ექიმმა კომაროვსკიმ ახალბედა მშობლებ ხშირად დაშვებულ შეცდომებზე მიუთითა: მეძუძურის დაბანა საჭიროა, თანაც სწორად.

1667
ახალბედა მშობლები ბავშვის დაბანის დროს ხშირად დიდ შეცდომას უშვებენ. ექიმი კომაროვსკი ბავშვის სწორად დაბანას გასწავლით
ახალბედა მშობლები ბავშვის დაბანის დროს ხშირად დიდ შეცდომას უშვებენ. ექიმი კომაროვსკი ბავშვის სწორად დაბანას გასწავლით

ბავშვის დაბადება მშობლებს დიდ პასუხისმგებლობას სძენს, რომელთან გამკლავებაც ყველას არ შეუძლია. განსაკუთრებით, პირველი ბავშვის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, ოჯახში ხშირად იმართება კამათი იმის შესახებ, თუ პატარა ბავშვისთვის რა არის უკეთესი, უსაფრთხო და სასარგებლო. ზოგჯერ ისეთი მარტივი რამ, როგორიცააა ჰიგიენა, ოჯახში მთელ დისკუსიას იწვევს.

დღეს გიამბობთ, ახალდაბადებული ჩვილი რამდენად ხშირად უნდა დაბანოთ და წყლის პროცედურის ჩატარების დროს რა დეტალები უნდა გაითვალისწინოთ. ამასთან ჩვენ გამოცდილი პედიატრის, ევგენი კომაროვსკის რჩევებს დავეყრდნობით. როგორც აღმოჩნდა, აქ ყველაფერი მართლაც ისე მარტივი არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

როგორ დავბანოთ ახალდაბადებული ჩვილი

ბავშვი ან ძალიან მელოტი ან იშვიათი თმით იბადება. მასზე ზრუნავენ, თბილად ფუთავენ, თავზე ქუდს ახურებენ. ხოლო როცა დაბანის დრო მოდის, მშობლები შფოთავენ: „თავის დაბანა რა საჭიროა, ის ხომ არ ისვრება? და თან, თავის კანი ისეთი თხელია. უმჯობესია მოგვიანებით, როცა გაიზრდება“.

„სინამდვილეში, ბავშვის თავი უნდა დაბანოთ არა მხოლოდ სიბინძურის, არამედ ოფლის და კანის სეკრეციის გამო“ – ირწმუნება ექიმი კომაროვსკი.

პედიატრი დარწმუნებულია, რომ თავის რეგულარული ჰიგიენური მოვლა უკვე ცხოვრების პირველივე კვირას აუცილებელია. ამასთან ასეთი პროცედურა ბავშვს ჰიგიენას მიაჩვევს, რაც უფროს ასაკში დაბანის დროს ისტერიკას თავიდან აგაცილებთ.

თავის დაბანის სიხშირე დამოკიდებულია არა მხოლოდ დაბინძურებაზე (გასაგებია, თუ ბავშვმა ხელი კატის ხელსახოცს დაადო, შემდეგ კი თავზე მოისვა, თავი სასწრაფოდ უნდა დაბანოთ), არამედ თმის ინდივიდუალურ განსაკუთრებულობაზეა დამოკიდებული. უხეში და სქელი თმის კვირაში ორჯერ დაბანა საკმარისია, ხოლო საშუალო სისქის თმა კვირაში 3-ჯერ უნდა დაბანოთ.

ზოგჯერ მშობლები ბოლომდე ვერ ხვდებიან, თუ თავი როგორ დაიბანონ. თუმცა ეს საკმაოდ მარტივია, როგორც ამას ექიმი კომაროვსკი ირწმუნება.

როგორ დავბანოთ ბავშვს თავი

1.პედიატრის სიტყვებით, პირველ რიგში თმა კარგად უნდა დაასველოთ და მნიშვნელობა არ აქვს ბავშვს პატარა თუ დიდ აბაზანაში აბანავებთ, სადაც წყლიდან მხოლოდ ცხვირი და თვალები ჩანს.

2.შემდეგ ხელზე ცოტა ბავშვის შამპუნი დაისვით და ამ ხელით ბავშვის თავს ნაზად წაუსვით, ნაზად თავის კანის მასაჟი გააკეთეთ. რა თქმა უნდა, პროცედურა შეგიძლიათ ნეჭათი ჩაატაროთ ან ხელთათმანი გაიკეთოთ (თუ მაგ., დედას დაბანის დროს სრული მანიკიური აქვს გაკეთებული), თუმცა ბავშვისთვის დედის ხელი უფრო სასიამოვნო და მშობლიური იქნება.

3.ახლა რაც შეიძლება კარგად დასაბანი საშუალება უნდა ჩამობანოთ. ამისთვის ბავშვს თავზე თბილი წყალი დაასხით, თუ დაბანა პატარა აბაზანაში ხდება, ან მსუბუქი შხაპი გამოიყენეთ.

ბავშვის დაბანის მთავარი განსაკუთრებულობა მშობლების შიშში მდგომარეობს. მათ ბავშვის შეშინება, კანის დაზიანება და რაღაცის არასწორად გაკეთება აშინებთ. სინამდვილეში ჰიგიენურ მოვლაში არაფერი საშიში არაა და ეს ბავშვს მთელი ცხოვრება გაჰყვება. დაე, მიეჩვიოს.

როგორც ექიმი კომაროვსკი ირწმუნება, პირველი 5-6 კვირის მანძილზე დასაბანი საშუალებების გამოყენება არ ღირს. გამორიცხვის სახით მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, როცა ბავშვი ძლიერად დაისვარა – რძის ფაფით დაისვარა ან ძლიერ გაოფლიანდა.

უდიდესი შეცდომაა, როცა მშობლები ბავშვების დასაბან საკუთარ, უფროსების შამპუნს იყენებენ. საქმე იმაშია, რომ საბავშვო და მოზრდილების საშუალებები კარდინალურად განსხვავდება როგორც შემადგენლობით, ასევე დამუშავების ტექნოლოგიით.

„ერთჯერადმა „უფროსი“ შამპუნით დაბანამ შეიძლება სავალალო შედეგი გამოიწვიოს“ – გვაფრთხილებს პედიატრი.

კარგი საბავშვო შამპუნი თვალს არ აღიზიანებს, ph ბალანსს ანეიტრალებს, საპონს და კონსერვანტებს არ შეიცავს. მთავარია – საბავშვო შამპუნს უკვე პირველივე დღეებიდან გამოყენების სერთიფიკატი აქვს.

„ბავშვის თმის გაშრობას სწორად უნდა მიუდგეთ. უფროსები თმის პირსახოცით გამშრალებას არიან მიჩვეულნი, მაგრამ ბავშვის რბილი თმაზე ასე მოქცევა არ შეიძლება“ – ექიმი კომაროვსკი ამ საკითხზე ყურადღებას ამახვილებს.

მისი სიტყვებით, ხარისხიანი პირსახოცი უნდა გამოიყენოთ, რომელიც ტენს სწრაფად იწოვს. პირსახოცით ბავშვის თავი ოდნავ შეაშრეთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში უხეშად არ შეუშროთ.

პატარა ბავშვის დაბანაზე თქვენს რას ფიქრობთ? თქვენი გამოცდილება კომენტარებში გაგვიზიარეთ.