როგორ მოვამზადოთ კრემი ტორტის და სხვა დესერტებისთვის: 5 მარტივი და ბიუჯეტური რეცეპტი

3528
როგორ მოვამზადოთ კრემი ტორტის და სხვა დესერტებისთვის: 5 მარტივი და ბიუჯეტური რეცეპტი
როგორ მოვამზადოთ კრემი ტორტის და სხვა დესერტებისთვის: 5 მარტივი და ბიუჯეტური რეცეპტი

ვიცით, რომ დიასახლისები ხშირად ირჩევენ ისეთი დესერტის მომზადებას, რომელსაც შიგთავსის სახით კრემი არ სჭირდება. ტორტები, ნამცხვრები და სხვა გემრიელი დესერტების მომზადება რთული და ძვირია. და თუ ჩვენ გეტყვით, რომ გემრიელი კრემი შეიძლება იყოს ბიუჯეტური და მარტივად მოსამზადებელი?

გიზიარებთ რამდენიმე რეცეპტს, რომელშიც ყველა ინგრედიენტი მისაღებია. ასე არაერთი დიასახლისი ამზადებდა. ანუ, რეცეპტები გამოცდილია. ამ რეცეპტების გამოყენებით შესანიშნავი კრემი გამოგივათ.

კარაქი-ხაჭოს კრემი

ინგრედიენტები:

  • 250 გრ ხაჭოს ყველია 9% ცხიმით
  • 50 გრ მოხარშული რძე
  • 180 გრ კარაქი
  • 50 გრ შაქრის ფხვნილი

მომზადება:

1.ყველი და მოხარშული რძე ბლენდერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.

2.დარბილებული კარაქი შაქრის ფხვნილთან ერთად ათქვიფეთ. 3-5 წუთით ათქვიფეთ.

კრემი ყველის მასისგან

ინგრედიენტები:

  • 250 გრ ყველის მასა
  • 150 გრ კარაქი
  • 220 გრ შაქრის ფხვნილი

მომზადება:

1.კარაქი ოთახის ტემპერატურაზე დაარბილეთ.

2.შემდეგ ყველა ინგრედიენტი ათქვიფეთ და გააგრილეთ.

კრემი „პლომბირი“

ინგრედიენტები:

  • 350 გრ არაჟანი 20%-იანი ცხიმიანობით
  • 110 გრ შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 3 ს/კ ფქვილი
  • 1,5 გრ ვანილი
  • 120 გრ კარაქი

მომზადება:

1.არაჟანი, შაქარი, ფქვილი, კვერცხი და ვანილი აურიეთ. ჭურჭელი წყლის ორთქლზე დადგით. მუდმივად აურიეთ, მასა გასქელებამდე მიიყვანეთ. ამისთვის 10-12 წუთი დაგჭირდებათ. დრო იმაზე იქნება დამოკიდებული, რომ არაჟანი რამდენად ცხიმიანი და ხარისხიანია. მზაობის შემოწმება კრემში კოვზის ჩადებით შეგიძლიათ. კოვზს გარე მხრიდან თითი გაუსვით, თუ ზოლები არ იკვრება, კრემი მზადაა.

2.მასა წყლის ორთქლიდან გადმოდგით და ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ.

3.დარბილებული კარაქი თეთრი ფუმფულა მასის მიღებამდე (დაახლოებით 5 წუთით) ათქვიფეთ. შემდეგ, ათქვეფა არ შეწყვიტოთ ისე, ოთახის ტემპერატურაზე გაგრილებული მასა 1 სუფრის კოვზით დაუმატეთ.

4.ასე მთელი მასა ათქვიფეთ. შედეგად ერთგვაროვანი სქელი კრემი უნდა გამოვიდეს. მაცივარში შეინახეთ და ის უფრო სქელი კონსისტენციის გახდება.

შვეიცარული კარაქის მერენგა

ინგრედიენტები:

  • 180 გრ კარაქი
  • 150 გრ შაქარი
  • 3 კვერცხის ცილა
  • 1 მწიკვი ლიმონის მჟავა

მომზადება:

1.ცილა და შაქარი ათქვიფეთ. ჭურჭელი წყლის ორთქლზე დადგით, მუდმივად აურიეთ. გააცხელეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება.

2.ნარევი წყლის ორთქლიდან გადმოდგით და მიქსერით ათქვიფეთ, საშუალო სიჩქარით დაიწყეთ და ნელ-ნელა სიჩქარე მაქსიმალურ დონემდე გაზარდეთ. ათქვეფის პროცესში მწიკვი ლიმონის მჟავა დაუმატეთ. მყარი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ.

3.დარბილებული კარაქი ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ, სანამ ფუმფულა და ღია ფერის მასას არ მიიღებთ.

4.ათქვეფილი კარაქი ცილებს ორ ეტაპად დაუმატეთ. მიქსერი საშუალო სიჩქარეზე ათქვიფეთ, შემდეგ მაქსიმალურ დონეზე ჩართეთ და 5 წუთით ათქვიფეთ. მზადაა!

მოხარშული კრემი

ინგრედიენტები:

  • 500 მლ რძე
  • 3 კვერცხის გული
  • 200 გრ შაქარი
  • 200 გრ კარაქი

მომზადება:

1.400 გრ რძე ადუღებამდე მიიყვანეთ, მაგრამ არ აადუღოთ.

2.ცალკე კვერცხი, შაქარი და დარჩენილი რძე (100 მლ) აურიეთ. ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ ცხელ რძეს დაუმატეთ.

3.დაბალ ცეცხლზე ხარშეთ, მუდმივად აურიეთ, სანამ არ გასქელდება (შეგიძლიათ ცეცხლიდან გადმოდგათ, როგორც კი პირველი ბუშტი გაჩნდება).

4.მასა ოდნავ გააგრილეთ და კარაქი დაუმატეთ. მუდმივად აურიეთ და ჭურჭელს საკვები ცელოფანი გადააფარეთ. ასეთ მდგომარეობაში კრემი გამყარდება.

ტყუილად არ ამბობენ, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია. ამ რეცეპტებით შეგიძლიათ ტორტის, ეკლერის და ნამცხვრების მომზადება თამამად დაიწყოთ. თუ კრემის მომზადების უფრო მარტივი მეთოდი იცით, კომენტარებში გაგვიზიარეთ. ხოლო ჩვენი რეცეპტები მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.