ნამდვილი გამარჯვებულების დილის 8 რიტუალი, ასაკის მიუხედავად დღე აუცილებლად ასე დაიწყეთ.

1647

თითქმის ყველა ადამიანი დღეს ერთნაირად იწყებს: მტანჯველი გაღვიძება, სწრაფი წახემსება, ქაოტური მომზადება, სიჩქარე, სიჩქარე და კიდევ ერთხელ სიჩქარე. დრო არაფრისთვის გვყოფნის. მაგრამ დილა – ეს უბრალოდ დასაწყისი არაა, არამედ მთელი დღის საძირკველი!

გთავაზობთ წლების მიერ შემუშავებული გრაფიკი გვერდზე გადადოთ და ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა შეასრულოთ: დილის ჩვევა გამოიმუშავეთ, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ და ცხოვრებას ახალ ფერებს შემატებს!

დილა მთელი დღის განწყობას ქმნის, ასე რომ ის სასარგებლო და სასიამოვნო გახადეთ! დღეს გიამბობთ, თუ რით დაიწყოთ დღე, რომ მხნეობა, სასიცოხლო ენერგია და კარგი განწყობა მიიღოთ. დილის რიტუალი – წარმატებული ადამიანის გარანტიას წარმოადგენს.

სამუშაოს დღის დასაწყისი

1.ერთი ჭიქა თბილი წყალი დალიეთ

ყველა ჯანსაღი, ენერგიული და წარმატებული ადამიანი უზმოზე ერთ ჭიქა თბილ წყალს სვამს. ასეთი სასარგებლო რიტუალი ორგანიზმს გააღვიძებს და საკვების მონელების სისტემას გაუშვებს, წნევას დაარეგულირებს და თითოეულ უჯრედს სითხეს მიაწოდებს. შედეგად ტოქსინებს მოიშორებთ და უჯრედებს გაახალგაზრდავებთ.

აუცილებლად მცირე ყლუპებით უნდა დალიოთ, არ იჩქაროთ. გაღვიძების შემდეგ, უზმოზე დალეული თბილი წყალი დღის კარგი დასაწყისი და სხეულისთვის ნამდვილი ნექტარია!

2.მედიტაციას დრო დაუთმეთ

მედიტაცია – შესანიშნავი დილის რიტუალია და მას ბევრი სარგებელი აქვს: დილის შფოთვას ამცირებს, შრომისუნარიანობა იზრდება, მეხსიერება უმჯობესდება. როცა ყურადღების კონცენტრირებას და აზრების მართვას ისწავლით, ცნობიერზე სრული კონტროლის დამყარებას შეძლებთ – ეს კი წარმოუდგენლად სასიამოვნო განცდაა.

3.ფორთოხალი პირდაპირ შხაპის მიღების დროს შეჭამეთ

გემრიელ შეგრძნებას ჩვენი მეხსიერება დიდხანს ინახავს. აი, ამიტომ წვნიანი ფორთოხალი პირდაპირ შხაპის მიღების დროს უნდა შეჭამოთ.

როცა თქვენ ფორთოხალს ჭამთ, თითქოსდა მზის სხივებს მიირთმევთ, რომელიც ვიტამინებით, მინერალებით და სასარგებლო უჯრედისებით სავსეა. სააბაზანოში მაღალი ტენიანობის და თბილი ჰაერის წყალობით, ფორთოხლის არომატული ინგრედიენტები თავს მყისიერად მიეწოდება და მთელი დღის განმავლობაში ენერგიით დამუხტული იქნებით.

4.ვარჯიში არ დაგავიწყდეთ

დილის 10 წუთიანი ვარჯიში მინიმუმ დროს მოითხოვს და მაქსიმუმ სარგებელს გაძლევთ. შეგიძლიათ ღამის პერანგიც არ გაიხადოთ. მსუბუქი ვარჯიშის ნაკრები ბევრ დროს არ წაგართმევთ, სანაცვლოდ კი მხნეობას და კარგ განწყობას შეგმატებთ.

5.ყავის ნაცვლად მატჩა დალიეთ

მატჩა მაღალი ხარისხის მწვანე ჩაია, რომელიც ტრადიციულად იაპონური ჩაის ცერემონიაში გამოიყენება. მატჩას ჩაი ანტიოქსიდანტების შემცველობით რეკორდსმენია. ის იმუნური სისტემის მუშაობას აუმჯობესებს, წონაში დაკლებას ხელს უწყობს და ორგანიზმს აჯანსაღებს. ამასთან მატჩა ყავაზე ნაკლებ მხნეობას არ შეგმატებთ და ორგანიზმზე უფრო რბილად და დადებითად მოქმედებს.

დილით 1 ჭიქა მწვანე ჩაის დალევით, პროდუქტიული ენერგიით აივსებით, მთავარზე კონცენტრირებას და გარშემომყოფებისთვის დადებითი განწყობის გაზიარებას შეძლებთ. ხოლო ჩაის მომზადების და სუფრაზე გატანის ესთეტიკური პროცესი ნამდვილი რიტუალია!

6.საუზმე აუცილებელია!

წარმატებული ადამიანები, როგორი დაკავებულიც არ უნდა იყვნენ, დაბალანსებული საუზმის მისაღებად დროს ყოველთვის პოულობენ.

დილის ტრაპეზი სწორ რელსებზე განწყობის საშუალებას მოგცემთ, მხნეობას შეგმატებთ, ოჯახურ ურთიერთობას გააძლიერებს, ღამის კოშმარებს მოგაშორებთ და ზედმეტი წონის პრობლემა აღარ შეგაწუხებთ. ამასთან ლამაზად მომზადებული ომლეტი ან ფაფა ძალიან სასიამოვნო და ლამაზი რიტუალია.

7.შეჭამე ბაყაყი

წინგში „შეჭამე ბაყაყი! 21 მეთოდი დროის მართვის სასწავლებლად“ ორატორ-მოტივატორი ბრაიან ტრეისი ხსნის, რომ ყველა ადამიანს თავისი დიდი და მწვანე ბაყაყი აქვს – ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული ამოცანა, რომელიც დღიდან დღემდე გადადებული ხდება.

სწორედ ამიტომ, საუკეთესო რამ, რაც შეიძლება დილით გააკეთოთ – ამ ბაყაყთან გამომშვიდობებაა. „თუ დილით ბაყაყს შეჭამთ, დღის დარჩენილი მონაკვეთი წარმატებული იქნება, რადგან უარესი უკვე უკან მოიტოვეთ“ – ამბობს მარკ ტვენი.

8.მომზადება საღამოს დაიწყეთ

გაოცდებით, რამდენი დრო შეიძლება გქონდეთ დილით, თუ მომზადებას საღამოს დაიწყებთ. ტანსაცმელი აირჩიეთ, რომლითაც ხვალ მნიშვნელოვან შეხვედრაზე უნდა წახვიდეთ, გააუთავეთ. ჭურჭელი გარეცხეთ, რომ საუზმის პროცესი სასიამოვნო იყოს და ბევრი დრო არ წაიღოს. მნიშვნელოვანი საქმეები დაგეგმეთ და აუცილებლად კარგად გამოიძინეთ!

წარმატება უბრალოდ არ მოდის! მდიდარი მწარმოებლები, მსოფლიო ლიდერები და ლამაზმანები ლოგინიდან უეცრად არ ვარდებიან, დახუჭული თვალებით მაცივარში საკვებს არ ეძებენ და სამსახურში რაიმე ტანსაცმლით არ მიდიან. წარმატებულ ადამიანებს ყველაფერი დაგეგმილი აქვთ და ამ გეგმას ასრულებენ. ყოველი დღე ისე დაიწყეთ, თითქოსდა ის უკანასკნელია, თითოეული წუთით სიამოვნება მიიღეთ, სილამაზე საკუთარ თავსა და გარშემო სამყაროში დაინახეთ.