კოჭის სასმელი – ძლიერი დარტყმა ზედმეტ წონაზე. როგორ გამოვიყენოთ მწველი სასმელი სხეულის ფორმების სასარგებლოდ

1271
კოჭის სასმელი - ძლიერი დარტყმა ზედმეტ წონაზე. როგორ გამოვიყენოთ მწველი სასმელი სხეულის ფორმების სასარგებლოდ
კოჭის სასმელი - ძლიერი დარტყმა ზედმეტ წონაზე. როგორ გამოვიყენოთ მწველი სასმელი სხეულის ფორმების სასარგებლოდ

თავდაპირველად კოჭა წონის დასაკლები საშუალება არ იყო. პროდუქტს სპეციფიკური სუნით და გემოთი საკვების მომნელებელი ორგანოს, ბრონქული ასთმის და გაციების დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ. თუმცა დროთა განმავლობაში, როცა მისმა რეგულარულმა მოხმარებამ სხეულის ფორმაზე გავლენა იქონია, ფესვები ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება გახდა. დღეს წონაში დასაკლებად კოჭა ყველაზე უსაფრთხო და საიმედო სასმელებს შორის ერთ-ერთ პირველ პოზიციას იკავებს.

კოჭის ფესვებში შემავალი გინგეროლი და შოგაოლი განსაკუთრებულ გემოს უზრუნველყოფს, სისხლის მიმოქცევას აძლიერებს, ამით ნივთიერებათა გაცვლის პროცესს ააქტიურებს და წონაში დაკლებას ხელს უწყობს. დასაკლებად კოჭის სასმელის სწორად მომზადების ცოდნით, არა მხოლოდ რაციონს მრავალფეროვანს გახდით, არამედ ფიზიკური დატვირთვის გარეშე სხეულის ფორმაში მოყვანის მეთოდს იპოვით.

ლიმონთან ერთად

ინგრედიენტები:

  • 1-2 ს/კ გახეხილი კოჭის ფესვები
  • 1 ლიმონი
  • 1,5 ლ წყალი
  • თაფლი გემოვნებით

მომზადება:

1.ლიმონი კანთან ერთად გახეხეთ. კოჭას აურიეთ.

2.თერმოსში გადაიტანეთ და მდუღარე წყალი დაასხით.

3.6 საათი დააყენეთ. თაფლი გამოყენების წინ დაუმატეთ. წონაში დასაკლებად მიიღეთ პორციებით (250 მლ ) ლიმონის და კოჭის სასმელი ჭამამდე ნახევარი საათით.

მწვანე ჩაისთან ერთად

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ გახეხილი კოჭის ფესვები
  • 50 მლ ლიმონის წვენი
  • 2 ჩ/კ მწვანე ჩაის ფოთლები
  • 750 მლ წყალი

მომზადება:

1.ჩაი მოადუღეთ.

2.ლიმონის წვენი და გახეხილი კოჭა დაუმატეთ.

3.დააყენეთ 3 საათით. დასაკლებად ასეთი კოჭის სასმელი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, თბილი სახით უნდა დალიოთ. პორცია 5 დღე გეყოფათ.

ნიორთან ერთად

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ გახეხილი კოჭა
  • 2 კბილი ნიორი
  • 250 მლ წყალი

მომზადება:

1.ნიორი პრესში დაჭყლიტეთ, გახეხილ კოჭას აურიეთ.

2.ინგრედიენტებს მდუღარე წყალი დაასხით. წონაში დასაკლები ნივრის და კოჭის სასმელი 12 წუთით დააყენეთ.

3.მიიღეთ ჭამამდე 15 წუთით ადრე.

წონაში დასაკლებად კოჭის სასმელი 14 დღის განმავლობაში უნდა დალიოთ, რომ პირველი შედეგები დაინახოთ. მისი უპირატესობა აბსოლუტური უვნებლობაა. ბევრი ასეთ საშუალებას წლების განმავლობაში ორგანიზმის დამცავი ფუნქციების აღსადგენად იყენებს. შედეგად, ორგანიზმიც და სხეულის ფორმებიც მოგებული რჩება.

ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ ნედლი სახით კოჭის მიღების შემთხვევაში შედეგს მიაღწევთ. დღე-ღამეში მაქსიმუმ 4 გრ კოჭის მიღება არის ნებადართული. თუ უფრო მეტს მოიხმართ, მისი აქტიური ნივთიერებები ნერვულ სისტემაზე იმოქმედებს. შედეგად შიმშილის გრძნობა არა უბრალოდ ჩამცხრალი იქნება, არამედ მის შესახებ დაივიწყებთ. ეს კი სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს. უმჯობესია, წონაში დასაკლებად კოჭის სასმელი დალიოთ და მეგობრებსაც ასე ურჩიეთ.