დიეტა „3 პროდუქტი“ – სწრაფი დაკლება სილამაზის სასარგებლოდ ისე, რომ ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენოთ

1301
დიეტა „3 პროდუქტი“ - სწრაფი დაკლება სილამაზის სასარგებლოდ ისე, რომ ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენოთ
დიეტა „3 პროდუქტი“ - სწრაფი დაკლება სილამაზის სასარგებლოდ ისე, რომ ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენოთ

ინტენსიური საახალწლო დღესასწაულების შემდეგ ბევრი ზედმეტ კილოგრამებს აგროვებს. ყველა ტანსაცმელი მოჭერილი ხდება, მომრგვალებული თეძოები არც თუ ისე მიმზიდველად გამოიყურება, ხოლო გარდერობის შეცვლის სურვილი საერთოდ არ გვაქვს. სწორედ ამიტომ სასარგებლო იქნება იმის ცოდნა, თუ როგორ დაიკლოთ სწრაფად ჯანმრთელობაზე, განწყობასა და საფულეზე ზიანის მიყენების გარეშე.

გიყვართ შვრია, ხაჭო და ვაშლი? მაშინ ეს დიეტა თქვენთვისაა! მხოლოდ 3 პროდუქტი წონაში დაკლებაში და ამასთან დანაყრებაში დაგეხმარებათ. ასე ორგანიზმის გამოფიტვა არ ხდება, წონა სტაბილურად იკლებს და უსიამოვნო შეგრძნებები არ გაწუხებთ. საკუთარ თავზე არანაირი ძალისხმევა და ცუდი გაწყობა: პროდუქტების ასეთი სპეციფიკური ნაკრების დახმარებით შიმშილის გრძნობა არ შეგაწუხებთ და დიეტის დაცვა გაგიმარტივდებათ.

3 პროდუქტის დიეტის თვისება

როგორც ნებისმიერი საკვების შემამცირებელ სისტემას, დიეტას „3 პროდუქტი“ თავისი უკუჩვენება აქვს, რომელსაც უნდა გაეცნოთ სანამ დიეტის დაცვას გადაწყვეტთ. თუ სერიოზული დაავადება გაქვთ, სპეციალისტთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ. დიეტოლოგები გირჩევენ ასეთი რეჟიმი  4-5 დღეზე მეტი ხნით დაცვის დროს, რაციონს მჟავე რძის პროდუქტები დაუმატოთ, მაგ. კეფირი. 10 დღის შემდეგ, დისკომფორტის და ცუდი შეგრძნების არ არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ კვლავ გააგრძელოთ.

რაციონში შემავალი პროდუქტების განსაკუთრებულობა

შვრია – დიეტაში ნახშირწყლების მთავარი წყაროა. საკვები ბოჭკოების წყალობით მტანჯველი შიმშილის გრძნობა არ შეგაწუხებთ და ნაწლავების ფუნქციებს გაუმჯობესდება. გარდა ამისა, ის მოქმედებს, როგორც ნატურალური „ჯაგრისი“ საკვების მომნელებელი სისტემისთვის, მსუბუქად ასუფთავებს და საკვების ნარჩენები და შლაკები გამოაქვს.

შვრიით საუზმობის შემთხვევაში ორგანიზმს კარგად დანაყრდება. აიღეთ მხოლოდ მაღალი ხარისხის შვრია დანამატების გარეშე. შვრია წყალზე შაქრის და მარილის დამატების გარეშე მოხარშეთ, მაგრამ გემოვნებით შეგიძლიათ მწიკვი დარიჩინი ან 1 ჩ/კ თაფლი დაუმატოთ.

ვაშლი მწვანე ან ყვითელი აირჩიეთ, რომელიც ტკბილი არა, მაგრამ მაგარი და წვნიანი იქნება. ეს გასაოცარი ხილი ორგანიზმს ასუფთავებს და ამასტან მას ვიტამინებით და მინერალებით ავსებს. ვაშლი დაბერების პროცესს აფერხებს, ნერვულ სისტემას აძლიერებს, ნივთიერებათა გაცვლის პროცესი ნორმაში მოჰყავს და დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს.

ხაჭო აიღეთ ჩვეულებრივი, მაგრამ უცხიმო. რადგან პირველში ბუნებრივი რძის კალციუმი არ არის, მეორე კი სასარგებლო ნივთიერებების ბევრ სპექტრს მოგანიჭებთ. ხაჭოში შემავალი კალციუმი და გოგირდი ძვლებს, კბილებს და ფრჩხილებს გააძლიერებს. ხაჭო ცილების საუკეთესო წყაროდ ითვლება კუნთოვანი მასის გასაზრდელად, ამიტომ ის სპორტსმენებს უყვარს.

საჩვენებელი მენიუ დიეტა „3 პროდუქტის“ დროს

საუზმე: წყალზე მომზადებული შვრია 2 ვაშლით, მარილის და შაქრის გარეშე;

სადილი: 100 გრ ხაჭო დარიჩინით და ვაშლით. 2 ვაშლი დესერტად.

ვახშამი: 100 გრ ხაჭო და 3 ვაშლი. მცენარეების ჩაი გვირილით შაქრის გარეშე.

ვაშლი შეგიძლიათ ხაჭოსთან და სანელებლებთან ერთად გამოაცხოთ, ასევე მოამზადოთ კოქტეილი შვრიის, ვაშლის და დარიჩინისგან. ყოველდღე აუცილებლად დაახლოებით 1,5 სითხე მიიღეთ. ეს შეიძლება იყოს როგორც მინერალური წყალი, ასევე მცენარეების ჩაი. უამბეთ მეგობრებს, როგორ დაიკლოთ სწრაფად და მარტივად მხოლოდ ხაჭოს, შვრიის და ვაშლის დახმარებით.