4 ყველაზე რომანტიული ზოდიაქოს ნიშანი

1620
4 ყველაზე რომანტიული ზოდიაქოს ნიშანი
4 ყველაზე რომანტიული ზოდიაქოს ნიშანი

ზოდიაქოს რომელი ოთხი ნიშანი არის ყველაზე რომანტიული სტიქიის მიხედვით? ყველაზე მეტად ვის შეუძლია გულწრფელი სიყვარულის, გრძნობების, სინაზის და მზრუნველობის ღიად გამოხატვა?

1. კურო
არ დაიჯეროთ, თუ გეუბნებიან რომ კურო, როგორც მიწის ნიშანი – ყველაზე უღიმღამო და მოსაწყენი ნიშანია. ისინი რომანტიული სერენადების ნამდვილი ოსტატები არიან. სავარაუდოდ, მსოფლიოში სასიყვარულო წერილების უმრავლესობა, რომლებზეც ცრემლების ღვრა გვსურს, სწორედ კურომ დაწერა. ეს გამოუსწორებელი რომანტიკოსები, მუდმივად ჭეშმარიტ სიყვარულზე ფიქრობენ და ოცნებობენ.

2. კირჩხიბი
ცხადია, წყლის ყველაზე “სახლის” ნიშანი სხვებთან შედარებით ყველაზე უფრო რომანტიული ნიშანია. კირჩხიბი ყურადღებას და მზრუნველობას არ მოგაკლებთ, რითაც გაიძულებთ იგრძნოთ, რომ ამ სამყაროში არის ვიღაც, ვინც თქვენზე ნამდვილად ზრუნავს. თქვენ მუდმივად მოისმენთ, თუ როგორ გეკითხებიან: “ხომ არ გშია?”, “დახმარება ხომ არ გჭირდება?” ან “ამაზე საუბარი გსურს?. კირჩხიბი ყოველთვის ზურგს გაგიმაგრებთ და ნებისმიერ სიტუაციაში მხარში დაგიდგებათ.

3. ლომი
ცეცხლის ნიშნებს შორის ყველაზე რომანტიული ლომია. მათ უზარმაზარი მოსიყვარულე გული აქვთ და ხანგრძლივი და ძლიერი ურთიერთობის შექმნას ცდილობენ. თუ ლომი საკუთარ თავზე შეყვარებულ ეგოისტად მიგაჩნიათ, ეს იმას ნიშნავს რომ მათ უბრალოდ არ იცნობთ და მსოფლიოში ყველაზე პატიოსან ადამიანთან ურთიერთობის შანსს ხელიდან უშვებთ. როცა ლომს გულწრფელად უყვარს, ის თავისი რჩეულის ერთგულია და მისი გულისთვის ნებისმიერ მსხვერპლზე წასვლა შეუძლია.

4. სასწორი
სასწორს შეიძლება ჰაერის ნიშნებს შორის გონიერი რომანტიკოსი ვუწოდოთ. მათ შეუძლიათ სიმპათია გამოხატონ არა მხოლოდ მოქმედებით, არამედ სიტყვები, რომელთა თქმაც მაგ. ლომს, კუროს ან კირჩხიბს არ შეუძლია. სასწორს სიტყვასიტყვით კინოს სიყვარული რეალობაში გადმოაქვს ყველა თავისი მოქმედებით და საუბრის მანერით: “თქვენთვის ყველაფერს გავაკეთებ, რაც გსურთ.” იქნება ეს საღამო სანთლის შუქზე თუ ყვავილების თაიგული განსაკუთრებული დღეებისთვის. ასევე სასწორს შეუძლია სუპერმარკეტში ყველაზე ბანალური გასვლა ნამდვილ რომანტიკად გადააქციოს.