7 პროდუქტი, რომელსაც დიეტოლოგი ცოცხალი თავით არ შეჭამს

1664
7 პროდუქტი, რომელთაც დიეტოლოგი არასდროს არ შეჭამს
7 პროდუქტი, რომელთაც დიეტოლოგი არასდროს არ შეჭამს

დიდებულმა ექიმმა, ჰიპოკრატემ ერთხელ თქვა: „მითხარი რას ჭამთ და გეტყვით, რით ხართ ავად“. სხეულის ფორმა რომ შეინარჩუნოთ და ავად იშვიათად გახდეთ, რაციონიდან უნდა გამორიცხოთ ის პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმს ზიანს აყენებენ.

ჯანსაღი კვების სფეროს სპეციალისტებმა პროდუქტების შავი სია შეადგინეს, რომელთაც თავად არ არასდროს მიირთმევენ და თავის მომხმარებლებსაც ამ პროდუქტების რაციონიდან ამოღებას დაჟინებით ურჩევენ.

გთავაზობთ, კვების პროდუქტების ქიმიურ შემადგენლობაში ერთად გავერკვიოთ. დიეტოლოგები ზოგიერთ პოპულარულ კერძს ჩვენი ორგანიზმისთვის სახიფათოდ მიიჩნევენ.

პროდუქტების შემადგენლობა

1.გადამუშავებული ხორცი

„გადამაშუვებული ხორცისგან (ძეხვი, ჰოთ-დოგი და სოსისი) თავი შორს დაიჭირეთ. ისინი კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს, მცირე რაოდენობით ხორცს და ტრანს ცხიმებს შეიცავენ. მსგავსი ინგრედიენტები ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან სახიფათოა, რადგან სისხლში ქოლესტერინის დონეს ზრდიან“ – თვლის დიეტოლოგი, მანა ჩაუჩეინი.

ბავშვებს სოსისი ძალიან უყვართ და მათზე უარის თქმა მარტივი არაა. ბევრი ჩემი ნაცნობის სახლში სოსისი ნომერ პირველი კერძია. თუ ბავშვისთვის სოსისის მიწოდებას აგრძელებთ, მხოლოდ სპეციალურად ბავშვებისთვის დამზადებული სოსისი გამოიყენეთ.

შესყიდვის წინ პროდუქტის შემადგენლობა დეტალურად შეისწავლეთ: მასში მავნე დანამატები და სოია არ უნდა იყოს. უფრო მეტიც, ბავშვისთვის ძეხვეულის ნაწარმის მიცემა სასურველია მაქსიმუმ კვირაში 2-ჯერ. ნაწარმის გარეგნულ მხარეს, შენახვის ვადას და შეფუთვას ყურადღება მიაქციეთ. საკვები პროდუქტების ფიზიკური თვისება ხარისხს და მისი შენახვის ვადას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.

2.კეტჩუპი და სხვა ნაყიდი სოუსი

„მაღაზიაში ნაყიდი კეტჩუპი ბევრ კონსერვანტს და შაქარს შეიცავს. უმჯობესია პომიდორი  ღუმელში გამოაცხოთ და გარნირის სახით გამოიყენოთ“ – გირჩევთ რეინონ ლამბერტი, დიეტოლოგი და ლონდონში წამყვანი კლინიკის Rhitrition-ის დამფუძნებელი.

3.იოგურტები შენახვის დიდი ვადით

ბევრი ბავშვი და ზრდასრული ადამაინი იოგურტებს სიამოვნებით მიირთმევს და იმედოვნებს, რომ ასე ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შეძლებენ. თუმცა ყველა იოგურტი, რომელთაც მაღაზიის თაროზე ვხედავთ, ორგანიზმისთვის სასარგებლოა?

კლასიკური იოგურტი დამჟავებული რძის და რძის ბაქტერიების შერევით მიიღება. მაგრამ ასეთი პროდუქტი, როგორც წესი, დახვეწილი გემოთი არ გამოირჩევა. მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მწარმოებლები არომატებს და შაქარს ამატებენ.

იოგურტში სასარგებლო ბაქტერიები მაქსიმუმ 3-5 დღე ცხოვრობს. სწორედ ამიტომ ნატურალურ იოგურტს შეზღუდული შენახვის ვადა აქვს. მაშინ როცა, მაღაზიის თაროებზე შეიძლება შეხვდეთ იოგურტს, რომლის შენახვის ვადა 14 ან ზოგჯერ 30 დღეც კი არის.

ასეთი იოგურტის შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად, კონსერვანტებს ამატებენ, რომლებიც ვადას რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე ახანგრძლივებენ. ასე პროდუქტის ყველა სასიცოცხლო ელემენტი კვდება და მას რაიმე საკვები ღირებულება აღარ აქვს.

4.მარგარინი

უკანასკნელი კვლევის მიხედვით, მარგარინის საწარმოებლად ცხიმების ჰიდროგერნიზაციას საკმაოდ უსიამოვნო გვერდითი მოვლენები აქვს. ის ტრანს ცხიმების წარმოქმნას იწყებს, რომლებიც კარაქსა და მცენარეულ ზეთში პრაქტიკულად არ იშლება და ჩვენი სხეულისთვის უჩვეულოა.

ტრანს ცხიმები, რომელთაც წილი მარგარინში 40%-ს აღწევს, სისხლში ქოლესტერინის დონეს ზრდის, უკრედის მემბრანის ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უშლის, სისხლძარღვების დაავადების განვითარებას ხელს უწყობს, სექსუალურ პოტენციალზე უარყოფით გავლენას ახდენს.

5.ფერადი ყინულის კარამელი

საბავშვო ტკბილეული ხშირად ყველაზე მავნებელია. შაქრის დიდი რაოდენობა და სხვადასხვა საკვების საღებავი არა მხოლოდ ჯანსაღ კბილს აზიანებს, არამედ გასუქებას იწვევს. ცარიელი კალორია, რომელსაც ყინულის კარამელი შეიცავს, შიმშილს არ აკმაყოფილებს, არამედ პირიქით, მადას ზრდის.

6.გაზიანი სასმელები

„მე ტკბილ გაზიან და ენერგეტიკულ სასმელებს არასდროს მოვიხმარ. ისინი დიდი რაოდენობით შაქარს, რამდენიმე ხელოვნური ინგრედიენტს და კოფეინს შეიცავენ“ – ამბობს კათარინა კაისერი, ფიტნეს კომპანია Freeletics-ის კვების სპეციალისტი.

7.შაქრის შემცვლელი

ზოგიერთ შაქრის შემცველს უფრო მაღალი გლიკემიური მაჩვენებელი აქვს, ვიდრე შაქარს. ისინი სწრაფად შეიწოვება და იმწამსვე თუ სპორტულ დარბაზში ენერგიას არ დახარჯავთ, ისინი ცხიმის სახით ბარძაყებში დაგროვდება. დიეტოლოგის რაციონში შაქრის შემცველები გამორიცხულია. ხოლო თაფლი ან ნედლი ნეკერჩხლის სიროფი სხვა საკითხია!