გზამკვლევი პარფიუმერიის სამყაროში: სუნამოების 2 კლასიფიკაცია სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ

1665
გზამკვლევი პარფიუმერიის სამყაროში: სუნამოების 2 კლასიფიკაცია სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ
გზამკვლევი პარფიუმერიის სამყაროში: სუნამოების 2 კლასიფიკაცია სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ

სუნამოების სამყარო იმდენად ფერადი და მრავალმხრივია, რომ ადვილად შეიძლება დაიბნეთ და ბევრ უცნობ სახელებს შორის დაიკარგოთ. ზოგჯერ არომატების მსგავსი პირამიდები სხვადასხვანაირად თამაშობენ და მაგ., საყვარელ ვანილს არა კანფეტის, არამედ მწარე დასახელება შეიძლება ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პარფიუმის ტესტის ჩატარება, არამედ მისი აღწერილობის წაკითხვა, რადგან მასზეა დამოკიდებული, თუ დღის განმავლობაში როგორი სურნელი გექნებათ.

თქვენთვის სუნამოების კლასიფიკაციის მცირე გზამკვლევი მოვამზადეთ, რომელიც შესაბამისი სურნელის არჩევაში დაგეხმარებათ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სუნამოს ონლაინ ყიდულობთ. ამ შემთხვევაში ხომ სასურველი პარფიუმის სუნის დატესტვის საშუალება არ გაქვთ.

არომატების ჯგუფი

არსებობს 2 გავრცელებული მთავარი კლასიფიკაცია მთავარი კომპონენტების და სინთეზური შთაბეჭდილების მიხედვით. ჯერ სუნამოს ოჯახი ან სახეობა უნდა აირჩიოთ, შემდეგ უკვე პირამიდა შეისწავლოთ. ასევე ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ სუნამოს შერეული ტიპიც არსებობს.

არომატების ტიპი

1.მერქანი

წამყვანი ნოტები: კედარი, სანდალი, ვეტივერია, პაჩული. ესენი მგრძნობიარე, ნაზი, როგორც წესი ქურქისეული სუნებია, რომლებიც მერქანსა და ფესვებში შემავალი ეთერზეთებისგან მზადდება.

2.ყვავილოვანი

წამყვანი ნოტები: ვარდი, ტუბეროზა, თეთრი ია, ჟასმინი, იასამანი და სხვა ყვავილები. არომატებს ხშირად მოტკბო და საკმაოდ მასიური ნოტები აქვთ, თუმცა უფრო მსუბუქი ნოტებიც გვხვდება.

3.ციტრუსის

წამყვანი ნოტები: ფორთოხალი, ლაიმა, გრეიფრუტი, ლიმონი, ბერგამოტი, იუძუ. ასეთ არომატებს ოდეკოლონების უმეტესობა მიეკუთვნება. ამ ოჯახის არომატები – ღია, სიცოცხლით სავსე, ინტენსიური, მატონიზირებელი და ამასთან მსუბუქია. შესანიშნავ აახლებს და თბილ ამინდში უფრო კარგად იხსნება და შეიგრძნობა.

4.აღმოსავლეთის ან ორიენტალური

წამყვანი ნოტები: სანელებლები, მუშკი, ფისი. ეს ბნელი, თბილი, მძიმე, გაჯერებული, ინტენსიური არომატებია, რომლებიც ფუფუნების შეგრძნებას იძლევიან. მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში თავბრუსხვევის და თავის ტკივილის გამოწვევა შეუძლია.

არომატების ოჯახი

1.შიპრი

ნოტები: მუხის ხავსი, პაჩული, ლაბდანუმი, ბერგამოტი. მარტივი სიტყვებით, შიპრის არომატები – გასული საუკუნის სუნამოა. მთავარი ინგრედიენტი მუხის ხავსი მაღალი ალერგიულობის გამო პრაქტიკულად აკრძალულ სიაში მოხვდა, სწორედ ამიტომ თანამედროვე შიპრი გასული წლების შიპრს იშვიათად მოგვაგონებს. სწორედ ამიტომ კლასიკური არომატის ბევრ განახლებულ ვერსიას ხშირად ვხედავთ, მაგ., Chanel.

2.ფუჟერის ან გვიმრისებრი

ნოტები: მუხის ხავსი, ბერგამოტი, კუმარინი, ლავანდა. მათ ხშირად შიპრის ოჯახს მიაკუთვნებენ, მაგრამ ფუჟერის სურნელი უფრო მდგრადი, სასიამოვნოდ მწარეა.

3.ტყავის

ცალკე ოჯახად ზოგჯერ ტყავის სურნელს გამოყოფენ – კვამლი, შებოლილი, მწარე. ჩვეულებრივ ეს ძვირადღირებული სუნამოები, რომლებიც მამაკაცებისთვის არის განკუთვნილი ან უნისექსია.

4.ზღვის

მსუბუქი არომატი, ნესტიანი, ცივი, მარილის ელფერით. ხშირად ფორთოხლის და ამბრის ნოტებს მოიცავენ.

5.მცენარის

ნოტები: თამბაქოს ფოთლები, სველი ბალახი, თივა. თავისებური სველი და ცივი არომატი, რბილი, წვნიანი და სიახლის მომნიჭებელი. ფუჟერის და შიპრის სუნებს ჰგავს, მაგრამ მათი სიმწარე აკლიათ.

6.ხილის

ნოტები: ატამი, ლეღვი, მსხალი და სხვა ტკბილი ხილი. არომატები თბილი და ტკბილი ნოტებით, ახლოს არის ყვავილოვან ნოტებთან, მაგრამ უფრო წვნიანი და გამამხნევებელია. მადას და სურვილს აღვივებს.

7.ალდეჰიდური

პარფიუმი, რომლის მთავარი ნოტებიც ხელოვნურად შექმნეს. მას სხვადასხვა ოჯახის ნოტების ასლის შექმნა შეუძლიათ, მაგრამ ხშირად საპნიანი დასახელება ან უფრო პირდაპირი სახელები აქვთ. თანამედროვეების მოყვარულებს შორის ძალიან პოპულარულია.

8.საკვების

ეს შედარებით არომატების ახალი ჯგუფია, რომელიც მხოლოდ 10 წელზე მეტია, რაც არსებობს. რომელიმე კერძის სურნელს ასლს აკეთებენ, რითაც ამა თუ იმ ტკბილეულის მოყვარულთა მიჯაჭვულობას იწვევენ. შეიძლება ჰქონდეს შოკოლადის, ჯოჭის, ჟოლოს ჩიზქეიქის, ყველის, მწვადის, შაქრის სურნელი. ზოგადად, სპეციალურად გურმანებისთვისაა.

9.ალკოჰოლური

ნოტები: კონიაკი, რომი, ვისკი, აბსცენტი. ეს სტატუსიანი პარფიუმია, რომელსაც ძვირადღირებული სასმელების სურნელი აქვს და დახვეწილ ადამიანზე შთაბეჭდილებას ახდენს. მაგ., Kilian Vodka on the Rocks Eau de Parfum.

10.კრაფტოვი

ეს ორიგინალური და განუმეორებელი არომატია, რომელიც ძალიან უჩვეულო და ეპატაჟურია. ბოლო დროს ბევრმა დააფასა, რადგან ადამიანებს სურთ, რომ ყველასგან განსხვავებული სურნელი ასდიოდეთ. აქ შეიძლება მივაკუთვნოთ ბენზინის და ქვაფენილის, სასაფლაოს, ბიბლიოთეკის, ახალი ჟურნალის სუნები. უფრო მარტივად რომ მიხვდეთ, შეგიძლიათ Byredo Bibliotheque დატესტოთ.

იდეალური სუნამოს შერჩევა, რომელიც თქვენს შინაგან სამყაროს შეესაბამება და გარშემომყოფებისთვის სწორედ რომ თქვენთან ასოცირდება, ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ სუნამოების მაღაზიაში სხეულს სუნამოს შეპკურება და რამდენიმე პარფიუმის დაყნოსვა და ტესტის ჩატარება არ მოგერიდოთ. და არა მხოლოდ მისი სახელით ორიენტირება გააკეთეთ, არამედ იმით, თუ ამ სურნელში თავს როგორ გრძნობთ.

გვიამბეთ კომენტარებში, რომელი ოჯახის არომატს ანიჭებთ უპირატესობას. ასევე სტატია მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!