის ბოლოებში უბრალოდ ზეთი წაისვით, რადგან ნიღაბმა შეიძლება დამატებით გამოაშროს. თმის ნიღაბი მდოგვით კვირაში ერთხელ გაიკეთეთ. თუ თქვენი თმა ძალიან ცხიმიანია, შეგიძლიათ კვირაში 2-ჯერ გაიკეთოთ, ეს კანის ცხიმის გამოყოფას შეამცირებს. კურსი მინიმუმ 1 თვე მაინც უნდა ჩაიტაროთ.

ამ ნიღბის გამოყენების შედეგად, თქვენი თმა სწრაფად ზრდას დაიწყებს. ის სქელი და ხავერდოვანი გახდება. ასევე უფრო ნელა გაცხიმიანდება, ამიტომ თავის ხშირად დაბანა არ მოგიწევთ.

ამ ნიღბის ეფექტურობაში დარწმუნდით და რეცეპტი მეგობრებს გაუზიარეთ!