4 ხრიკი, რომელთა დახმარებით ტარაკნებს ინსექტიციდების გამოყენების გარეშე მოიშორებთ

10926
4 ხრიკი, რომელთა დახმარებით ტარაკნებს ინსექტიციდების გამოყენების გარეშე მოიშორებთ
4 ხრიკი, რომელთა დახმარებით ტარაკნებს ინსექტიციდების გამოყენების გარეშე მოიშორებთ

ტარაკანზე უფრო ამაზრზენი მწერი არსებობს? განსაკუთრებით, თუ საქმე თქვენს საცხოვრებელს ეხება. დღეს გიამბობთ, თუ როგორ შეიძლება ტარაკნებს თავი დააღწიოთ მხოლოდ ნატურალური საშუალებების გამოყენებით.

გასაოცარია, რომ ისეთ პატარა მწერს, როგორიცაა ტარაკანა, ადამიანში შიშის მოგვრა შეუძლია. ან ეს შიში კი არა, არამედ ზიზღია? ნებისმიერ შემთხვევაში, სახლში ტარაკნების არსებობა კარგს არაფერს იწვევს. და მათ სხვადასხვა ინსექტიციდების დახმარებით „შხამავენ“. მაგრამ იცით თუ არ, რომ ტარაკნების თავიდან მოსაშორებელი ნატურალური საშუალებებით არსებობს? თუ არა, დღეს ჩვენი სტატიიდან გაიგებთ.

საქმე ყველაზე უპრეტენზიო მწერს ეხება. მას მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ კუთხეში შეიძლება შეხვდეთ. ტარაკნებს რთულად მისაღწევ ადგილებში უსაფრთხოდ დამალვა და სწრაფად გამრავლება შეუძლია.

ცხოვრობენ, როგორც წესი, ბნელ და სველ წერტილებში (სასურველია თუ დაბინძურებულიც იქნება). პრაქტიკულად ბრმები არიან და ორიენტაციისთვის მგრძნობიარე ანტენებს იყენებენ.

თუ გსურთ, გაიგოთ სახლში ტარაკნები ცხოვრობენ თუ არა, პირველ რიგში მაცივარსა და სარეცხი მანქანაში უნდა ჩაიხედოთ. მათ ასევე უყვართ გაზქურა და სამზარეულოს ავეჯი.

დაუპატიჟებელი სტუმრების დანახვისთანავე ადამიანთა უმეტესობა შესაბამისი ზომების მიღებს იწყებს, რომ ისინი სახლიდან განდევნონ. საბედნიეროდ, ჩვენს არსენალში, ტარაკნების თავიდან მოსაცილებელი ბუნებრივი საშუალებები არის.

რით არის საშიში სახლში ტარაკნების არსებობა?

მერწმუნეთ, საქმე არა მხოლოდ პანიკურ შიშში ან სისუფთავით გატაცებაშია. ტარაკანა ჩვენს ჯანმრთელობას ნამდვილად რეალურ საფრთხეს უქმნის. აი, რით არის სახიფათო:

ტარაკანა დაავადების გადამტანია. ბაქტერიები, ვირუსები, სოკო, რომლებიც მათ გადააქვთ, შეუძლიათ ისეთი დაავადებები განავითარონ, როგორიცაა გასტროენტერიტი, სალმონელეზი, ლეპტოსპიროზი, ქოლერა, საკვებით მოწამვლა და ტიფიც კი.

ისინი საკვებს ადვილად აზიანებენ, რადგან ბაქტერიები თავისი თათებით გადააქვთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვეულებრივ ტარაკანა სამზარეულოში ბინადრობს (იქ, საკვების ნარჩენის პოვნა ყოველთვის შეიძლება).

მათ განავალს ალერგიის გამოწვევა შეუძლია (ჭინჭრის ციება, ცემინება და ცრემლდენა).

როგორ მოვიშოროთ ტარაკნები ინსექტიციდების გამოყენების გარეშე?

გადავიდეთ მთავარზე. გთავაზობთ, ყურადღება რამდენიმე ნატურალურ საშუალებას მიაქციოთ. ისინი ეკონომიურია და რაც მთავარია ჩვენს ჯანმრთელობას ზიანს არ აყენებს. ნაყიდი ქიმიური საშუალებისგან განსხვავებით აბსოლუტურად არა ტოქსიკურია.

1.დაფნის ფოთოლი

ამ ხის არომატული მცენარე ტარაკნების საწინააღმდეგო შესანიშნავ რეპელენტს წარმოადგენს. საკმარისია დააქუცმაცოთ ან წვრილად დაჭრათ და მწერების ბინადრობის სავარაუდო ადგილებში დადგათ, რომ ისინი თავიდან მოიშოროთ.

რა თქმა უნდა, ეს ადგილი სიბინძურისგან კარგად უნდა გაწმინდოთ. ეს მთავარი წესია, რომელიც ამ და სხვა საშუალების ეფექტურობის გარანტიას მოგცემთ.

2.საკვები სოდა და შაქარი

დიახ, საკვები სოდის უნივერსალური გამოყენება აქაც დაგეხმარებათ! 1 ჭიქა სოდა ამავე რაოდენობის შაქარს აურიეთ და ეს ნარევი იატაკზე მოაყარეთ რომ ტარაკნები მოიშოროთ.

ახსნა ძალიან მარტივია: ეს მწერები შაქარს ჭამენ და ეს მათ მიიზიდავთ, მაგრამ საკვები სოდა მათ ორგანიზმში ძლიერ გაზებს გამოიწვევს და საბოლოოდ მოკლავს.

3.ციტრონელა

ციტრონელა წარმოუდგენლად ეფექტური მცენარეა მწერების, მათ შორის ტარაკნების, თავიდან მოსაშორებლად. მისი გამოყენება მარტივია, ამისთვის შემდეგი ნაბიჯი უნდა შეასრულოთ:

  • ბამბის ჩხირი აიღეთ და ციტრონელას ეთერზეთში დაასველეთ;
  • ტარაკნების ბინადრობის ადგილას დადეთ.

მეორე ვარიანტი: ნახევარი ჭიქა წყალს კვიპაროზის 5 წვეთი ეთერზეთი და 10 წვეთი პიტნის ზეთი დაუმატეთ. შემდეგ ეს ნარევი იმ ადგილებს შეასხით, სადაც ჩვეულებრივ ტარაკნები ჩდებიან.

4.ბორაქსი

ბურა ან ბორაქსი – კიდევ ერთი საშუალებაა, რომელიც სახლიდან ტარაკნების მოშორებაში დაგეხმარებათ. უბრალოდ ამ მავნე მწერების სავარაუდო ბინადრობის ადგილას მოათავსეთ. მასზე შეხებით ტარაკანი დეჰიდრატაციას განიცდის და იღუპება.

5.დიატომიტი

და ბოლო მეთოდი, რომელიც ტარაკნებს ინსექტიციდების გარეშე მოგაშორებთ. ინფუზორიული მიწა (დიატომიტი) ძლიერი ორგანული ელემენტია, რომელიც ნებისმიერ მავნებელებლს სახლიდან მოგაშორებთ.

პრინციპში, ეფექტი ისეთივე იქნება, როგორც ბორაქსის დროს. დიატომიტი მწერებში დეჰიდრატაციას იწვევს. ამ საშუალების მთავარი უპირატესობა – მისი სრული უსაფრთხოებაა. შეგიძლიათ საკვების ახლოს მისი გამოყენების არ შეგეშინდეთ.

ყველაფერი ძალიან მარტივია: საჭიროა, რომ დიატომიტი იატაკზე გქონდეთ. ამისთვის შეგიძლიათ წინდები გამოიყენოთ. მასში დიატომიტი ჩაყარეთ და იატაკი მოწმინდეთ. ამ ნივთიერების თეთრ თხელ ფენას შეამჩნევთ და ეს სავსებით საკმარისი იქნება.

და ბოლოს აღსანიშნავია, რომ არსებობს გარკვეული პროდუქტები, რომლებიც ტარაკნების მოზიდვას იწვევს. ეს არის ფქვილი, შაქარი, მარცვლეული, ხორცი, ყველი, მცენარის ნარჩენები და ა.შ. ხელმისაწვდომ ადგილას არ დატოვოთ, ასევე მწერების გამოჩენის ალბათობას შეამცირებთ.

თუ ამას ყოველდღიურად სახლის დალაგებას დაუმატებთ, ტარაკნების თავიდან მოშორებას აუცილებლად შეძლებთ. როგორც კი მათ მოიშორებთ, მშვიდად ძილს შეძლებთ და დარწმუნებული იყავით, რომ არცერთი ტარაკანა თქვენს სამზარეულოში აღარ გაჩნდება.