ცოტაოდენი ფარში, ყველი და ვაფლის ორი ფირფიტა – ასე მზადდება ყველაზე ნოყიერი წასახემსებელი.

962
ცოტა ფარში, ყველი, 2 ვაფლის ფირფიტა და ნოყიერი წასახემსებელი მზადაა - სუფრიდან წამებში გაქრება
ცოტა ფარში, ყველი, 2 ვაფლის ფირფიტა და ნოყიერი წასახემსებელი მზადაა - სუფრიდან წამებში გაქრება

მეცნიერება ამტკიცებს, კერძის მოსამზადებლად რაც უფრო ნაკლები დრო გჭირდებათ, მით უფრო გემრიელი გამოდის და ოჯახის წევრებსაც უფრო მოსწონთ. რამდენჯერ რთული რეცეპტი გამოვიყენე, საათობით ვაცხობდი, შემდეგ კი ყველაფერი უშედეგო იყო. უფრო მეტად მომწონს მარტივი რეცეპტები, რომლებისთვისაც ადვილად ხელმისაწვდომი ინგრედიენტები საკმარისია.

დღეს სწორედ ასეთ რეცეპტს გიზიარებთ და გიამბობთ, თუ როგორ მოამზადოთ წასახემსებელი კერძი ფარშის და ვაფლის ფირფიტისგან.

წასახემსებელი ვაფლის ფირფიტისგან

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ღორის ფარში
  • 200 გრ მყარი ყველი
  • 6 კვერცხი
  • 2 ვაფლის ფირფიტა
  • 0,5 ჩ/კ ფრანგული ბალახი
  • 0,5 ჩ/კ დაფქული ხმელი ნიორი
  • ახალი კამის კონა
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

1.ხორცის ფარშს ცოტა მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ, სანელებლები და ნიორი დაუმატეთ. მასში ერთი კვერცხი ჩატეხეთ და კარგად აურიეთ. მიღებული ფარში ორ ნაწილად გაყავით.

2.გამდინარე წყალში კამა გარეცხეთ, გააშრეთ და დააქუცმაცეთ.

3.ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ.

4.ვაფლის ფირფიტებს ხორცის ფარში წაუსვით, ზემოდან ყველი და კამა მოაყარეთ. ასეთ მდგომარეობაში ფირფიტები 5-10 წუთით გააჩერეთ, რომ ისინი დარბილდეს. შემდეგ ფირფიტები რულეტის სახით დაახვიეთ, საკვებ ცელოფანში შეახვიეთ და საყინულეში 2-3 საათით შეინახეთ.

5.შემდეგ საყინულიდან გამოიღეთ, 20 წუთით გააჩერეთ და რგოლებად დაჭერით. რგოლების სისქე 1 სმ უნდა იყოს. ერთი რულეტიდან დაახლოებით 20 ნაჭერი გამოვა.

6.ახლა კი ამოსავლებად თხევადი ცომი მოამზადეთ. ამისთვის დარჩენილი კვერცხი ათქვიფეთ, ცოტა მარილი და წიწაკა დაუმატეთ. თითოეული ნაჭერში მასში კარგად ამოავლეთ და ორივე მხრიდან ზეთში შეწვით. როცა კანზე ოქროსფერი გაჩნდება, შეგიძლიათ ტაფიდან გადმოიღოთ. სულ რაღაც 20 წუთში ყველა ნაჭრის შეწვას მოასწრებთ და ნოყიერი წასახემსებელი მზად იქნება!

ეს საუკეთესო ხორციანი წასახემსებელია! რულეტი ნამდვილად არომატული და გემრიელი გამოდის. სიმართლე რომ ვთქვათ წამებში ქრება, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდი ოჯახი გაქვთ. მაგრამ მისი მომზადება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. სცადეთ, ბავშვები დააფასებენ!

მოგეწონათ რეცეპტი? მეგობრებს გაუზიარეთ!