ჩაინიშნეთ იდეები, ტომარის ძველი დახეული ნაჭერით ხელოვნების ნიმუშის შექმნაა შესაძლებელი.

3482
აი, როგორ გამოვიყენოთ ძველი სატომრე ნაჭერი ნამდვილი შედევრის შესაქმნელად
აი, როგორ გამოვიყენოთ ძველი სატომრე ნაჭერი ნამდვილი შედევრის შესაქმნელად

ერთი შეხედვით, სატომრე ქსოვილი არც თუ ისე სასიამოვნო მასალაა – ხელით შეხების დროს უხეში, ხშირად სოფლის სამეურნეო ატრიბუტად აღიქმება. მაგრამ, თუ ამ საკითხს შემოქმედებით კუთხით მიუდგებით?! მცირე ზომის ძველი სატომრე ქსოვილისგან სახლში აბსოლუტურად ნებისმიერი სახლის და არა მხოლოდ აგარაკის მორთვას შეძლებთ.

სატომრე ქსოვილი სხვა ნატურალურ ქსოვილებს შესანიშნავად ერწყმის, ხოლო მისი ბუნებრივი ფერი ინტერიერში ადვილად ერთვება და მას ხიბლს მატებს.

დღეს, თქვენთვის 12 მშვენიერი იდეა მოვამზადეთ, თუ როგორ შექმნათ სატომრე ქსოვილისგან ხელნაკეთი ნივთები. მათი გაკეთების სურვილი ნამდვილად გაგიჩნდებათ, მაშინაც კი თუ ცხოვრებაში ნემსთან და დეკორთან შეხება არ გქონიათ.

ხელნაკეთი ნივთები სატომრე ქსოვილისგან საკუთარი ხელით

1.პირადად მე ძალიან მომწონს სანათზე სატომრე ქსოვილის ტორშერი. ძალიან მოდურად გამოიყურება!

2.სატომრე ქსოვილის ფარდები პრაქტიკული და საინტერესო გადაწყვეტილებაა. მყარი შემადგენლობის მიუხედავად სინათლის სხივებს შესანიშნავად ატარებს და ამასთან ოთახს ცნობისმოყვარე თვალებისგან იცავს. ფარდის შესაკვრელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბაგირი, ჩალიჩი, თოკი ან მსხვილი მძივი.

3.ყუთების გაფორმების ბევრი მეთოდი არსებობს. მაგ., უხეში სატომრე ქსოვილი, ნატურალური მაქმანი და მარგალიტის მძივები ერთმანეთს კარგად ეთავსება.

თუ თვითნაკეთ ყუთებზე მოდური კალიგრაფია მოგწონთ? ამ იდეის განხორციელება საკმაოდ მარტივია!

4.სატომრე ქსოვილიდან თვითნაკეთი ნივთების შექმნა შეგიძლიათ ძალიან მარტივი „სახლის სულის“ გაკეთებით დაიწყოთ. ამისთვის დაგჭირდებათ სატომრე ქსოვილის ნაჭერი, მცირე ზომის კანაფი, ნემსი და ძაფი, სინტეპონი და აკრილის საღებავები.

5.სატომრე ქსოვილით გაფორმებული დეკორატიული ბალიშები ნებისმიერ სასტუმრო ოთახს დაამშვენებს. შეგიძლიათ გააკეთოთ როგორც ბალიშის პირები, ასე ბალიშები ბუმბულით და სინთეტიკური მასალით ამოავსეთ.

6.სატომრე ქსოვილი ქორწილის გასაფორმებლად აქტიურად გამოიყენება. განსაკუთრებით ახლა ძალიან მოდურ რუსტიკის სტილის ქორწილში.

7.აი, ამ მშვენიერი ნამუშევრის შემხედვარე მეტყველება მეკარგება! მხოლოდ ფანტაზია და ოსტატობა და ხელები შეუდარებელ ნივთებს ქმნიან, რომლითაც ახლობლები აღფრთოვანებულები იქნებიან.

8.მიუხედავად იმისა, რომ სატომრე ქსოვილი საკმაოდ უხეში მასალაა, ხელმარჯვე ოსტატები მისგან ნამდვილ შედევრს ქმნიან. ამის მაგალითი შეუდარებელი ყვავილებია.

ასეთი სილამაზის შესაქმნელად ცოტა გამოცდილება დაგჭირდებათ, ამიტომ მისი გაკეთება მარტივი ნივთების შექმნით გამოცდილების დაგროვების შემდეგ დაიწყეთ.

9.საყიდლების ჩანთა გჭირდებათ? მალე საქმეს შეუდექით, ხოლო მასალის სახით შეგიძლიათ სატომრე ქსოვილი გამოიყენოთ.

10.სატომრე ქსოვილისგან ლამაზი მაგიდის გადასაფარებელი შეგიძლიათ შექმნათ, რომელიც ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს. ასევე სხვადასხვა ფერის სატომრე ქსოვილისგან დამზადებული მაგიდის გადასაფარებლები არსებობს.

11.მაგიდის გადასაფარებლის გარდა სხვა აქსესუარების გაკეთება შეგიძლიათ, მაგალითად ხელსახოცები. ასეთი ხელნაკეთი ხელსახოცი ნებისმიერ მაგიდას დაამშვენებს. თითოეულ ხელსახოცს შეიძლება ორიგინალური ხელნაკეთი ნაქარგი ამშვენებდეს.

დეკორის სახით უმჯობესია კონტრასტული ფერის ატლასის და მაქმანის ზოლი გამოიყენოთ. ეს პრაქტიკული და ლამაზია!

12.სატომრე ქსოვილისგან დამზადებული ნივთები – ინტერიერის ლამაზი საგნებია, რომლებიც მინიმალურ დროს და ფულს მოითხოვს.

ამ მშვენიერი იდეების შესახებ მეგობრებს სოციალურ ქსელში უამბეთ, რადგან შთაგონება გადამდებია!