წნევა თამაშობს – პრობლემა არაა. ოლგა პაპსუევამ იცის, თუ როგორ დაარეგულიროს, მაშინაც კი თუ 60 წლის ხართ

2481
წნევა თამაშობს - პრობლემა არაა. ოლგა პაპსუევამ იცის, თუ როგორ დაარეგულიროს, მაშინაც კი თუ 60 წლის ხართ
წნევა თამაშობს - პრობლემა არაა. ოლგა პაპსუევამ იცის, თუ როგორ დაარეგულიროს, მაშინაც კი თუ 60 წლის ხართ

მაღალი წნევა, ან ჰიპერტონიული დაავადება, ასაკოვან ადამიანებს ხშირად აწუხებთ. არტერიული წნევის დონეს ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან მისი თამაში ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. 140/90 წნევა უკვე მაღალ წნევად ითვლება.

როგორ დავწიოთ წნევა ეფექტურად

ჩვეულებრივ ჰიპერტონია შემდეგი ნიშნების შემდეგ გამოვლინდება:

1.თავის ტკივილი, განსაკუთრებით კეფის ნაწილში, თავბრუსხვევა, დაბინდული მხედველობა.

2.თავში პულსის შეგრძნება, სუსტი, გახშირებული გულის ცემა (ტაჰიკარდია).

3.სახის, მკერდის სიწითლე, ოფლდენა, შეციება ხილული მიზეზის გარეშე.

4.ძილის შემდეგ სახის და ქუთუთოს შეშუპება, ხელის შეშუპება, თითების გაშეშება.

5.თვალების ქვეშ „ჩანთები“.

6.გაუარესებული მეხსიერება, კონცენტრაციის შემცირება.

7.შინაგანი დაძაბულობის შეგრძნება, გაღიზიანება, სიბრაზე, დაქვეითებული შრომისუნარიანობა.

როგორ გავიგოთ, რომელი წნევის დაწევა არის აუცილებელი? ადამიანები, რომელთან გულის პრობლემები აწუხებთ, კონტროლის მიზნით ტონომეტრს უნდა ხმარობდნენ. თუ ზედა სისტოლიური წნევა 180 ნიშნულს აჭარბებს, ექიმი უნდა გამოიძახოთ. თუ 180-ზე დაბალი, მაგრამ 140-ზე მაღალია, შეგიძლიათ თავად მკურნალობა სცადოთ.

ოლგა პაპსუევა გირჩევთ ასე მოქცევას. მას სახლში ყოველთვის აქვს მდოგვის ფირფიტები. როგორც კი მაღალი წნევით გამოწვეულ უსიამოვნო შეგრძნებას და თავის ტკივილს გრძნობს, ერთი მდოგვის კეფაზე და თითოს კანჭის ტყუპ კუნთებზე იდებს. ამასთან ფეხების ცხელ აბაზანას, თავის და ხელების მასაჟს იკეთებს.

მედიკამენტების გამოყენებამდე უფრო ნაკლები ზიანის მომტან მეთოდებს იყენებს. ნახევარ ჭიქა წყალში 1 ჩ/კ ლეონურუსს, 1 ჩ/კ კატაბალახას ხსნარს და 1 ჩ/კ კუნელს ურევს. ამ საშუალებას გულის დაავადების დროს პროფილაქტიკის მიზნით, ორი თვის განმავლობაში ყოველდღიურად ღებულობს, მაგრამ უფრო დიდხანს არა.

კიდევ რით შეიძლება წნევის დაწევა? შეგიძლიათ სხვა ხალხური საშუალებები სცადოთ. დააქუცმაცეთ ლიმონის მეოთხედი, ნივრის თავის მეოთხედი, მათ 2 ს/კ გახეხილი კოჭა დაუმატეთ. წყალი დაასხით, აადუღეთ და დღეში 100 მლ, ჭამამდე 15 წუთით ადრე მიიღეთ. საშუალება ასევე პროფილაქტიკად ითვლება.

ასევე ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი ზოგადი რეკომენდაციები არსებობს, რომელთა შესრულებაც სისხლის არტერიულ წნევას დაარეგულირებს. სპორტით დაკავდით ან უბრალოდ ფეხით ბევრი ისეირნეთ. მარილის მოხმარება შეამცირეთ, ასევე ბევრი ბანანი და გამომცხვარი კარტოფილი მიირთვით. მათში შემავალი კალიუმი, ნატრიუმის ნეგატიურ მოქმედებას ანეიტრალებს, რომელიც სისხლის წნევას ზრდის.

წონაში დაიკელით, ცხიმით სავსე სხეულში სისხლის მიწოდება გულს უჭირს. მავნე ჩვევებზე უარი თქვით: მოწევა, ალკოჰოლის მიღება და ყავის დალევაც კი. იოგით ან მედიტაციით დაკავდით, რადგან სტრესი გულის პრობლემის პირველ მიზეზს წარმოადგენს.