ამ რეცეპტით ვერც დაისვენებთ და ვერც წონაში დაიკლებთ. ბავშვები მთხოვენ, ქმარი მეხვეწება, დიეტა წარსულს ჩაბარდა

0
178
ამ რეცეპტით ვერც დაისვენებთ და ვერც წონაში დაიკლებთ. ბავშვები მთხოვენ, ქმარი მეხვეწება, დიეტა წარსულს ჩაბარდა
ამ რეცეპტით ვერც დაისვენებთ და ვერც წონაში დაიკლებთ. ბავშვები მთხოვენ, ქმარი მეხვეწება, დიეტა წარსულს ჩაბარდა

დაფქული ორცხობილასგან დამზადებული შოკოლადის ძეხვი შეუდარებელი დესერტია, რომელსაც თამამად შეიძლება გენიალური ვუწოდოთ. დესერტის არა მხოლოდ ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით არის მომხიბვლელი, არამედ მომზადების პროცესში შეგიძლიათ ბავშვებიც ჩართოთ.

დღეს წესების გარეშე თამაშს გთავაზობთ: პირველ რიგში, დესერტში კარაქის რაოდენობა შეამცირეთ, მეორე მხრივ, კლასიკურ რეცეპტს გადაუხვიეთ და ძეხვი არა ნიგვზის, არამედ ქოქოსის მასით მოამზადეთ. ბაუნტისგან ვერ განასხვავებთ!

შოკოლადის ძეხვის რეცეპტი მინიმალურ ძალისხმევას და ხელმისაწვდომ ინგრედიენტებს მოითხოვს.

შოკოლადის ძეხვი

ინგრედიენტები:

  • 200 გრ დაფქული ორცხობილა
  • 80 გრ კარაქი
  • 2 ს/კ კაკაო
  • ½ ჭიქა შაქარი
  • ½ ჭიქა წყალი
  • 80 გრ ქოქოსის ფანტელი
  • 80 გრ შაქრის ფხვნილი

მომზადება:

  1. ორცხობილა დააბლენდერეთ, ან ცომის გასაბრტყელებელი ჯოხის დახმარებით დაფშვენით, წინასწარ პაკეტში მოათავსეთ.

2. დაქუცმაცებული ორცხობილა ღრმა ჭურჭელში გადაიტანეთ, კაკაო დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

3. პატარა ქვაბში წყალი და შაქარი აურიეთ, 1-2 წუთით აადუღეთ. მზა შაქრის სიროფი ორცხობილას დაუმატეთ. წებოვანი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.

4. შემდეგ ქოქოსის შიგთავსი მოამზადეთ: დარბილებული კარაქი და შაქრის ფხვნილი აურიეთ, ქოქოსის ფანტელები დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

5. მაგიდაზე საკვები ცელოფანი გაშალეთ, ზემოდან თანაბრად შოკოლადის მასა გადაანაწილეთ და ოთხკუთხედის ფორმის სახით გააბრტყელეთ – ჯერ ხელებით, შემდეგ გასაბტყელებელი ჯოხით.

6. შოკოლადის ფენას ზემოდან ქოქოსის შიგთავსი მოაყარეთ და თანაბრად გადაანაწილეთ.

7. შოკოლადი – ქოქოსის მასა საკვები ცელოფნის დახმარებით რულეტის სახით შეახვიეთ. მიღებული რულეტი ამავე საკვებ ცელოფანში გაახვიეთ და მაცივარში 2-3 საათი შეინახეთ.

8. გაგრილებული ძეხვი რგოლებად დაჭერით და ჩაისთან მისაყოლებლად სუფრაზე სწრაფად გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი