5 სასარგებლო რჩევა, როგორ მოვუაროთ ტერფის კანს ზამთარში

1070
5 სასარგებლო რჩევა, როგორ მოვუაროთ ტერფის კანს ზამთარში
5 სასარგებლო რჩევა, როგორ მოვუაროთ ტერფის კანს ზამთარში

ცივი ამინდის დაწყებისთანავე თმის მოვლას ვიწყებთ, სახის და ხელის კანს კარგად ვატენიანებთ და ვკვებავთ, მაგრამ ტერფების სათანადოდ მოვლა გვავიწყდება, თუმცა მათ ყველაზე მეტი მოვლა სჭირდებათ.

დღეს გიამბობთ, თუ წლის ცივ სეზონზე ჯანსაღი და ლამაზი ტერფის კანის შესანარჩუნებლად რა უნდა გააკეთოთ.

ფეხის აბაზანები

სამკურნალო მცენარეების და ეთერზეთების ნარევში ფეხის აბაზანების კვირაში 2-ჯერ გაკეთება შესანიშნავი, სასარგებლო ჩვევაა. ზამთრის ფეხსაცმლის და თბილი წინდების ხშირი ტარების გამო ტერფებს აუცილებელ განიავებას ვართმევთ, რის გამოც ჭარბი ტენი გროვდება. გვირილას და კრაზანას, ცაცხვის და კალენდულას თბილი აბაზანები ფეხის ოფლიანობას თავიდან აგაცილებთ და სიმშრალეს და დახეთქვას ხელს შეუშლის. რამდენიმე წვეთი პიტნის ან წიწვის ეთერზეთის დამატება ურიგო არ იქნებოდა, რადგან მათ მოსადუნებელი და მატონიზირებელი ეფექტი აქვს.

დატენიანება და კვება

ზამთარში ტერფის კანი, როგორც ხელის კანი, განსაკუთრებულ დატენიანებას და კვებას მოითხოვს. ორგანიზმს ვიტამინები აკლია, რაც ტერფებზე ნახეთქების გაჩენას იწვევს. შხაპის ყოველი მიღების შემდეგ ტერფის კანზე კრემი წაისვით და ბოლომდე შეწოვა აცადეთ, შემდეგ კი წინდები ჩაიცვით. მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებები თბილი პერიოდისთვის გადადეთ: ცივ პერიოდში უპირატესობა მკვებავ და ზეთოვან ტექსტურას მიანიჭეთ.

ზეთით შეფუთვა

ტერფის ძლიერ სიმშრალეს ზეთოვანი შეფუთვით უშველით. პროცედურა შემდეგ ნაბიჯებს მოიცავს: სუფთა და მშრალ ტერფის კანზე თბილი ზეთი წაისვით (ზეითუნის ან ქოქოსის), ფეხზე ბინტი დაიხვიეთ, პოლიეთილენის პარკი ჩამოიცვით და ამის შემდეგ ბამბის წინდები და ნახევარი საათის შემდეგ ზეთი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ, თუ პროცედურას 2-3-ჯერ მაინც თუ ჩაიტარებთ.

სკრაბის წასმა

ზამთარში ტერფის კანი მშრალი ხდება, შედეგად ეპიდერმისის ზედა ფენა სქელი ხდება. მკვდარი და უხეში უჯრედების მოსაშორებლად შეგიძლიათ მზა კოსმეტიკური სკრაბი, ან სახლში დამზადებული მარილის, ყავის ნალექის, შვრიის ფანტელის თაფლთან, ხილის ცედრასთან და მცენარეულ ზეთთან ნარევი გამოიყენოთ. სკრაბი აბაზანის მიღების დროს გამოიყენეთ, მკვებავი კრემი წაისვით, კრემის ბოლომდე შეწოვებამდე მასაჟი გაიკეთეთ, რომ დაღლილობა მოიხსნათ.

სწორი ფეხსაცმელი

და ბოლოს, ზამთარში ფეხის ტერფის მდგომარეობის შემსუბუქების მიზნთ არჩევანი სწორ ფეხსაცმელზე უნდა გააკეთოთ. პირველ რიგში, ის თქვენი ზომის შესაბამისი უნდა იყოს. არ დაგავიწყდეთ, საუკეთესო ვარიანტია ნატურალური მასალისგან, ან როგორც მინიმუმ ნატურალური ასლის ფეხსაცმელი. ასე ფეხები ნაკლებად გაოფლიანდება. იგივე ეხება წინდებს და კოლგოტებს: უმჯობესია სინთეტიკაზე უარი თქვათ და უპირატესობა ბამბას ან ბამბის სინთეზს მიანიჭოთ.